სილიციუმი - რა ფუნქცია აქვს ამ ელემენტს ჩვენს ორგანიზმში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სილიციუმი - რა ფუნქცია აქვს ამ ელემენტს ჩვენს ორგანიზმში

სილიციუმს საკვებიდან ვიღებთ, რადგან ჩვენს სხეულს მისი წარმოქმნა არ შეუძლია.

ადამიანის ორგანიზმისთვის სილიციუმის ბიოლოგიურად ხელმისაწვდომი ფორმა სწორედ სილიციუმის მჟავაა, ვინაიდან ის, სხვა ნაერთებისგან განსხვავებით, წყალში იხსნება და მისი ათვისებაც შედარებით ადვილია. აუთვისებელი სილიციუმი თირკმელების ან ნაწლავების საშუალებით გარეთ გამოიყოფა.

სილიციუმი ადამიანის ორგანიზმში ძალიან ცოტაა, სულ რაღაც 1,4 გრამი, მაგრამ ის თითქმის ყველა უჯრედში გვხვდება, ყველაზე მეტი კი კანში, თმაში, ფრჩხილებსა და ძვლებშია.

სილიციუმი უამრავ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს:

ხელს უწყობს წყლის შეკავებას

სილიციუმს აქვს უნარი შეიკავშიროს წყალი. ამით ის ხელს უწყობს სხეულში წყლის ბალანსის შენარჩუნებას, რის გარეშეც ნივთიერებათა ცვლის ნორმალურად წარმართვა შეუძლებელი იქნებოდა. სილიციუმის მიერ წყლის შეკავების უნარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს კანის, ხრტილების, მყესებისა და იოგების ელასტიკურობისთვის.

აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის სიმტკიცისთვის

ის შედის შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოების, ელასტინისა და კოლაგენის, შემადგენლობაში და კანის, ძვლების, ხრტილების, მყესების, იოგების სიმტკიცესა და ელასტიკურობას უზრუნველყოფს.

უზრუნველყოფს სისხლძარღვების გამართულ ფუნქციონირებას

ელასტინი, რომლის სინთეზისთვისაც აუცილებელია სილიციუმი, ელასტიკურობას მატებს სისხლძარღვის კედელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სისხლის შეუფერხებელი მოძრაობისთვის. სისხლის ნორმალური მიმოქცევა საჭიროა ჟანგბადისა და ნუტრიენტების უჯრედებამდე მისატანად, მაღალი წნევის, ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

აძლიერებს იმუნურ სისტემას

სილიციუმი დიდ როლს ასრულებს იმუნური სისტემის გამართულ მუშაობაში. ის ააქტიურებს იმუნური სისტემის უჯრედების, ლიმფოციტებისა და ფაგოციტების ფორმირებას, ეს უჯრედები კი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მაშინ არის საჭირო, როცა ადამიანის სხეულში საშიში მიკროორგანიზმები, ბაქტერიები, სოკოები, ვირუსები, იჭრებიან ან როცა აუცილებელია დაზიანებული უჯრედების ელიმინაცია.

აჯანსაღებს კანს, თმასა და ფრჩხილებს

სილიციუმი ხელს უწყობს თმისა და ფრჩხილების ზრდას. მისი წყალობით თმა ხდება უფრო სქელი, ძლიერი, ბზინვარე და მტკიცე, უმჯობესდება ფრჩხილების ხარისხი.

