/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

მავნებელია თუ არა ბევრი ნაყინის ჭამა?

მავნებელია თუ არა ბევრი ნაყინის ჭამა?
ნაყინს ორი უდაო უპირატესობა აქვს: სიცხის დროს გაგვაგრილებს და გუნება-განწყობას გვიმაღლებს.

მაგრამ რამდენად უსაფრთხოა ნაყინის დიდი რაოდენობით ჭამა?

ნაყინი შეიძლება იყოს სასარგებლო?

ნაყინი შეიცავს ზოგიერთ საკვებ ნივთიერებას, როგორიცაა კალციუმი, ვიტამინი D და A. თუმცა, ნაყინში მათი რაოდენობა მცირეა და, უფრო მეტიც, მოყვება ცხიმის და შაქრის დიდი დოზა. ამიტომ, არ უნდა გვქონდეს ნაყინის სახით სასარგებლო ელემენტების ყოველდღიური დოზის მიღების იმედი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ზოგიერთ შემთხვევაში, ნაყინი შეიძლება დაგვეხმაროს კუნთების შენებაში. ფაქტია, რომ ნაყინში შემავალი შაქარი ხელს უწყობს კუნთების შენებას და ხელს უშლის ცილების დაშლას ინსულინის ძლიერი მატების გამო. ცნობილი მწვრთნელისა და დიეტოლოგის ჯეი კარდიელოს თქმით, ნაყინი შეიძლება იყოს კარგი ვარჯიშის შემდეგ ორი საათის განმავლობაში.

რა მოხდება, თუ ბევრ ნაყინს მივირთმევთ?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

დაირღვევა ძილი. კვლევებმა აჩვენა, რომ უჯრედისის დაბალი და ნაჯერი ცხიმიების მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტის მიღება ასოცირდება ზედაპირულ ძილთან და ღამით უფრო ხშირ გაღვიძებასთან. მეტი შაქრის მიღება, განსაკუთრებით ღამით, ამცირებს ღრმა ძილის შესაძლებლობას.

თუ გშიათ, ძილის წინ ბანანი ჯობს მიირთვათ – ის მდიდარია მაგნიუმით, რომელიც აუმჯობესებს ძილს.

გაუარესდება განწყობა და ტვინის ჯანმრთელობა. ცხიმისა და შაქრის შემცველი საკვები, როგორიცაა ნაყინი, მავნეა ტვინისთვის. მრავალრიცხოვანმა კვლევამ აჩვენა კავშირი დიდი რაოდენობით რაფინირებული შაქრის მიღებასა და ტვინის დაზიანებას და დეპრესიის განვითარებას შორის.

წონაში მატება. ნაყინი ზოგადად საკმაოდ მაღალკალორიული საკვებია და კვლევებმა დიდი ხანია აჩვენა კავშირი შაქრის მაღალ მიღებასა და წონაში მატებას შორის. ასე რომ, ნაყინის დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე, დიაბეტი და გულის პრობლემები.

გაიზრდება ქრონიკული დაავადებების რისკი. შვედი მეცნიერების კვლევის თანახმად, შაქრისა და შაქრიანი საკვების ხშირი მოხმარება, მათ შორის ნაყინის, ზრდის ქრონიკული დაავადებების, მათ შორის ტიპი 2 დიაბეტის, გულის დაავადებების და კიბოს განვითარების რისკს.

გაიზრდება გულის გაჩერების რისკი. ისრაელში პაციენტების ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს უფრო ხშირად აღენიშნებათ გულის შეტევა უჩვეულოდ მძიმე საკვების მიღებიდან რამდენიმე საათში. ფაქტია, რომ ცხიმისა და შაქრის შემცველი საკვები იწვევს სისხლში ინსულინის და ტრიგლიცერიდების უეცარ გამოყოფას, ზრდის არტერიულ წნევას და გულისცემას.

შედეგად, თრომბოციტები იწყებენ ერთმანეთთან შეწებებას, რაც ქმნის სისხლძარღვების დახშობის რისკს, ხოლო გულში სისხლის ნაკადის დაქვეითებას, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა.

რამდენი ნაყინის ჭამა შეიძლება?

მაღალკალორიული, ცხიმიანი და მძიმე საკვების ყოველდღიური გამოყენება - რა თქმა უნდა, საზიანოა. თუმცა, ამ სიტუაციაში, როგორც არასდროს, მიზანშეწონილია ფრაზა "ყველაფერი კარგია ზომიერად".

მაგრამ ნაყინის უარყოფითი შედეგების შესამცირებლად და სასასარგებლო თვისებების შესაძენად, დაამატეთ ახალი კენკრა, დაჭრილი თხილი, ჩიას თესლი, ბანანი, ანანასი ან ხრაშუნა მარცვლეული. ეს ინგრედიენტები არა მხოლოდ შემატებს გემოს და ტექსტურას, არამედ გაზრდის ვიტამინების, მინერალების და ბოჭკოს შემცველობას.

კომენტარები (1)
ტექნოლოგი.
დღევანდელი წარმოების ნაყინის-კი, თანაც ძალიან. კომუნისტების დროინდელი ნაყინი, გეჭამა რამდენიც გინდოდა, მარგებელიც იყო.
თარიღი : 03-06-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მავნებელია თუ არა ბევრი ნაყინის ჭამა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები