/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რა გავლენა აქვს სუნთქვით ვარჯიშებს ჯანმრთელობაზე

რა გავლენა აქვს სუნთქვით ვარჯიშებს ჯანმრთელობაზე
სტრესის შემცირება და მართვა ჯანმრთელობის შენარჩუნების მთავარი კომპონენტია.

ქრონიკული სტრესი დაკავშირებულია გულის დაავადებებთან, მაღალ არტერიულ წნევასთან, დიაბეტთან. არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომ ღრმა სუნთქვა შეიძლება ეფექტური იყოს მრავალი ქრონიკული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სუნთქვის ვარჯიშები არის დამატებითი თერაპია. ღრმა სუნთქვამ არ უნდა შეცვალოს სხვა მედიკამენტები ან ჩარევები, რომლებსაც თქვენი ექიმი გირჩევთ.

სუნთქვითი ვარჯიშები გამოიყენება:

სტრესის შესამცირებლად და კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად - როდესაც სტრესის ქვეშ ხართ, სიმპათიკური ნერვული სისტემა სტიმულირდება, რაც ასოცირდება სტრესთან დაკავშირებულ სიმპტომებთან, როგორიცაა აჩქარებული სუნთქვა, გულისცემის გახშირება, გაღიზიანება, მომატებული არტერიული წნევა, შფოთვა და სხეულის დაძაბულობა,ხოლო ღრმა სუნთქვას შეუძლია გაგაზავნოს ორგანიზმში მოდუნების სიგნალი.

ღრმად სუნთქვისას აქტიურდება პარასიმპატიკური ნერვული სისტემა, რაც გეხმარებათ დამშვიდებაში. ამის შემდეგ, თავს უკეთ გრძნობთ და რაციონალურად აზროვნების უნარიც უმჯობესდება. როგორც ვარჯიში ან მედიტაცია, ღრმა სუნთქვა სასარგებლოა, თუ მას ყოველდღიურ პრაქტიკად განიხილავთ და უკეთესი შედეგი გექნებათ, თუ რეგულარულად ჩაატარებთ სუნთქვით ვარჯიშებს.

კვლევებმა აჩვენა, რომ ღრმა სუნთქვა შეიძლება სასარგებლო იყოს ჯანმრთელობის რამდენიმე მდგომარეობისთვის, ვინაიდან:

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ამცირებს არტერიულ წნევას

ასთმისა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე ადამიანებში აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს - სუნთქვის ვარჯიშები ეხმარება ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ფილტვების დაავადებები, როგორიცაა ასთმა და ფქოდ-ი, მართონ თავიანთი დაავადების ზოგიერთი სიმპტომი.

მსუბუქი და ზომიერი ასთმის მქონე ადამიანებში სუნთქვითი ვარჯიშები შეიძლება დაეხმაროს ჰიპერვენტილაციის სიმპტომებს, დიაფრაგმული სუნთქვა - უფრო ნელი, ღრმა სუნთქვა, ხშირად გამოიყენება ფქოდ-ით დაავადებულ პირებში რეაბილიტაციისთვის. ღრმა სუნთქვა ხელს უწყობს ჟანგბადის დონის გაუმჯობესებას. მიუხედავად იმისა, რომ სუნთქვის პრაქტიკა საკმაოდ მარტივი ჩანს, ამერიკის ფილტვების ასოციაცია გვაფრთხილებს, რომ ვარჯიშების სრულყოფას შეიძლება დრო დასჭირდეს. დაიწყეთ ნელა და არ სცადოთ ღრმა სუნთქვა, როცა სუნთქვის გაძნელება გაქვთ.

ხელს უწყობს დეპრესიის და შფოთვის სიმპტომების მართვას

ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ნორმალური რიტმის დარღვევა და, თავის მხრივ, ხელი შეუწყოს შფოთვას და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას.

გააზრებული სუნთქვის ვარჯიშების გაკეთება კი ხელს უწყობს სასუნთქი სისტემის ხელახალ ბალანსირებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის გრძნობისა და აზროვნების გაუმჯობესება.

ამცირებს დაძაბულობის თავის ტკივილს

ღრმა სუნთქვითი ვარჯიშები ადუნებს სიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რაც, თავის მხრივ, დაგეხმარებათ სხეულის მოდუნებაში და კუნთების დაძაბულობის შემცირებაში,ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ისეთი მდგომარეობის გაუმჯობესებას, როგორიცაა თავის ტკივილი. რეგულარულად ვარჯიში სასარგებლოა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის შერწყმულია პრევენციულ და მედიკამენტურ მკურნალობასთან.

აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას

დიაფრაგმის ფიზიოლოგიურმა მოძრაობებმა შეიძლება ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში დაძაბულობის მოხსნას, გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომების შემსუბუქებას, დიარეის მოხსნას. ღრმა სუნთქვა აუმჯობესებს ამ სიმპტომებს, რადგან დაძაბულობამ შეიძლება ხელი შეუშალოს ნორმალურ მონელებას.

2020 წელს გამოქვეყნებულმა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე მოზრდილების მცირე კვლევამ აჩვენა, რომ კუნთების რელაქსაციისა და დიაფრაგმული სუნთქვის ვარჯიშების დახმარებით, უმჯობესდება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა გავლენა აქვს სუნთქვით ვარჯიშებს ჯანმრთელობაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები