რა არის ღამის ტერორი - სიმპტომები, მიზეზები, დიაგნოზი, მკურნალობა და პრევენცია
შიშები ჩვეულებრივ აწუხებთ ბავშვებს, ძილის ეს პარასომნიის დარღვევა ასევე გვხვდება მოზრდილებში.
ძილის ფონდის მიხედვით, ღამის შიშები კლასიფიცირდება როგორც აგზნების დარღვევა. თუ ადამიანი ღამის ტერორს განიცდის, ძილის დროს მოულოდნელად გამოავლენს პანიკისა და შიშის ნიშნებს, მათ შორის ყვირილის ან წიხლის დარტყმას. სუნთქვა და გულისცემა აჩქარებულია. თუ ვინმე შეეცდება ეპიზოდის შეწყვეტას, ამან შეიძლება გაბრაზება გამოიწვიოს, მაგრამ ეპიზოდის მქონე ადამიანებს ის მეორე დღეს არ ამახსოვრდებათ.
ძილის ტერორი და კოშმარები ერთმანეთისგან განსხვავდება. კოშმარები სიზმრებია, რომლებიც ხშირად დევნას გულისხმობს და ადამიანები იღვიძებენ შიშის გრძნობით, მეორე დღეს კი შეუძლიათ მათი გახსენება. ღამის შიშების შემთხვევაში კი ადამიანებს მეორე დღეს საერთოდ არ ახსოვთ ამ მოვლენის შესახებ.
ღამის შიშები, როგორც წესი, გავლენას ახდენს ბავშვებზე და თითოეული გრძელდება რამდენიმე წუთიდან ნახევარ საათამდე.
ღამის ტერორის ეპიზოდის დროს ადამიანი შეიძლება იჯდეს საწოლში და შეშინებული ჩანდეს, იყვიროს, ჰქონდეს დარტყმის მცდელობები, გაღვიძების შემთხვევაში ძნელად გამოფხიზლდეს ან დაბნეული იყოს. აღინიშნება ოფლიანობა, მძიმედ სუნთქვა და პულსის აჩქარება, სახეზე სიწითლე და გაფართოებული გუგა.
ღამის ტერორის ნიშნები და სიმპტომები
მაიოს კლინიკის თანახმად, ძილის ტერორის ეპიზოდისას, ადამიანმა შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ტირილი, ყვირილი, ძილში წამოჯდომა ან ადგომა, თვალების გახელა, აღინიშნება აჩქარებული პულსი, მძიმე სუნთქვა, ოფლიანობა.
ღამის ტერორის მიზეზები
ღამის ტერორი შეიძლება განვითარდეს ძილის სხვადასხვა სტადიებს შორის გადასვლის დროს წარმოქმნილი დარღვევისგან, როგორც წესი, ძილის ღრმა სტადიებსა და მსუბუქ ძილს შორის.
ღამის ტერორი ასევე შეიძლება განვითარდეს შემდეგი მიზეზებისგან:
- ცხელება;
- შუქში ძილი, ხმაური, უცნობ გარემოში ძილი;
- გადაღლა ან ძილის ნაკლებობა;
- ფიზიკური ან ემოციური სტრესი;
- შაკიკი;
- თავის ტრავმა;
- ძილის სხვა დარღვევები;
- გარკვეული მედიკამენტები და ალკოჰოლი;
- სტრესი
გენეტიკამ შესაძლოა როლი შეასრულოს ღამის შიშებშიც.
არც ისე იშვიათია, როდესაც ძილის შიშის მქონე ადამიანს აქვს სხვა პარასომნია, როგორიცაა ძილში სიარული ან ძილში ლაპარაკი.
