როდის ხდება მოწევა მომაკვდინებელი
- ეს გაფრთხილებები ყველა მწეველმა კარგად იცის! თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედება ორგანიზმზე დიდი ხანია შეისწავლება და ამ ეტაპზეც წარმატებით მიმდინარეობს.
ამერიკელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ როდის ხდება სიმსივნური პათოლოგიის აღმოცენება თამბაქოს კვამლის ზემოქმედებით.
როგორც გაირკვა, ეპიგენეტიკური ცვლილებები, რომელთა პროვოცირებასაც ფილტვის ქსოვილის უჯრედებში თამბაქოს კვამლი იწვევს, ონკოლოგიური პათოლოგიის საწყისი სტადიის განვითარებას შეესაბამება. მავნე Pპროცესები გავლენას ახდენს უშუალოდ გენთა ექსპრესიაზე. თუმცა, დნმ-ში ძირითადი სტრუქტურული ცვლილებები არ ხდება.
მეცნიერებს აინტერესებდათ, როდის იძენს სწორედ ეს ეპიგენეტიკური ცვლილებები საშიშ სასიკვდილო ფორმას. მათ საბოლოოდ მაინც შეძლეს ამის გარკვევა ლაბორატორიულ პირობებში გაზრდილი ბრონქული უჯრედების დახმარებით. Aაღნიშნულ უჯრედებს 15 თვის განმავლობაში ყოველდღიურად ამუშავებდნენ თამბაქოს კვამლის თხევადი ანალოგებით, რომელთა დოზაც დღეში მოწეულ ორ კოლოფს უტოლდებოდა. ექსპერიმენტის ხანგრძლივობა კი მოწევის 20-30 წლიანი სტაჟის ექვივალენტური იყო.
გენთა ექსპრესიის დაქვეითება, რომელიც დნმ-ის ანომალიათა წინამორბედია, აღინიშნებოდა მე-10 დღიდან მოყოლებული, მე-3 თვემდე პერიოდში. შემდგომ მეცნიერები აფიქსირებდნენ ცილოვანი (DNMთ1) კონცენტრაციის დონის ნახტომისებურ მომატებას.
საყურადღებოა ისიც, რომ გენური აქტივობის დათრგუნვის პირობებში იწყებოდა უჯრედების უკონტროლო დაყოფა, რაც სიმსივნის გარდაუვალ განვითარებას იწვევდა ფილტვებში.
როდესაც გენებში ხელოვნურად იწვევენ ფილტვის კიბოს გამომწვევ მუტაციას (მას უწოდებენ KღAშ) და ასევე ორგანოს უჯრედებს ამუშავებენ თამბაქოს კვამლით, სიმსივნური პროცესის გამომწვევი ცვლილებები მხოლოდ 15 თვის შემდეგ შეინიშნება.
ამ ექსპერიმენტული კვლევის საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მოწევა ორგანიზმის განადგურებას თამბაქოს კვამლის რეგულარულად შესუნთქვიდან მე-15 თვეს იწყებს.
თინათინ გოცაძე