/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რა უნდა გააკეთოთ და რა არა გრიპის პირველი ნიშნების დროს

რა უნდა გააკეთოთ და რა არა გრიპის პირველი ნიშნების დროს
ყელის ტკივილი, სხეულის ტკივილი და უეცარი სიცხე შეიძლება იყოს პირველი ნიშნები იმისა, რომ გრიპი გაქვთ.

მნიშვნელოვანია სიმპტომების ადრეული დიაგნოსტიკა, რათა დაიწყოთ გამოჯანმრთელებაზე ზრუნვა.

სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ორსულებისთვის ან იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობები აქვთ, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ რესპირატორულ ან იმუნურ სისტემაზე.

მიუხედავად იმისა, რომ გრიპს საერთო გაციების მრავალი სიმპტომი აქვს, გრიპის სიმპტომები, ჩვეულებრივ, უფრო მძიმეა და სწრაფად ვლინდება.

გრიპის ადრეული ნიშნებია:

  • დაღლილობა;
  • უეცარი ცხელება, ჩვეულებრივ, 38°C-ზე ზემოთ;
  • ყელის ტკივილი;
  • ხველა;
  • შემცივნება;
  • კუნთების ან სხეულის ტკივილი;
  • სურდო

თუ შეამჩნევთ, რომ გრიპის ნიშნები გაქვთ, მიჰყევით ამ რჩევებს:

  • ხშირად დაიბანეთ ხელები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მიზნად დაისახეთ დაახლოებით 20 წამი საპნის ხელზე გაჩერება წყლით ჩამობანამდე;
  • ხველისა და ცემინებისას ნუ მიიფარებთ ხელის, ამის ნაცვლად გამოიყენეთ ხელსახოცი;
  • იკვებეთ ჯანსაღად იმუნური სისტემის გასაძლიერებლად;
  • მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობის დროს შესაძლოა მადა დაკარგოთ, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი საკვები ორგანიზმს ვირუსთან საბრძოლველად საჭირო ძალის მინიჭებაში დაეხმარება;
  • დალიეთ ბევრი სითხე, განსაკუთრებით წყალი, ჩაი და დაბალი შაქრის შემცველი ელექტროლიტური სასმელები;
  • მოერიდეთ ალკოჰოლს და კოფეინს;
  • ნუ გახვალთ სახლიდან;
  • დაისვენეთ, გრიპის ერთ-ერთი საუკეთესო მკურნალობა არის საკმარისი დასვენება;
  • იყავით გულმოდგინე ჰიგიენის მიმართ. ხშირად დაიბანეთ ხელები. შეგიძლიათ იქონიოთ ანტიბაქტერიული ტილოები მიკრობების გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად
შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

რა არ უნდა გააკეთოთ გრიპის პირველი ნიშნების დროს:

  • არ წახვიდეთ სამსახურში ან სკოლაში. თქვენ გადამდები ხართ სიმპტომების დაწყებამდე ერთი ან ორი დღით ადრე და რჩებით გადამდები ხუთიდან შვიდი დღის განმავლობაში;
  • არ ჩამოართვათ ადამიანებს ხელი და არ ჩაეხუტოთ. მოერიდეთ სხვებთან ფიზიკურ კონტაქტს ან საკვებისა და სასმელის გაზიარებას;
  • ნუ აიძულებ საკუთარ თავს - გრიპი პროგრესირებადი დაავადებაა, რაც ნიშნავს, რომ სიმპტომები გაუარესდება შემდეგ კი გაუმჯობესდება. სიმპტომების დაწყებიდან პირველი ორი დღის განმავლობაში არასაკმარისმა დასვენებამ შეიძლება გაახანგრძლივოს გამოჯანმრთელების დრო;
  • მოერიდეთ გადამუშავებულ პროდუქტებსა და შაქარს, რადგან ისინი არ შეიცავენ საჭირო საკვებ ნივთიერებებს;
  • ეცადეთ არ გამოტოვოთ კვება. კარგია გრიპის დროს ზომიერი კვება ვირუსთან საბრძოლველად ენერგიის მისაღებად;
  • არ შეხვიდეთ ხალხმრავალ ადგილებში, რადგან გრიპი ძალიან გადამდებია;
  • ეცადეთ არ მოწიოთ. გრიპი რესპირატორული დაავადებაა. მოწევა აღიზიანებს ფილტვებს და აუარესებს სიმპტომებს

გრიპის დროს, როგორც წესი, უსაფრთხოა სახლში დარჩენა და დასვენება. გრიპის გართულებად ითვლება ბრონქიტი, პნევმონია.

აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, თუ ქვემოთ მოცემულ რომელიმე კატეგორიას მიეკუთვნებით. ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოების (IDSA) მითითებების თანახმად, მაღალი რისკის მქონე პირებს შორის არიან:

  • 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები;
  • 18 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები, რომლებიც იღებენ ასპირინზე დაფუძნებულ ან სალიცილატზე დაფუძნებულ მედიკამენტებს;
  • 5 წელზე უმცროსი ბავშვები, განსაკუთრებით 2 წლამდე;
  • ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ქრონიკული დაავადებებით, როგორიცაა ასთმა, დიაბეტი ან გულის დაავადება;
  • დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები;
  • ორსული ქალები

თუ რომელიმე ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, გრიპის ადრეული ნიშნების დროს უნდა მიმართოთ ექიმს. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დანიშნოს ანტივირუსული პრეპარატი. ეს მედიკამენტები საუკეთესოდ მოქმედებს, როდესაც ისინი მიიღება სიმპტომების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში.

თუ განიცდით მძიმე სიმპტომებს, საგანგებო მდგომარეობის ნიშნებია:

  • სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი;
  • მკერდის ტკივილი;
  • დაბნეულობა;
  • მძიმე ან მუდმივი ღებინება;
  • უეცარი თავბრუსხვევა

ჩვილებსა და ბავშვებში გრიპის გადაუდებელი სიმპტომები მოიცავს:

  • სუნთქვის გაძნელებას;
  • მოლურჯო კანის ფერს;
  • გაღიზიანებადობას;
  • ცხელებას, რომელიც თან ახლავს გამონაყარს;
  • ჭამის უუნარობას

ადამიანების უმეტესობა გრიპისგან გამოჯანმრთელდება ერთიდან ორ კვირაში.

თუ ამ პერიოდის შემდეგ სიცხე კვლავ მატულობს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ გაქვთ გრიპის გართულება, როგორიცაა პნევმონია, ყურის ინფექცია ან ბრონქიტი. ამ დროს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა უნდა გააკეთოთ და რა არა გრიპის პირველი ნიშნების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები