რამდენად ხშირად უნდა დაიბანოთ ხელები
ბაქტერიების და ვირუსების გავრცელება.
ხელების რეგულარული დაბანა ამცირებს ნაწლავური ინფექციების რისკს დაახლოებით 30%-ით.
ხელები უნდა დავიბანოთ საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ, საჭმლის მომზადებამდე, უმი ხორცისა და თევზის შეხების შემდეგ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში ყოფნის შემდეგ. დადასტურებულია, რომ ხელების რეგულარული დაბანა თავიდან აგვაშორებს SARS-ისა და გრიპის ვირუსით დასნებოვნებას.
გარდა ამისა, წყლის პროცედურები ასუფთავებს კანს დაბინძურებისა და მკვდარი უჯრედებისგან, ხსნის ფორებს და აშორებს უსიამოვნო სუნს.