/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რომელი დაავადებების რისკები იზრდება 40 წელს გადაცილებულ ქალებში და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

რომელი დაავადებების რისკები იზრდება 40 წელს გადაცილებულ ქალებში და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
წლებთან ერთად ჯანმრთელობაც იცვლება და გარკვეული რისკები ჩნდება.

როცა იცით, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, გართულებების წარმოქმნის შანსი ბევრად ნაკლებია.

პრობლემები, რომელსაც 40 წელს გადაცილებული ქალბატონები აწყდებიან.

გულის დაავადებები

მნიშვნელოვანია ამ დაავადების ნიშნებისა და მიზეზების ცოდნა, რათა გართულებები თავიდან აიცილოთ. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა არასწორი კვება, მოწევა, ცხოვრების უმოძრაო წესი, იწვევს გულის დაავადებას და გულის შეტევის რისკსაც მნიშვნელოვნად ზრდის.

გულის შეტევის სიმპტომები ქალებში:

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ყველაზე გავრცელებული სიმპტომი არის ტკივილი და დისკომფორტი მკერდის არეში. მაგრამ, ეს ყოველთვის არ არის მძიმე ან ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომი. ზოგჯერ ქალებს შეიძლება ჰქონდეთ გულის შეტევა გულმკერდის ტკივილის გარეშეც.

გულის შეტევის სხვა ნიშნებია:

  • თავბრუსხვევა;
  • ოფლიანობა;
  • მადი დაქვეითება;
  • არაბუნებრივი დაღლილობა;
  • ჰაერის უკმარისობა;
  • გულისრევა ან ღებინება;
  • კისრის, მხრის და მუცლის დისკომფორტი;
  • ტკივილი მხრების მიდამოებში

შესაძლოა ქალებში სიმპტომები უფრო ხშირად დასვენების ან ძილის დროს გამოვლინდეს( ასევე, მსგავსი სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს სტრესმაც)

გულის დაავადებების რისკების შემცირებისათვის აუცილებელია:

  • ჯანსაღი კვება -შეეცადეთ შეზღუდოთ ზედმეტი ცხიმები, სწრაფი კვება. მიირთვით მეტი ხილი, ბოსტნეული;
  • ვარჯიში;
  • ძილი

ვიტამინების დეფიციტი

ვიტამინების დეფიციტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება გახდეს პრობლემა, განსაკუთრებით კი არაჯანსაღი კვების დროს. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად ვიტამინების დეფიციტი უფრო ხშირი შემთხვევაა და შესაძლოა ბევრი მდგომარეობა გამოიწვიოს.

D ვიტამინი გავლენას ახდენს:

  • ნაწლავიდან კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის, ფოსფატისა და რკინის შეწოვაზე;
  • იმუნურ სისტემაზე;
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის გამართულ მუშაობაზე;
  • ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე

D ვიტამინის სიმცირე ასევე დაკავშირებულია დეპრესიასთან და სეზონურ ემოციურ აშლილობასთან, წონის დარღვევასთან, სასუნთქი სისტემების ინფექციურ დაავადებებთან.

D ვიტამინის დეფიციტის ნიშნებია:

  • კანის სიმშრალე;
  • სუსტი ფრჩხილები;
  • თმის ცვენა;
  • ჭარბი ოფლიანობა

B12 ვიტამინის დეფიციტი:

B12 ვიტამინი მეტაბოლიზმის დარეგულირებაში, ნერვული სისტემის მუშაობასა და ბევრ სხვა მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობს.

B12 ვიტამინის დეფიციტის ნიშნებია:

  • მუდმივი დაღლილობა;
  • იმუნიტეტის დაქვეითება;
  • ფერმკრთალი კანი;
  • ოსტეოპოროზი;
  • ფერმკრთალი კანი;
  • ტაქიკარდია;
  • კუჭ-ნაწლავის მუშაობის დარღვევა;
  • ფსიქიკური დარღვევები

კიბოს გაზრდილი რისკი:

ასაკის მატებასთან ერთად მრავალი სერიოზული დაავადების გაჩენის ალბათობა იზრდება. ესენია: მსხვილი ნაწლავის კიბო, სარძევე ჯირკვლის კიბო და კანის კიბო. ყველა ამ პრობლემის პრევენცია და ადრეული გამოვლენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომჩაიტარეთ რეგულარული სკრინინგი და მათი სიხშირე ასაკის მატებასთან ერთად გაზარდეთ.

