ძილის დარღვევების ტიპები და მათი პრევენციის გზები
ძილის დარღვევის ტიპიდან გამომდინარე, ადამიანებს შეიძლება აღენიშნებოდეთ სხვადასხვა სიმპტომი, მაგალითად, ენერგიის ნაკლებობა, ჩაძნების გაძნელება ან მთელი დღის განმავლობაში დაღლილობის შეგრძნება.
ზოგიერთ შემთხვევაში, ძილის დარღვევა შეიძლება იყოს სხვა სამედიცინო ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის ნიშანი. ძილის დარღვევა საბოლოოდ შეიძლება გაქრეს ძირითადი გამომწვევი მიზეზის დადგენის და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ.
ძილთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწრაფდ დაიწყოს მკურნალობა, რადგან მკურნალობის გარეშე, ძილის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის გაუარესება.
ძილის დარღვევის ტიპები:
ინსომნია - იგივე უძილობა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესით, შფოთვით, ჰორმონალური დარღვევით ან საჭმლის მომნელებელი პრობლემებით. ინსომნია შეიძლება შეგვხვდეს როგორც ფსიქიკური (ნევროზები, დეპრესია, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი), ისე სომატური დაავადებების დროს (მაგალითად, ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკული პათოლოგიების დროს)
ინსომნიამ, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს:
დეპრესია;
კონცენტრაციის გაძნელება;
გაღიზიანებადობა;
წონის მომატება
ინტრასომნიური დარღვევები - ამ დროს ძილი არასრულფასოვანია, ადამიანს არ სძინავს “ღრმა ძილით”, ხშირ-ხშირად ეღვიძებათ და ყოველი ასეთი გამოღვიძების შემდეგ ძალიან უჭირთ ჩაძინება.
პრესომნიური დარღვევები, ძირითადად, მომატებულ ემოციურ აგზნებას და უარყოფით მოვლენებს, ფიქრებს უკავშირდება.
ჰიპერსომნია - მომატებული ძილიანობა
პრევენციის და მკურნალობის გზები უკეთესი ძილისათვის:
- შაქრის, ნახშირწყლების მიღების შემცირება;
- ფიზიკური აქტივობა;
- სტრესის შემცირება;
- დაძინებამდე დიდი რაოდენობით სითხის მიღებისგან თავის შეკავება;
- კოფეინის დოზის შემცირება, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში;
- თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარების შემცირება;
- წონის კონტროლი;
- ძილის რეჟიმის მოწესრიგება