მწერები და ალერგიები - რა უნდა ვიცოდეთ ნაძვის ხესთან დაკავშირებით
ცოცხალი ნაძვის დადებითი მხარეებია: სასიამოვნო სუნი, ნაძვის სილამაზე და საზეიმო შეგრძნება. ასევე ის, რომ ტყის ლამაზმანი რამდენიმე კვირაში ბინაში ან სახლში მტვერს ვერ დააგროვებს.
ცოცხალი ნაძვის ხის უარყოფითი მხარეებია:
• იშლება და ცვივა, რაც ნიშნავს, რომ არსებობს ბავშვის სასუნთქ გზებში წიწვების, ან „კანქვეშ“ ხიწვის მოხვედრის რისკი;
• წიწვებს შორის მიძინებული მწერები და ფეხსახსრიანები, რომლებმაც შესაძლოა სიცხეში გაიღვიძონ (ნაკბენისა და ალერგიული რეაქციების რისკი);
• შესაძლებელია იყოს შეწამლული ქიმიკატებით (ალერგიული რეაქციების რისკი, ბრონქოსპაზმი);
• სითბოში შეიძლება წიწვებიდან გამონთავისუფლდეს აქროლადი ნივთიერებები და ეთერზეთები. ეს გაზრდის ბრონქოსპაზმის რისკს, განსაკუთრებით ალერგიით დაავადებულთათვის და 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ამიტომ ცოცხალი ნაძვის ხე დიდხანს სახლში არ შეინახოთ და ბავშვთა ოთახში არ დადგათ.
თუ არსებობს ალერგიული რეაქციების განვითარების საშიშროება ან თუ სახლში არიან ჩვილები, უმჯობესია არჩევანი ხელოვნური ნაძვის ხის სასარგებლოდ გააკეთოთ.
ეს არ იქნება მწერების შესაძლო წყარო, არ გამოყოფს მტვერს და ზეთებს, არ არის დამუშავებული ქიმიკატებით და უფრო გამძლეა ვიდრე ბუნებრივი.
ამასთან, ხელოვნურ ნაძვის ხეს ასევე აქვს უარყოფითი მხარეები:
• დამზადებულია PVC-სგან, რაც ნიშნავს, რომ ის შეიძლება იყოს ფტალატების, ტყვიის და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების წყარო, თუ დამზადებისას გამოიყენეს ცუდი პლასტმასი;
• წიწვები შეიძლება დასცვივდეს, თუ პროდუქტი უხარისხოა, არსებობს მათი სასუნთქ გზებში მოხვედრის რისკი;
• წიწვებს შორის გროვდება მტვერი;
• იკავებს შესანახ დიდ ადგილს და ყოველთვის არ გამოიყურება „ბუნებრივად და ლამაზად“.
აუცილებელია ხელოვნური ნაძვის ხის ყოველწლიურად გარეცხვა შხაპის ქვეშ მტვრის მოსაშორებლად.