ბევრი ფაქტორი, როგორიცაა კვება, ზოგადი ჯანმრთელობა და გარემო, ამ დაავადების განვითარების ალბათობას ზრდის, თუმცა ასაკიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. 30 წლის ასაკში, მკერდის კიბოს განვითარების რისკი ბევრად დაბალია, ვიდრე 40 წლის ასაკში. 10 წელიწადში ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა რეგულარული ხასიათის უნდა იყოს.

რისკ ფაქტორები:

  • ჭარბი წონა;
  • ალკოჰოლი;
  • ნიკოტინი;
  • სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი პათოლოგიები;
  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები;
  • პირველი მშობიარობა 30 წლის შემდეგ;
  • უშვილობა;
  • ჰორმონალური მედიკამენტები

საშვილოსნოს ყელის კიბო

საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბოა ქალებში. ამიტომ, სასურველია პაპ ტესტის ყოველწლიურად ჩატარება. პაპ ნაცხი კიბოსწინარე ან კიბოს უჯრედების არსებობას ადგენს. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი ბევრად მაღალია, როდესაც საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული დიაგნოსტირება ხდება.

სისხლის შედედება

სისხლის შედედება სხვა გართულებების მსგავსად, შესაძლოა ნებისმიერ ასაკში იყოს პრობლემა. 40 წელს გადაცილებულ ქალებს ამ გართულების განვითარების უფრო დიდი რისკი აქვთ.

თუკი წვივები შეშუპებული გაქვთ, გაწუხებთ ტკივილი, აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ შესაბამისი კვლევები.

სისხლის შედედების ნიშნებია:

  • კანის სიწითლე;
  • შეშუპება;
  • ცხელება;
  • გულისცემის გახშირება;
  • თავბრუსხვევა;
  • დაღლილობა;
  • ტკივილი იმ მიდამოში სადაც სისხლი შედედებულია

შაქრიანი დიაბეტი

40 წელს გადაცილებულ ქალებს ამ პრობლემის გაჩენის ალბათობა ბევრად მაღალი აქვთ. ასეთ დროს წონა და არასწორი კვება რისკ- ფაქტორს წარმოადგენს.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, როგორც წესი, სწორედ 40 წლის შემდეგ ვითარდება. დაავადება სხეულის მომატებული მასის ფონზე, ზოგჯერ ინსულინის სიჭარბის ფონზე წარმოიქმნება. მას ხშირად წინ უძღვის შეცვლილი მეტაბოლური მდგომარეობა. ტიპი 2-ით დაავადებულ პაციენტებს ინსულინი ნორმაზე მაღალიც აქვთ ხოლმე, თუმცა პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობა მის მიმართ დაქვეითებულია.

დიაბეტის გამომწვევი მთავარი ფაქტორებია:

  • სიმსუქნე
  • არტერიული ჰიპერტენზია
  • ქოლესტერინის ცვლის დარღვევა

დიაბეტის სიმპტომები ქალებში ხშირად იგივეა, რაც მამაკაცებში.

სიმპტომებია:

  • ხშირი შარდვა;
  • წყურვილი;
  • წონაში კლება;
  • მხედველობის დაქვეითება;
  • მეხსიერების პრობლემები;
  • დაღლილობა

ჯანსაღი კვება და ვარჯიში დაგეხმარებათ არსებული რისკების შემცირებაში.

ასთმა

ჰორმონალურ ცვლილებებს (როგორიცაა პერიმენოპაუზის დროს) ასთმის დაწყებისთვის ხელის შეწყობა შეუძლია.

ასთმის სიმპტომებია:

  • ძილის დარღვევა, რაც სუნთქვის გაძნელებასთან არის დაკავშირებული;
  • ხიხინი, რომელიც განსაკუთრებით ძლიერდება ამოსუნთქვისას;
  • ხველის გაძლიერება ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციისას;
  • გულმკერდის არეში მოჭერის შეგრძნება

სიმპტომები შესაძლოა სხვადასხვა სიძლიერის და სიხშირის იყოს.

ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის რეგულარულად შემოწმება. ეს არა მხოლოდ ადრეულ ეტაპზე აღმოაჩენს პრობლემებს, არამედ დაგეხმარებათ გართულებების თავიდან აცილებაში.

მენოპაუზის შემდეგ, ქალებს (განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში) შეუძლიათ გაიარონ ძვლის სიმკვრივის ტესტი ოსტეოპოროზის შესამოწმებლად.

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და საჭიროების შემთხვევაში დროულად დაიწყეთ მკურნალობა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რომელი დაავადებების რისკები იზრდება 40 წელს გადაცილებულ ქალებში და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები