/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

როგორ მივიღოთ მეტი D ვიტამინი საკვებიდან

როგორ მივიღოთ მეტი D ვიტამინი საკვებიდან
D ვიტამინი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი კომპონენტია.

ეს ვიტამინი პასუხისმგებელია ძვლების ჯანმრთელობაზე, მაგრამ ზოგიერთი მონაცემი ვარაუდობს, რომ D ვიტამინმა შეიძლება ასევე ითამაშოს როლი ისეთი დაავადებების განვითარების პრევენციაში, როგორიცაა დიაბეტი, გულის დაავადებები, კიბოს გარკვეული ტიპები და დეპრესიაც კი.

D ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოპოროზი, ოსტეომალაცია, მტვრევადი ძვლები, გაზარდოს მოტეხილობების რისკი, დეფიციტს უარყოფითი გავლენა აქვს იმუნურ და ნერვულ სისტემაზე.

მზის სხივები (ზომიერად), დანამატები და საკვები წყაროები დაგეხმარებათ D ვიტამინის დონის ამაღლებაში.

ბევრ ადამიანი D ვიტამინის ყოველდღიურ მოთხოვნილებას მზის ზემოქმედებით და დაბალანსებული დიეტით ავსებს, მაგრამ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი უფრო მეტად განიცდიან დეფიციტს.

D ვიტამინის დეფიციტის განვითარების რისკის ქვეშ არიან:

  • ხანდაზმულები;
  • ადამიანები, რომლებიც არ ატარებენ დროს მზეზე;
  • ადამიანები, რომლებსაც აქვთ სიმსუქნე;
  • ადამიანები, რომელთაც აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემი დარღვევები(შეწოვის პროცესის დარღვევა)
შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

სხვადასხვა ნუტრიენტებით გაჯერებული საკვები გამიზნულია ვიტამინებისა და მინერალების მიღების გაძლიერებაში. ისინი შექმნილია იმისათვის, რომ საკვები გამდიდრდეს იმ საჭირო ნივთიერებებით, რომლებიც ბუნებრივად არ გვხვდება პროდუქტში. ზოგჯერ ემატება რკინა, თუთია, A ვიტამინი. მაგალითად, რძის უმეტესობა გაჯერებულია D ვიტამინით, ხოლო კალციუმს ზოგჯერ ამატებენ ფორთოხლის წვენში.

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი ვიტამინებით გაჯერებული საკვები შეიძლება შეიცავდეს დამატებით ინგრედიენტებს, რომლებიც პროდუქტს ნაკლებად ჯანსაღს ხდის, როგორიცაა შაქარი ან ჰიდროგენიზებული ცხიმები. ძროხის რძე და მცენარეული, ალტერნატიული რძის უმეტესობა, როგორც წესი, გაჯერებულია D ვიტამინით.

იოგურტისა და მარცვლეულის მრავალი სახეობა ასევე გაჯერებულია D ვიტამინით, მაგრამ შეიძლება შეიცავდეს ზედმეტ შაქარს ან ნაჯერ ცხიმებს. ასეთი ცხიმებისა და შაქრის მოხმარებას კი უნდა მოერიდოთ.

ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რომ მიიღოთ საკმარისი D ვიტამინი არის სხვადასხვა სახის ჯანსაღი საკვების მიღება ყველა საკვები ჯგუფიდან, მათ შორის გაჯერებული საკვების ჩათვლით (არ უნდა შეიცავდეს ჰიდროგენიზებულ ცხიმებს და ბევრ შაქარს). ასევე, საჭიროა, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მზეზე ყოფნა, კვირაში ორჯერ მაინც.

საკვები, რომელიც უზრუნველყოფს D ვიტამინის მიღებას:

ძროხის ღვიძლი (მოხარშული).

ორაგული.

კვერცხის გული.

რძე, გაჯერებული.

მარცვლეული, გაჯერებული D ვიტამინის დღიური დოზის 10%-ით.

იოგურტი, გაჯერებული D ვიტამინის დღიური დოზის 20%-ით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ მივიღოთ მეტი D ვიტამინი საკვებიდან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები