შეიძლება თუ არა, რომ ძაღლი საწოლში ჩავიწვინოთ?
ზოგიერთი ანთროპოლოგი ვარაუდობს, რომ რადგან ძაღლებს უძველესი დროიდან სძინავთ ადამიანებთან ერთად, ეს ქცევა ჩადებულია როგორც მათ, ასევე ჩვენს დნმ-ში.
როგორც არ უნდა იყოს, აუცილებელია გავითვალისწინოთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. აი, რას ამბობს მეცნიერება ამ თემაზე:
დადებითი მომენტები
- კომფორტი და უსაფრთხოება
2018 წელს გამოქვეყნებული კლვევით, თითქმის 1000 ამერიკელი ქალის გამოკითხვით, რომელთაგან ნახევარზე მეტს მუდმივად ეძინა იმავე საწოლში, სადაც მათ ძაღლებს, ძაღლი პატრონს ძილში გაცილებით ნაკლებად უშლის ხელს, ვიდრე, მაგალითად, ქმარი და ამავდროულად, მის გვერდით ყოფნა შესამჩნევად მეტ კომფორტსა და უსაფრთხოებას ქმნის. ალბათ იმიტომ, რომ ძაღლები უძველესი დროიდან აღიქმებოდნენ, როგორც ადამიანის დამცველები მტრული ძალებისგან.
- ანტისტრესი
მრავალი გამოკვლევა აჩვენებს, რომ ძაღლის ჩახუტება შესანიშნავი საშუალებაა სტრესის დონის შესამცირებლად. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა არ ჩატარებულა „ძილის“ პირობებში.
2017 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო ლაბრადორის 10 მფლობელმა. ყველა მათგანს გაუკეთდა სისხლის ტესტირება შინაური ცხოველების მოფერებამდე და მის შემდეგ ერთი საათის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ ამ ურთიერთქმედებამ გამოიწვია "სიყვარულის ჰორმონის" ოქსიტოცინის გამოყოფა და "სტრესის ჰორმონის" კორტიზოლის დონის დაქვეითება. უფრო დიდი კვლევები მსგავს შედეგებს აჩვენებს.
იმისათვის, რომ პატრონი დაწყნარდეს და სათანადოდ დაისვენოს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძილში მას ფიზიკური შეხება ჰქონდეს გვერდით მძინარე ძაღლთან, ამბობენ ექსპერტები.
- იმუნური სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება
ადამიანები ხანდახან ძაღლებს საძინებლიდან აგდებენ ბაქტერიების, პარაზიტების ან ცხოველების მიერ გადატანილი ჭიების შიშით. ასეთი რისკი ნამდვილად არსებობს. თუმცა, სხვადასხვა მიკრობებთან კონტაქტი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, შეიძლება სასარგებლო იყოს იმუნური სისტემისთვის, რადგან ის საშუალებას აძლევს მას ისწავლოს პოტენციური საფრთხეების სწორად ამოცნობა და მათზე სათანადო რეაგირება. და ეს იწვევს ორგანიზმის დაცვის გაუმჯობესებას ინფექციებისგან, ისევე როგორც ალერგიული და აუტოიმუნური დაავადებების რისკის შემცირებას.
ამიტომ, ძაღლთან მჭიდრო კონტაქტი, განსაკუთრებით მასთან ერთად ძილი, უფრო სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის, ვიდრე უბრალოდ სახლში ყოფნა.
- არტერიული წნევის ნორმალიზება
კვლევები აჩვენებს, რომ ძაღლთან ერთად ყოფნა ხელს უწყობს მაღალი წნევის შემცირებას და ზოგადად კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. უფრო მეტიც, ასეთი სასარგებლო ეფექტისთვის საკმარისია მხოლოდ ერთხელ მოფერებაც კი.
რა შეგვიძლია ვთქვათ ძაღლთან ერთობლივ ძილზე - ღამის განმავლობაში მასთან ახლოს ყოფნა ხელს შეუწყობს ორგანიზმში ყველა პროცესის ჰარმონიზაციას, ნერვული სისტემის დამშვიდებასა და გულისა და სისხლძარღვების მუშაობის ნორმალიზებას, დარწმუნებულები არიან ექსპერტები.
უარყოფითი მხარეები
- ალერგიული რეაქციები
თუ ძაღლზე ალერგია გაქვთ, უნდა დაფიქრდეთ, სანამ მას თქვენთან ერთად ერთ საწოლში დააძინებთ. ყველაზე ხშირად, ეს არის რეაქცია ძაღლის ქერტლის, ანუ კანის მკვდარი ნაწილაკების მიმართ, ნაკლებად ხშირად ძაღლის თმასა და ნერწყვზე. გარდა ამისა, ძაღლს შეუძლია ბეწვზე ატაროს მცენარის მტვერი, რომელიც ასევე ძლიერი ალერგენია.
ხოლო თუ ბავშვობა ძაღლთან ერთად გაატარეთ, მასზე ალერგიის განვითარების რისკი მცირეა. თუმცა, თუ ძაღლი პირველად ზრდასრულ ასაკში აიყვანეთ, უფრო სავარაუდოა, რომ განვითარდეთ ჰიპერმგრძნობელობა ალერგენების მიმართ.
- ინფექციები
მიუხედავად იმისა, რომ ძაღლების მიკრობებთან კონტაქტი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ძაღლები შეიძლება იყვნენ სერიოზული ინფექციების მატარებლები. როდესაც ცხოველები თქვენთან ერთად იძინებენ ერთსა და იმავე საწოლში, ინფექციის რისკი იზრდება. ეს შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიული, ასევე პარაზიტული ინფექციები.
რისკების შესამცირებლად, რეგულარულად უნდა შეცვალოთ თეთრეული და არ აალოკინოთ ძაღლს სახე, გვაფრთხილებენ ექსპერტები.
- ძილის დარღვევა
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობა ამტკიცებს, რომ მათ ბევრად უკეთ სძინავთ, როდესაც მათი საყვარელი ძაღლი მახლობლად ხვრინავს, ზოგი მაინც ჩივის, რომ შინაური ცხოველი მათ ღამით რამდენჯერმე აღვიძებს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ძაღლი დროდადრო კომფორტულად ჯდება, იცვლის პოზიციას და რეაგირებს ღამის ზოგიერთ ბგერაზე. თუ თქვენ ფხიზელი ძილი გაქვთ, თქვენმა ცხოველმა შეიძლება კიდევ უფრო დააქვეითოს მისი ხარისხი თავისი მოუსვენარი ქცევით.
ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ ასეთი პრობლემები, უმჯობესია ძაღლი თქვენს საძინებელში იყოს, მაგრამ არა პატრონის საწოლში.
- აგრესია
თქვენი შინაური ცხოველი შეიძლება იყოს ტკბილი და მოსიყვარულე, მაგრამ თუ მას მოულოდნელად გააღვიძებ, მან შეიძლება გიკბინოს. ასეთი რეაქცია, რა თქმა უნდა, არ არის დამახასიათებელი ყველა ძაღლისთვის, მაგრამ ეს რისკი მაინც გასათვალისწინებელია. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან ბავშვები, რომლებიც ჩვეულებრივ ეპყრობიან ძაღლის ძილს სათანადო პატივისცემის გარეშე და ცუდად ცნობენ ძაღლის ემოციებს.
ამიტომ, თუ თქვენს ძაღლს ძილის დროს გამოუვლინდა აგრესია, უმჯობესია არ აუშვათ იგი საწოლში.
წესები, რომლებიც უნდა დაიცვათ, თუ ძაღლთან ერთად იძინებთ:
- სწორად შეარჩიეთ ლეიბის ზომა, ის საკმარისად დიდი უნდა იყოს, რომ არავინ შეაწუხოთ;
- რეგულარულად შეცვალეთ თეთრეული, რათა შეამციროთ მიკრობების და სხვა არასასურველი სტუმრების რისკი საწოლში;
- სიარულის შემდეგ დაბანეთ ძაღლს თათები;
- რეგულარულად აჩვენეთ ძაღლი ვეტერინარს, გაუკეთეთ საჭირო აცრები;
- არ მისცეთ საშუალება თქვენს ძაღლს გაგილოკოთ სახე;
- გაასეირნეთ ძაღლი ძილის წინ, ასე რომ ის და შესაბამისად თქვენც უკეთ და მშვიდად დაიძინებთ;
- ეცადეთ დაიძინოთ ერთსა და იმავე დროს. ფაქტია, რომ ცხოველებს, ისევე როგორც ადამიანებს, აქვთ შინაგანი ბიოლოგიური (ცირკადული) რიტმები. როცა ყოველდღე იძინებთ და იღვიძებთ ერთსა და იმავე დროს, თქვენი ცირკადული რიტმები ემთხვევა ძაღლისას, რაც უზრუნველყოფს კარგ ძილს.