თვეში რამდენი კილოგრამის დაკლებაა უსაფრთხო
თვეში სასურველია დაახლოებით 2-3 კილოგრამის დაკლება.
გამომდინარე იქიდან, რომ წონის უსაფრთხოდ დაკლება ეტაპობრივი პროცესია, 15 კილოგრამამდე წონის დაკლებას შეიძლება ექვსი თვე ან მეტი დასჭირდეს. მაგრამ ეს ნამდვილად ღირს, რადგან აუმჯობესებთ ცხოვრების წესს, გამოიყურებით უკეთესად და თავს უკეთ გრძნობთ.
ზოგიერთი მოდურმა დიეტამ ან ძალზე შემზღუდველმა კვების გეგმებმა შეიძლება გამოიწვიოს წონის სწრაფი დაკლება, მაგრამ არა მუდმივი წონის დაკლება.
წონის დაკლების გეგმაში იგულისხმება მდგრადი ცხოვრების წესი, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღ წონას და აკმაყოფილებს ინდივიდის საკვებ მოთხოვნილებებს.
წონის დაკლების შემდეგ, შედეგის შესანარჩუნებლად აუცილებელია ჯანსაღი კვება და ვარჯიში.
ზედმეტი ჭამის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
- ძალიან სწრაფად ჭამა;
- ჭამა, როცა არ გშიათ;
- ტკბილეულის დიდი რაოდენობით მოხმარება;
- კვების გამოტოვება;
- მოწყენილობის წინააღმდეგ საბრძოლველად ან განწყობის ასამაღლებლად მავნე საკვების მიღება
ეცადეთ შეცვალოთ ეს ჩვევები ჯანსაღი ვარიანტებით.
როგორი უნდა იყოს კვებითი ჩვევები წონის დასაკლებად
ჯანსაღი დიეტა შედგება ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულისა და რძის პროდუქტებისგან. ასევე ცილის ისეთი წყაროებისგან როგორიცაა: ზღვის პროდუქტები, უცხიმო ხორცი და ფრინველის ხორცი, კვერცხი, ლობიო, ბარდა, სოიოს პროდუქტები, თხილი და თესლი.
ჯანსაღი დიეტა არ უნდა შეიცავდეს ზედმეტ შაქარს, მარილს, ქოლესტერინს, ნაჯერ და ტრანს ცხიმებს.
წონის მატება და წონის დაკლება ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ კალორიას იღებთ და რამდენ კალორიას წვავთ.
ქალების უმეტესობას დღეში 1600-დან 2400-მდე კალორია სჭირდება, მამაკაცებს კი დაახლოებით 2000-დან 3000-მდე კალორია.
კალორიების შემცირების ერთ-ერთი გზაა მაღალკალორიული საკვების შეცვლა დაბალკალორიულით. მაგალითად, არომატიზებულ ლატეს აქვს დაახლოებით 268 კალორია, ხოლო შავი ყავა მხოლოდ 5 კალორიას შეიცავს. შოკოლადის ნაყინის ფინჯანში 292 კალორიაა, ხოლო მარწყვის ფინჯანში მხოლოდ 60.გაზიან სასმელებს ბევრად მეტი კალორია აქვთ, ვიდრე წყალს.
პორციების ზომა გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენ კალორიას იღებთ.
ჯანსაღ კვებასთან ერთად აუცილებელია რეგულარული ფიზიკური აქტივობა. ეს ხელს უწყობს წონის კლებასა და ჯანსაღი წონის შენარჩუნებას.