რა გიშლით ხელს, მოწევას თავი რომ დაანებოთ
მიუხედავად ამისა, ამ ჩვევისგან თავის დაღწევას ბევრი ვერ ახერხებს, ხოლო ბევრი არც კი ცდილობს. მოწევასთან საბრძოლველად თითოეულმა მწეველმა თავდაპირველად უნდა გააცნობიეროს თამბაქოს მიერ ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი, შემდეგ დაფიქრდეს იმაზე, რატომ ინგრევს შეგნებულად ჯანმრთელობას და ამის შემდეგ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. ამ ტესტით თქვენ შეძლებთ იმის გარკვევას, რატომ ეწევით და რა გიშლით ხელს ამ მავნე ჩვევისგან თავის დაღწევაში.
რატომ ეწევით?
ა) იმისთვის, რომ მუდამ ფორმაში ვიყო;
ბ) სიგარეტის ხელში ჭერა სიამოვნებას მანიჭებს;
გ) სიამოვნებას მანიჭებს ის, რომ სიგარეტით ხელში უფრო ადვილად ვდუნდები, სიმსუბუქის შეგრძნება მეუფლება;
დ) ვაბოლებ მაშინ, როდესაც ვნერვიულობ;
ე) როდესაც სიგარეტი ხელთ არ მაქვს, თითქოს რაღაც მაკლია;
ვ) ავტომატურად ვეწევი, დაუფიქრებლად;
ზ) მოწევა მობილიზებაში, ყურადღების კონცენტრირებაში მეხმარება;
თ) თავად მოწევის პროცესი მანიჭებს სიამოვნებას;
ი) უბრალოდ, თამბაქოს სურნელი მსიამოვნებს;
კ) ვეწევი მაშინ, როდესაც ვღელავ;
ლ) როცა არ ვეწევი, თითქოს დაუკმაყოფილებლობის განცდა მაქვს;
მ) ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ერთ სიგარეტს ვეწევი: სანამ ძველი ღერი ბოლომდე ჩაიწვება, ახალს ვუკიდებ;
ნ) როცა ვეწევი, მეჩვენება, თითქოს მხნეობა მემატება;
ო) სიგარეტის კვამლის ცქერა მანიჭებს სიამოვნებას;
პ) ყველაზე ხშირად მაშინ ვეწევი, როდესაც თავს კარგად ვგრძნობ;
ჟ) ვეწევი მაშინ, როდესაც მოწყენილი ვარ და არაფერზე არ მსურს ფიქრი;
რ) ხდება ისეც, რომ მოკიდებული სიგარეტი კბილებით მიჭირავს და ამ დროს ავტომატურად, დაუფიქრებლად ვეწევი.
- პასუხისთვის "ზოგჯერ" დაიწერეთ 5 ქულა,
- პასუხისთვის "ხშირად" - 4 ქულა,
- პასუხისთვის "არის შემთხვევები" - 3 ქულა,
- პასუხისთვის "იშვიათად" - 2 ქულა,
- პასუხისთვის "არასოდეს" - 1 ქულა.
დაითვალეთ ქულები
ქულები შემდეგნაირად ნაწილდება: "ა", "თ" და "ნ" კითხვებზე გაცემული პასუხების ჯამი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ საკუთარი თავის გასამხნევებლად ეწევით;
"ბ", "ი" და "ო" კითხვებზე გაცემული პასუხების ჯამი ადასტურებს, რომ თქვენ სიამოვნებას განიჭებთ საკუთრივ მოწევის პროცესი და ა. შ.
მოტივების პირველი ჯგუფი
1) ა + თ + ნ - სტიმულირების მოტივი;
2) ბ + ი + ო - მოწევის პროცესით დაკმაყოფილების მოტივი;
3) გ + კ + პ - მოდუნება, კმაყოფილება, თვითგამხნევება.
მოტივების მეორე ჯგუფი
4) დ + ლ + რ - დაძაბულობის მოხსნა, გამხნევება;
5) ე + მ + ს - მოწევის არაკონტროლირებადი მოთხოვნილება, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება;
6) ვ + ლ + რ - ჩვევა.
ქულები შესაძლოა სამიდან 15-მდე მერყეობდეს. 11-ზე მეტი ქულა ძლიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, ხოლო 7-ზე ნაკლების მოგროვების შემთხვევაში თქვენ არცთუ ისე ძლიერი დამოკიდებულება გაქვთ.
შედეგების დაჯამება
- ვარიანტი პირველი: თქვენ დააგროვეთ ქულათა დიდი ჯამი პირველ ჯგუფში. ეს ნიშნავს იმას, რომ თამბაქოზე თქვენი დამოკიდებულება უფრო მეტად ფსიქოლოგიურია, ვიდრე ფიზიოლოგიური. პრინციპში, თუ ხელში სხვა, სიგარეტზე უსაფრთხო ნივთს დაიჭერთ (მაგალითად, კალამს, ფანქარს ან საანგარიშოს), ადვილად დააღწევთ თავს მოწევას. ამის შანსი ძალზე მაღალია.
- ვარიანტი მეორე: თუ თქვენ დააგროვეთ ქულათა დიდი ჯამი მეორე ჯგუფში, საქმე მეტად სერიოზულადაა. თუ თქვენ მართლაც გსურთ, მოწევას თავი დაანებოთ, მაშინ უნდა დაფიქრდეთ იმაზე, სინამდვილეში რაში გეხმარებათ მოწევა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა სცადოთ მისი სხვა ჩვევით შეცვლა. ამისთვის საკმარისი იქნება ნებისყოფის მობილიზება, თუმცა არც სხვა საშუალებათა უგულებელყოფას გირჩევთ.
ვიმედოვნებთ, ეს ტესტი იმის გარკვევაში დაგეხმარებათ, რატომ ეწევით. ამასთანავე, ადვილად განსაზღვრავთ სიტუაციას, რომელშიც თამბაქო აუცილებელ საშუალებად გეჩვენებათ.
თუ მოწევისთვის თავის დანებებას გადაწყვეტთ და შესაბამის სიტუაციებში აღმოჩნდებით, უნდა მოემზადოთ ძველ ჩვევასთან გასამკლავებლად, თავს უნდა სძლიოთ. ეს არცთუ ისე ადვილი იქნება, მაგრამ უნდა შეძლოთ!
დღეს მოწევისთვის თავის დანებების მრავალი საშუალება არსებობს. თუმცა მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში წარმატება დამოკიდებულია იმაზე, ვინ მიიღო თამბაქოსთან განშორების გადაწყვეტილება. თქვენ ხართ ეს პიროვნება?
მოწევა კლავს! - ფილტვის კიბოს სტატისტიკა მსოფლიოში
როგორ დავანებოთ თავი სიგარეტის მოწევას