იკავშირებს ალუმინს

ადამიანის სხეულში დიდი რაოდენობით ალუმინი ხვდება საკვებიდან, კოსმეტიკური საშუალებებიდან, ჭურჭლიდან, მედიკამენტებიდან. ის შეიძლება ნებისმიერ ქსოვილში დაილექოს, თუმცა ყველაზე დიდ ზიანს თავის ტვინს აყენებს. ხელს უწყობს ტვინში ცილა ამილოიდის დაგროვებას, რაც ნეიროდეგენერაციული დაავადებების, მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადების, ერთ-ერთი მიზეზია. დადგენილია გაფანტული სკლეროზის განვითარებაში ალუმინის როლიც. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ სილიციუმს შეუძლია შეიკავშიროს და სხეულიდან გამოდევნოს ალუმინი. კვლევებმა აჩვენა ისიც, რომ სილიციუმის ნორმალური კონცენტრაცია ხელს უშლის ორგანიზმში ამ ელემენტის დეპონირებას.

სილიციუმის სადღეღამისო ნორმა არ არის განსაზღვრული. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ადამიანს ყოველდღიურად დაახლოებით 5-დან 40 მგ-მდე ეს ნივთიერება სჭირდება, ამიტომ ვარაუდობენ, რომ სასურველი ოდენობა 30 მგ-ია. საკვების მეშვეობით ორგანიზმს 20-დან 150 მგ-მდე სილიციუმის მიღება შეუძლია, თუმცა ძალიან ცოტას ითვისებს.

სილიციუმით განსაკუთრებით მდიდარია მცენარეული საკვები. ცხოველურ საკვებში ის ძალიან ცოტაა. სილიციუმის საუკეთესო წყარო მთლიანი მარცვლეულია. სილიციუმის მისაღებად რაციონში აუცილებლად უნდა შეიტანოთ მთლიანი მარცლეული და მისი პროდუქტები.

ცოტაოდენი გვხვდება კვერცხში, ძროხის რძეში, პარკოსნებში, სალათის ფოთლებში, სხვადასხვა ბოსტნეულსა და ხილში.

სილიციუმის მჟავას მაღალი შემცველობით გამოირჩევა თერმული წყლები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც დიდი სიღრმიდან მოედინება. ეს ამ ელემენტის ის ფორმაა, რომელიც ადვილად შეიწოვება ნაწლავებში. სილიციუმი გვხვდება ზოგიერთ სასმელ წყალშიც.

სილიციუმის დონის დაქვეითება შესაძლოა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, სილიციუმის შემცველი საკვების არასაკმარისმა მიღებამ, მეორე მხრივ, თვით ამ ელემენტზე მოთხოვნის მატებამ ორგანიზმის გაუთვალისწინებელი რეაქციების დროს, მაგალითად, ტრამვის მიღების შემდეგ.

სილიციუმის დონის დაქვეითების გამომწვევ ფაქტორად ასევე შეიძლება ჩაითვალოს ალუმინის ქრონიკული ზემოქმედება და ისეთი დაავადებები, როგორიცაა:

  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ათეროსკლეროზი;
  • ნეიროდერმატიტი;
  • ჩიყვი;
  • შარდკენჭოვანი დაავადება;

სილიციუმის ნაკლებობაზე შესაძლოა მიგვანიშნებდეს:

  • ფრჩხილების მტვრევადობა;
  • თმის ცვენა;
  • კანის ნაადრევი დაბერება;
  • კანის აქერცვლა;
  • ქავილი;
  • კანის დახეთქვა

სილიციუმის უკიდურესად დაბალმა დონემ შესაძლოა ხელი შეუწყოს თვალის დაავადებების, განსაკუთრებით – ბადურას დეგენერაციის, და ოსტეოპოროზის განვითარებას.

საკვების საშუალებით სილიციუმის უსაფრთხო ოდენობის ზღვარს ვერ გადავაჭარბებთ.

ჯანმრთელობისთვის საშიში გვერდითი მოვლენები შესაძლოა გამოიწვიოს სილიციუმის შემცველმა ზოგიერთმა მედიკამენტმა და სილიციუმის მტვერმა.

კუჭის მჟავას გამანეიტრალებელი მედიკამენტების (მაგნიუმის ტრისილიკატი) ხანგრძლივი გამოყენებისას თირკმელში შესაძლოა ქვები წარმოიქმნას.