/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

მაგნიუმი და მანგანუმი - ორი მნიშვნელოვანი ელემენტი

მაგნიუმი და მანგანუმი - ორი მნიშვნელოვანი ელემენტი
მაგნიუმი და მანგანუმო არსებითი მინერალებია, მაგრამ ორგანიზმში სხვადასხვა სამუშაოს ასრულებენ.

მაგნიუმის დღიური მოთხოვნილება საკმაოდ მაღალია, ვიდრე მანგანუმის დღიური მოთხოვნილება.

რა არის მანგანუმი?

მანგანუმი არის მიკროელემენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ გჭირდებათ მისი ბევრი რაოდენობა. მიუხედავად ამისა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობის მიღება, რადგან თქვენი სხეული ამას მოითხოვს მრავალი განსხვავებული პროცესისთვის.

ის მონაწილეობს ორგანიზმში არსებულ თითქმის ყველა სახის ქიმიურ პროცესში. მაგალითად, მანგანუმი გჭირდებათ:

  • სისხლის შედედებისთვის და ჭრილობის შეხორცებისთვის;
  • ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისთვის;
  • ხელს უწყობს რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელობას;
  • აუცილებელია იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის;
  • მონაწილეობს ამინომჟავების, ნახშირწყლების, ქოლესტერინის და გლუკოზის მეტაბოლიზების პროცესში

კვლევა აჩვენებს კავშირს დიაბეტსა და სისხლში მანგანუმის დონეს შორის.

მანგანუმით მდიდარი საკვების კარგი წყაროები მოიცავს:

  • ხილი და ბოსტნეული, მათ შორის მოცვი, ანანასი, ისპანახი და გოგრა;
  • პარკოსნები, რომელშიც შედის ოსპი, სოიო;
  • თხილეული;
  • სეზამის თესლი;
  • მთლიანი მარცვლეული საკვები, როგორიცაა ყავისფერი ბრინჯი, შვრიის ფაფა და მთლიანი ხორბლის პური
შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

რამდენი მანგანუმი გჭირდებათ?

ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი (NIH) გვირჩევს 1,8-დან 2,3 მილიგრამამდე (მგ) მანგანუმს ყოველდღიურად მოზრდილებისთვის.

მანგანუმის დეფიციტი იშვიათია. ადამიანთა უმეტესობა საკმარის რაოდენობას საკვებით იღებს.მაგრამ იმ იშვიათ შემთხვევაში, როდესაც არ მიიღებთ საკმარისად, ამანშეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. როგორიცაა მეტაბოლიზმის პრობლემები, სუსტი ძვლები. მანგანუმის დეფიციტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვების ზრდაზეც.

რა არის მაგნიუმი?

მაგნიუმი მაკროელემენტია. ადამიანს მისი ცოტა მეტი რაოდენობა სჭიდება, ვიდრე მანგანუმი. მანგანუმის მსგავსად, ორგანიზმი მაგნიუმს ასობით სხვადასხვა პროცესში იყენებს.

მაგნიუმი გჭირდებათ ისეთი ფუნქციებისთვის, როგორიცაა:

  • არტერიული წნევის კონტროლი;
  • სისხლში შაქრის კონტროლი;
  • ძვლის ჯანმრთელობა;
  • ენერგიის შექმნა;
  • გულის რითმის რეგულირება;
  • კუნთების და ნერვული ფუნქცია;
  • ცილის სინთეზი

შეიძლება არ გქონდეთ მაგნიუმის მაგნიუმის დაბალი დონის ნიშნები, განსაკუთრებით თავიდან, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება განვითარდეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, მათ შორის გულის პრობლემები და კრუნჩხვები. მაგნიუმის დონის შესამოწმებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. განსაკუთრებით თუ 60 წელს გადაცილებული ხართ ან გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულის რითმის პრობლემები ან დაღლილობა.

მაგნიუმით მდიდარი საკვების წყაროები მოიცავს:

  • ხორცი;
  • თევზი;
  • ბროკოლი;
  • კარტოფილი;
  • ისპანახი;
  • პარკოსნები;
  • რძე;
  • იოგურტი;
  • ხილი - ვაშლი, ავოკადო, ბანანი;
  • თხილეული;
  • ჩიას თესლი;
  • სელის თესლი;
  • გოგრის თესლი

საყურადღებოა დოზების გათვალისწინება მაგნიუმის დამნამატების მიღებისას. თუ მიიღებთ ძალიან ბევრ მაგნიუმს, დაახლოებით 350 მგ-ზე მეტს დღეში ყოველდღიურად, გარკვეული ხნის შემდეგ გექნებათ კრუნჩხვები, დიარეა და შესაძლოა გულისრევა.

ძალიან დიდ დოზას 5000 მგ-ზე მეტს დღეში კი აქვს ტოქსიკური ეფექტი. მაგნიუმის ტოქსიკურობა იშვიათია, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს: სუნთქვის პრობლემები, არარეგულარული გულისცემა, დაბალი წნევა, თირკმელების დაავადების ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები მაგნიუმის ტოქსიკურობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.

რამდენი მაგნიუმი გჭირდებათ?

ასაკისა და სქესიდან გამომდინარე, ქალებისთვის რეკომენდებულია 310მგ, კაცებისთვის 420 მგ-მდე მაგნიუმი დღეში. თუმცა ბიოდანამატების მეშვეობით მიღებული მაგნიუმის დღიური რეკომენდებული დოზა 350 მგ-ს არ უნდა აჭარბებდეს.

კომენტარები (1)
...
ტექსტში გიწერიათ "თუ მიიღებთ 350 მგ-ზე მეტს, გექნებათ დიარეა, კრუნჩხვა..."; იქვე გიწერიათ- "კაცებისთვის რეკომენდირებულია 420 მგ-მდე" . ანუ ლოგიკა? დაუკვირდით რას წერთ...
თარიღი : 05-12-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მაგნიუმი და მანგანუმი - ორი მნიშვნელოვანი ელემენტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები