შესაძლებელია თუ არა გამელოტების თავიდან აცილება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შესაძლებელია თუ არა გამელოტების თავიდან აცილება

მარტივი ტესტით შეგიძლიათ განსაზღვროთ, რამდენად საყურადღებოა მდგომარეობა.

თუ ჩამოცვენილ თმაზე ბოლქვი არ არის, მაშინ სანერვიულო არაფერია. თუ ბოლქვია, გადაიწიეთ თმა საფეთქლებზე და თხემზე. თუ თითებში ხუთ თმაზე მეტი რჩება, მიზეზი სპეციალისტთან უნდა მოძებნოთ.

თმის ცვენის მიზეზები შეიძლება იყოს სოკოვანი დაავადებები, ჰორმონალური ცვლილებები, ქრონიკული სტრესი, გენეტიკური მიდრეკილება, არასწორი კვება, ანემია და სხვა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ ასეთი პრობლემა, უმჯობესია მიმართოთ ექიმს - დერმატოლოგს ან ტრიქოლოგს.

თმის ცვენა სხეულის ზოგად მდგომარეობას ასახავს. ეს შეიძლება მიუთითებდეს მიკროელემენტების ნაკლებობაზე ან სერიოზული დაავადების არსებობაზე. ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ანალიზების ჩატარებით.

ყველაზე ხშირად ექიმები ახერხებენ თმის ცვენის თავიდან აცილებას მისი მიზეზების აღმოფხვრის გზით. მამაკაცებში მხოლოდ ანდროგენული ალოპეციის მკურნალობაა ძნელი.

ექიმები თვლიან, რომ თმის ცვენა შეიძლება მიუთითებდეს, ენდოკრინული სისტემის, ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადებებზე.

ამავდროულად, ექსპერტები ზომიერ თმის ცვენას ნორმალურს უწოდებენ და ხაზს უსვამენ, რომ ადამიანს ყოველდღიურად შეუძლია 50-დან 100 თმამდე დაკარგვა.

წაიკითხეთ მკურნალის ენციკლოპედია:

ალოპეცია

ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სცვივა თმა და ახალი ამოსდის. ეს თმის ზრდის ნორმალური ციკლია. დღე-ღამეში ადამიანი თმის 50-დან 150-მდე ღერს კარგავს. სტატუს ქუო-ს შესანარჩუნებლად აუცილებელია, დაცვენილი და ახალამოსული ღერების რაოდენობა ერთმანეთს შეესაბამებოდეს. როდესაც უფრო მეტი ცვივა, ვიდრე ამოდის, ვითარდება გამელოტება - ალოპეცია. ის შეიძლება დაემართოთ არა მარტო მამაკაცებს, არამედ ქალებსა და ბავშვებსაც. ალოპეცია სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ფსიქიკურ დისკომფორტს, ზოგჯერ - აშლილობასა და ადამიანის სოციალურ იზოლაციას იწვევს (გარეგნობაზე ბევრად არის დამოკიდებული ადამიანის გუნება-განწყობა და მისდამი დამოკიდებულება სოციუმში).

განასხვავებენ ორი ტიპის ალოპეციას: ნაწიბუროვანს, რომელიც გამოწვეულია ანთებითი პროცესების, კანის ატროფიის ან დანაწიბურების შედეგად თმის ფოლიკულების განადგურებით და არანაწიბუროვანს. ამ უკანასკნელ ტიპს მიეკუთვნება ბუდობრივი, ანდროგენული და დიფუზური ალოპეცია.

ბუდობრივი ანუ კეროვანი ალოპეცია შეძენილი პათოლოგიაა. განასხვავებენ მის სამ ძირითად კლინიკურ ფორმას: ლოკალურს (კეროვანს), ტოტალურსა და უნივერსალურს. ბუდობრივ ალოპეციას ახასიათებს თმის ცვენა უპირატესად თავსა და სახეზე, თანაც - ერთობ სპეციფიკურად: ლოკალურად, ცალკეულ უბნებში (კერებში). დაავადების სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. გამელოტებული უბნები წრიული ან ოვალურია. მათ პერიფერიებზე თმის ძირები სუსტდება და ღერი სუსტი მოქაჩვითაც ძვრება. ამის გამო მელოტი უბნები თანდათან იზრდება და ბოლოს ერთდება. ამგვარად ყალიბდება კეროვანი ალოპეციის სუბტოტალური ფორმა.

სუბტოტალური ალოპეცია ნელა პროგრესირებს. ავადმყოფს მსხვილი თმა სცვივა და მხოლოდ ბუსუსები და მოკლე ღერები რჩება. არცთუ იშვიათად უთხელდება წარბებიც. ზოგჯერ წამწამების ცვენაც შეიმჩნევა.

ტოტალურ გამელოტებაზე მაშინ ვლაპარაკობთ, როდესაც ავადმყოფს თავსა და სახეზე თმა მთლიანად აქვს გაცვენილი, ხოლო როცა პათოლოგიური პროცესი მთელ სხეულს მოიცავს, ალოპეციას უნივერსალურს უწოდებენ. ამას შეიძლება დაერთოს ფრჩხილების დაზიანება - მსხვრევადობა და დეფორმაცია.

დაზიანებული უბნის ფართობის მიხედვით, გამოყოფენ კეროვანი ალოპეციის რამდენიმე სტადიას: მსუბუქს (დაზიანებულია 25%), საშუალოს (25-50%) და მძიმეს (50%-ზე მეტი).

ალოპეციის მიზეზი ბოლომდე არ არის გარკვეული. უმთავრეს ფაქტორებად მიჩნეულია სტრესი, ფიზიკური ტრავმა და მწვავე დაავადებები. დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი წინაგანწყობაც.

ამჟამად თმის ბუდობრივ ცვენას რამდენიმე თეორიით ხსნიან. განსაკუთრებით პოპულარულია გენეტიკური (მემკვიდრეობითი მიდრეკილება ბუდობრივი ალოპეციისადმი), იმუნური (ბოლო მონაცემებით, იგი აუტოიმუნურ დაავადებად ითვლება), დისცირკულარული (ყალიბდება კეროვანი იშემია - თმის ბოლქვის სისხლძარღვთა სპაზმი) თეორიები. განაგრძეთ კითხვა...