ელემენტი რკინა - როგორ გავაუმჯობესოთ მისი შეწოვის პროცესი
სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნა, ჟანგბადის მიწოდება, ფარისებრი ჯირკვლის გამართული მუშაობა, დნმ-ის სინთეზი, იმუნური ფუნქციის გაძლიერება.
რკინის დეფიციტი დაკავშირებულია ანემიასთან, რა დროსაც ქსოვილებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადი არ მიეწოდება. ანემიას ახასიათებს: შრომისუნარიანობის, მეხსიერების, კონცენტრაციისა და სხვა მენტალური ფუნქციების დარღვევა, ასევე სისუსტე, თავის ტკივილი , თავბრუსხვევა, გულის რიტმის აჩქარება, იმუნური სისტემის დაქვეითება.
რკინის დეფიციტის თავიდან აცილებისთვის გასათვალისწინებელია, რომ რძისა და მცენარეული წარმოშობის პროდუქტები შეიცავს არაჰემურ რკინას, ხოლო ცხოველური წარმოშობის საკვები შეიცავენ ჰემურ და არაჰემურ ეკინას. ჰემური რკინის შეთვისება ორგანიზმის მიერ მარტივად ხდება, არაჰემური რკინის კი – რთულად. სწორედ ამიტომ, ვეგეტარიანული კვების ან მცენარეული დიეტის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, არაჰემური რკინის შეთვისების გამარტივებისთვის, რკინასთან ერთად მიიღოთ ისეთი საკვები ელემენტებიც, რომლებიც რკინის შეწოვას უწყობს ხელს. ასეთია C ვიტამინი. ის ამარტივებს რკინის შეწოვის პროცესს.
ვეგეტარიანული კვებისას კი აუცილებელია ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც მდიდარია რკინით:
- პარკოსნები(სასურველია მათი C ვიტამინის შემცველ პროდუქტებთან ერთად მიღება);
- ისპანახი;
- გოგრის თესლი;
- შავი შოკოლადი.