ძილის ფონდის რეკომენდაციით აუცილებელია მიმართოთ ექიმს თუ:
- გაქვთ ღამის შიშები კვირაში ერთხელ მაინც;
- ღამის ტერორის დროს იზიანებთ საკუთარ თავს;
- ზედმეტად დაღლილი ხართ მეორე დღეს ან გაქვთ ფუნქციონირების პრობლემები დღის განმავლობაში
ღამის შიშების მკურნალობა, როგორც წესი, იმ ადამიანებს ენიშნებათ, რომლებსაც ხშირად აწუხებთ ეს პრობლემა. მკურნალობის ვარიანტები შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერი ძირითადი მდგომარეობის მკურნალობას, როგორიცაა ძილის აპნოე. სტრესის შემცირება, ძილის ჰიგიენის გაუმჯობესება და მედიკამენტური მკურნალობა ასევე სასარგებლოა.
დიაგნოზის დასმისას მნიშვნელოვანია გამოირიცხოს სხვა რამ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს ძილის შიში, მათ შორისაა ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერების ბოროტად გამოყენება, ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობა, როგორიცაა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, გარკვეული მედიკამენტების გამოყენება.
ბავშვები, უმეტესწილად, ნერვული სისტემის მომწიფებისას დამოუკიდებლად გადალახავენ ღამის შიშებს.
ღამის ტერორს ჩვეულებრივ არ მკურნალობენ, თუ ისინი იშვიათად ხდება. თუმცა, თუ ისინი რეგულარულად ჩნდება, შემაფერხებელი ან საშიშია თქვენთვის ან თქვენი ოჯახის წევრებისთვის, მკურნალობის ვარიანტები ხელმისაწვდომია.
მკურნალობა და პრევენცია შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ვარიანტებს:
უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოებაზე ფიქრი- როგორც პრევენციული ღონისძიება, დარწმუნდით, რომ საძინებელი არის უსაფრთხო სივრცე თქვენთვის და ყველასთვის, ვისაც თქვენთან ახლოს სძინავს. ბავშვებში ეს შეიძლება ნიშნავს ორსართულიანი საწოლების თავიდან აცილება ან ლოგინის ისე მოწყობა, რომ დაცემა თავიდან აიცილოთ. პრევენციულ ღონისძიებებს შორისაა კარების ან კიბეების გადაკეტვა, ბასრი ან მყიფე, მსხვრევადი საგნების საწოლიდან მოშორებით განთავსება.
ნებისმიერი ძირითადი მდგომარეობის მკურნალობა თუ ძილის შიში დაკავშირებულია სამედიცინო მდგომარეობასთან ან ძილის სხვა დარღვევასთან - მაგალითად, ძილის ობსტრუქციულმა აპნოემ, სტრესმა, ძილის ნაკლებობამ, პოსტ-ტრავმულმა სტრესულმა აშლილობამ შეიძლება გამოიწვიოს ღამის შიშები, შესაბამისად, ამ პრობლემების მკურნალობა შეამსუბუქებს და აღმოფხვრის ღამის ტერორს.
აუცილებელია ძილის ჰიგიენის გაუმჯობესება შექმენით გარემო, რომელიც დაგეხმარებათ დაიძინოთ. მიაქციეთ ყურადღება, იღებთ თუ არა კოფეინს დღის მეორე ნახევარში. მიზნად დაისახეთ რვა საათი ძილი ყოველ ღამეს, რადგან ძილის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ღამის შიშის ეპიზოდი.
მართეთ სტრესი - თუ ებრძვით სტრესს ან შფოთვას, ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ თერაპია ან კონსულტაცია.
არ უნდა ეცადოთ ეპიზოდის დროს ადამიანის გაღვიძება - შეგიძლიათ აღნიშნოთ, ღამის რომელ საათზე იწყება ის ჩვეულებრივ და შეეცადეთ გააღვიძოთ იგი მანამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე. მათ შეუძლიათ რამდენიმე წუთის განმავლობაში ფხიზლად იყვნენ შემდეგ კი დაიძინონ.
მედიკამენტების მიღება - მედიკამენტები იშვიათად გამოიყენება ძილის ტერორის სამკურნალოდ ბავშვებში და მოზრდილებში. თუმცა, გამოიყენება გარკვეული სედატიური საშუალებები. ეს არ არის ჩვეულებრივი პრაქტიკა და გამოიყენება ძალიან ხშირი ეპიზოდებისთვი. მედიკამენტის მიღება კი აუცილებელია სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.