მჟავა-ტუტოვანი ბალანსი და ჯანმრთელობა
სისხლში მჟავის შემცველობაზე გავლენას ახდენენ სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის, საკვები პროდუქტები, ორგანიზმის მიერ ნახშირორჟანგის გამოდევნის უნარი. ჯანმრთელი ჩვევები ხელს უწყობენ рН ბალანსის რეგულირებას.
მჟავის და ტუტეს სწორი პროპორციისას სისხლის pН უნდა უყოს ოდნავ ტუტოვანი(7,365). ამ დიაპაზონის ნებისმიერი ცვლილება იწვევს გვერდით სიმპტომებს და დაავადებებს. თუ მეტია - ტუტოვანი გარემოს სიმპტომებს, თუ ნაკლები - მჟავის.
ორგანიზმში თუ მჟავა გარემოა, უჯრედებს აკლდებათ ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები. სხეული მჟავე pH-ის კონპენსირებას ტუტოვანი მინერალებით ახდენს. ტუტოვანი მინერალები, როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი და მაგნიუმი ანეიტრალებენ მჟავებს, რის შედეგად ჩნდება ნაერთები, რომლებსაც მარილები ეწოდებათ. მარილი ქიმიურად ნეიტრალურია, მასთან არანაირი რეაქცია აღარ ხდება. ასეთი მარილები, ანუ ნეიტრალური მჟავები, უნდა გამოიდევნებოდეს თირკმლებით, მაგრამ სისხლში მჟავა გარემოს დროს ისინი მთლიანად არ გამოიდევნებიან, და ორგანიზმში მარილები გროვდება. რაც უფრო მეტი მჟავიანობა აქვს სისხლს, მით უფრო ნაკლები მარილების გახსნა შეუძლია და, შესაბამისად, უფრო მეტი მარილი გროვდება ორგანიზმში.
მაღალი მჟავიანობისას ვითარდება აციდოზი, ჭარბი ტუტე გარემოს შემთხვევაში კი ალკალოსი.
მაღალი მჟავიანობა ხელს უშლის მძიმე მეტალების დეტოქსიკაციას. ამის გარდა, ტუტეს და მჟავის ბალანსის დარღვევა ხდის ორგანიზმს უფრო მგრძნობიარეს დაღლილობასა და ავადმყოფობების მიმართ, შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და ძვლების სისუსტე.
მჟავა-ტუტოვანი დისბალანსის პრობლემები შეიძლება გამოიხატებოდეს ჭარბი წონით და ისეთი დაავადებებით, როგორიცაა ალერგია, ართრიტი, აკნე, სოკოვანი ინფექციები.
აციდოზის მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი, იმუნური რეაქციები, არასწორი კვება.
თუ საკვები შედგება ხორცისგან, თეთრი პურისგან, ცომეულისგან, ყველისგან, კვერცხისგან, ტკბილეულისგან, ასევე ყავისგან და ალკოჰოლური სასმელებისგან, ორგანიზმში იმატებს მჟავიანობა. ეს ორგანული მჟავები არის აციდოზის მთავარი მიზეზი და ხელს უშლის ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ პროცესს.
მჟავები, უმეტესად, ჩნდება შემდეგი მიზეზებისგან:
- ხორცის ჭარბი მოხმარებისგან;
- ყველისგან კალიუმის და ნიტრატების კონსერვანტების შემცველობით
- ფიზიკური დაძაბულობისგან;
- სტრესისგან;
- შავი ჩაის ან ყავის მოხმარებისგან;
- საკონდიტრო ნაწარმის და ცხიმის მოხმარებისგან;
- ისპანახის და კაკაოს ჭარბი მოხმარებისგან;
- გამაყუჩებელი პრეპერატების მიღებისგან;
- სიგარეტის მოხმარებისგან
დასუსტებულ თირკმლებს არ შეუძლიათ საკმარისი რაოდენობის მჟავების გადევნა ორგანიზმიდან. შედეგად, ლიმფურ მილებში გროვდება მჟავე სითხე. ორგანიზმში მჟავების გათხელებისთვის კი გროვდება წყალი, სხეული სივდება, ჩნდება შეშუპება.
აციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს ბადურის დაზიანება. სისხლის კაპილარები, რომლებიც კვებავენ მას, იზრდებიან, რაც იწვევს ბადურის პათოლოგიურ ცვლილებებს და შეიძლება დამთავრდეს სიბრმავით.
მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევისას უჯრედის მემბრანები ხდებიან არამგრძნობიარე ინსულინის მიმართ, და ამან შეიძლება გამოიწვიოს შაქრის დიაბეტის 2 ტიპი.
მჟავა-ტუტოვანი ბალანსის გასაუმჯობესებლად საჭიროა საკვები რაციონის შეცვლა.
- მიიღეთ გადაუმუშავებელი საკვები;
- დალიეთ ბევრი წყალი;
- საჭიროა საკმარისი ძილი
- არ მოწიოთ
- დაიწყეთ მედიტაცია (სტრესი ხელს უწყობს ზრდის მჟავა გარემოს განვითარებას).
- რაციონი ისე უნდა იყოს დაბალანსებული, რომ ტუტოვანი საკვები ჭარბობდეს მჟავე საკვებს.რაციონის 80% უნდა შეადგენდნენ ტუტეშემქმნელი პროდუქტები, ხოლო 20% - მჟავაშემქმნელი
ტუტოვან პროდუქტებს მიეკუთვნება ბოსტნეული, მწვანილი, ბარდა, ლობიო, მცენარეული ჩაი.
გასათვალისწინებელია, რომ პროდუქტების სიმჟავეს და ტუტოვან ბალანსს საერთო არ აქვს საკვების ნამდვილ рН ბალანსთან. მაგალითად, ლიმონი ძალიან მჟავეა, მაგრამ საბოლოო პროდუქტები, როლებსაც ის აწარმოებს მონელების და შეთვისების შემდეგ ნაჯერია ტუტეთი. ციტრუსებში შემავალ, ლიმონმჟავას, სინამდვილეში, ტუტეწარმოქმნელი ეფექტი აქვს.
სწორი კვების გარდა საჭიროა ფიზიკური აქტივობა, რომელიც დაგეხმარებათ მეტაბოლიტების მოშორებისგან. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს ფილტვების ვენტილაციას, ორგანიზმი იღებს მეტ ჟანგბადს, რომელიც ხელს უწყობს მჟავების მეტაბოლიზმს, ხოლო ნარშიროჟანგი გამოიყოფა გარეთ, რაც ასევე ხელს უწყობს pH დონის ამაღლებას.