რატომ ვიმატებთ წონაში, როცა საკმარისად არ გვძინავს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ვიმატებთ წონაში, როცა საკმარისად არ გვძინავს?

არასწორი კვება და ვარჯიშის ნაკლებობა. თუმცა, შეგიძლიათ კვება აკონტროლოთ, ივარჯიშოთ, მაგრამ სათანადო ძილის გარეშე ვერ შეძლებთ თქვენი ოცნების ფიგურის მიღწევას.

მომატებული მადა

თუ ადამიანს ცოტა სძინავს, მის ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსი ირღვევა. შიმშილის ჰორმონის გრელინის დონე მოიმატებს და ლეპტინის დონე, რომელიც თრგუნავს მადას, დაეცემა. ამიტომ უძილობისას ადამიანებს ემატება მადა და მათ განსაკუთრებით სურთ მარტივი ნახშირწყლებისა და შაქრის შემცველი საკვების ჭამა. და რაც უფრო მეტად არ გძინავთ, მით უფრო ძლიერია შიმშილის გრძნობა.

"უსარგებლო" საკვების არჩევა

თუ ადამიანს ძალიან ცოტა სძინავ, ის მიდრეკილია აირჩიოს უფრო ცხიმიანი და მაღალკალორიული საკვები. უძილობის გამო ადამიანები ჭარბად ჭამენ ჩიფსებს, კრეკერებს და ტკბილ საკვებს.

ენერგიის ნაკლებობა ფიზიკური დატვირთვისთვის

გამოუძინებელი ადამიანი მოდუნებული და დაღლილია, ძალისა და ენერგიის გარეშე. ამიტომ, მისი ფიზიკური აქტივობის დონე აუცილებლად დაქვეითდება. მას არ სურს ვარჯიში.

გაზრდილი სტრესის დონე

თანამედროვე ადამიანის ცხოვრება უკვე სავსეა სტრესითა და შფოთვით. უძილობა კიდევ უფრო ამძიმებს ემოციურ მდგომარეობას. შედეგად, სტრესის დასათრგუნად ვიღებთ მაღალკალორიულ და ბევრი შაქრის შემცველ საკვებს.

შედეგი არის მოჯადოებული წრე: რაც უფრო მეტი სტრესი გვაქვს, მით მეტს ვჭამთ და ვსუქდებით, რაც კვლავ ზრდის ჩვენს შფოთვას.

ძილის გაუარესება

და ისევ აქ არის მოჯადოებული წრე: რაც უფრო დიდხანს განიცდით ძილის პრობლემებს, მით უფრო მაღალია სტრესის დონე. თირკმელზედა ჯირკვლები აქტიურად გამოიმუშავებს ადრენალინს და კორტიზოლს. არტერიული წნევა, შაქარი და ქოლესტერინი იზრდება - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი იზრდება და ძილი კიდევ უფრო უარესდება. ადამიანი იმატებს წონაში და ჯანმრთელობის პრობლემებიც აღმოცენდება, რაც მხოლოდ სტრესს მატებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ხარისხიანი და სრულფასოვანი ძილი.