3 დაავადება, რომელიც სუნით შეიძლება გამოვლინდეს
1. როგორია დიაბეტის სუნი?
ხილის სუნის შემთხვევაში, საჭიროა დიაბეტზე ანალიზის გაკეტება. სისხლში ინსულინის ნაკლებობისას, ორგანიზმი ნახშირწყლებიდან ენერგიას ვერ იღებს – და ღვიძლი იწყებს ცხიმების დაშლას. ამ პროცესში გამოიყოფა კეტონები: სწორედ ეს ნივთიერებები ანიჭებენ ტკბილ ნოტებს სხეულის არომატს.
2. თირკმლის უკმარისობის სიმპტომები
თირკმლის უკმარისობა ხდება მაშინ, როდესაც ამ ორგანოს ფუნქციონირება 15%-მდე ეცემა. შედეგად, „ბიოლოგიური ფილტრი“ მთლიანად არ ასუფთავებს სისხლს ნარჩენებისგან. ტოქსინები, რომლებიც არ გამოიყოფა ორგანიზმიდან, მას საფრთხეს უქმნის. მათ ასევე ამიაკის სუნი აქვთ.
3. ღვიძლის ციროზი
ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში, პირიდან შეიძლება ნივრის ან ლაყე კვერცხის სუნი იყოს. იგივე „სურნელები“ შეიძლება გამოიყოს საოფლე ჯირკვლების მეშვეობით, მაგალითად,იღლიიდან. საუბარია ისევ იმ ტოქსინებზე, რომლებიც სისხლში გროვდება.
თუ ღვიძლი დიდხანს არ ასრულებს თავის ფუნქციას, მისი ქსოვილი იცვლება შემაერთებელი ქსოვილით. ვითარდება ციროზი, რომელიც შეიძლება გაღრმავდეს ღვიძლის უკმარისობით და კიბოთი.