რა დაავადებები მწვავდება ზამთარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა დაავადებები მწვავდება ზამთარში

თუმცა ზამთარი საშიშია არა მხოლოდ გრიპითა და გაციებით. ეს არის დრო, როდესაც სხვა საკმაოდ სერიოზული დაავადებები მწვავდება ან ვლინდება.

ჩვენი ცხოვრების წესი ცივ თვეებში იცვლება. ჰაერის დაბალი ტემპერატურა, ცუდი ამინდი თოვლით, წვიმითა და ქარით - გვაიძულებს ნაკლებად გადავაადგილდეთ და მეტი დრო გავატაროთ შენობაში. ერთის მხრივ, ეს ხელს უწყობს ჩვენს ხშირ გაცივებას. ჩვენთან ერთად იმავე დახურულ სივრცეში მრავალი მიკრობი ცირკულირებს, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც იწვევენ ავადმყოფობას.

ვირუსით დაინფიცირების შანსი, თუ მუდმივად შენობაში ვიმყოფებით, გაცილებით მეტია, ვიდრე მაშინ, როცა დიდ დროს ვატარებთ გარეთ.

სიცივე, ცუდი ამინდი, მოკლე დღე - გავლენას ახდენს საერთო მდგომარეობაზე. ჩვენ ნაკლებად აქტიურები ვართ, ვიდრე ზაფხულში, ხშირად ვჭამთ მეტ კალორიულ საკვებს, ნაკლებად გავდივართ გარეთ და ვიღებთ ნაკლებ D ვიტამინს, ვიდრე გვჭირდება. შედეგად, შეიძლება გაუარესდეს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც წლის დანარჩენ დროს მეტ-ნაკლებად კონტროლდება.

ზამთარში ასევე ხშირია დაავადების პირველად გამოვლინება, რაც ადამიანისთვის სრული სიურპრიზი აღმოჩნდება ხოლმე.

პიელონეფრიტი

პიელონეფრიტი არის თირკმელების ინფექციური ანთება. ის შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიკროორგანიზმებით, ინფექციის წყარო შეიძლება იყოს კარიესული კბილები და სხეულის სხვა ნაწილებში მიმდინარე ანთებითი პროცესები. მაგალითად, პიელონეფრიტი ხშირად ვითარდება გაციების ფონზე.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც პიელონეფრიტი და თირკმელების სხვა ანთებითი დაავადებები ხშირად თავს იჩენს ზამთარში, არის სითხის არასაკმარისი მიღება.

ცივ სეზონში შარდვა შეიძლება გახშირდეს - ამ ფენომენისთვის სპეციალური ტერმინიც კი "ცივი დიურეზი" გამოიგონეს, ეს თერმორეგულაციის ერთ-ერთი გზაა. ამასთან, ზამთარში გაცილებით ნაკლებს ვსვამთ, ვიდრე თბილ სეზონზე. სითხის დეფიციტი გაზრდილი შარდვის ფონზე ქმნის პირობებს თირკმელებში ანთების განვითარებისთვის, ვინაიდან არ არის საკმარისი შარდი პათოგენური მიკროორგანიზმების გამოსასვლელად.

დაავადება შეიძლება გამოვლინდეს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ფორმით. მწვავე ფორმა სწრაფად ვითარდება: ჯანმრთელობის მდგომარეობა ფაქტიურად ერთ დღეში უარესდება. პაციენტი უჩივის ზურგის ტკივილს, ცხელებას, ძლიერ სისუსტეს. ქრონიკული ფორმა პროგრესირებს რამდენიმე თვეში, ჩვეულებრივ, არანამკურნალევი მწვავე პიელონეფრიტი მასში გადადის. ეს დაავადება ქალებში უფრო ხშირია.

დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მაგალითად, თირკმლის უკმარისობის განვითარება.

მიოკარდიუმის ინფარქტი

ზამთარში გულის შეტევის შანსი საგრძნობლად იზრდება. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ცივ პერიოდში მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას, რათა არ გამორჩეთ ის ნიშნები, რომლებიც მიუთითებს მათი მდგომარეობის გაუარესებაზე.

ინფარქტის სიხშირის მატების მიზეზად ხშირად მიიჩნევენ ატმოსფერულ წნევას, ასევე სიცივეს. ზოგადად, ზამთარში გულზე დატვირთვა იზრდება, რაც იწვევს კარდიოლოგიურ პრობლემებს.

კანის პრობლემები

1. სიმშრალე

როგორც იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომელთა სტატია 2013 წელს გამოქვეყნდა, ზამთრის თვეებში კანის გაზრდილი სიმშრალე გამოწვეულია ეპიდერმისის რქოვანა შრეში კერამიდების დონის შემცირებით - ცხიმოვანი მოლეკულები, რომლებიც ხელს უწყობენ კანში ტენიანობის შენარჩუნებას. სტატიის ავტორები გვირჩევენ ევკალიპტის ექსტრაქტის შემცველი დამატენიანებელი კრემის გამოყენებას ეპიდერმისში კერამიდების დონის შესანარჩუნებლად.

2. ეგზემა (ატოპიური დერმატიტი)

იმ პაციენტებსაც კი, რომლებიც აკონტროლებენ ატოპიურ დერმატიტს, ზამთარში აღენიშნებათ კანის მდგომარეობის გაუარესება. მასზე ჩნდება, სიწითლე, ჭრილობები, აქერცვლა და სხვა დაზიანება. გამწვავების ერთ-ერთი მიზეზი ცივი ჰაერია, რის გამოც კანი უფრო მშრალი და ნაკლებად ელასტიური ხდება.

გარდა ამისა, დაბალმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ზედაპირული ფენის მკვებავი მცირე სისხლძარღვების შევიწროვება. რაც უფრო ცუდად მარაგდება ის სისხლით, მით უფრო უარესია მასში რეგენერაციის და კანის საფარის მთლიანობის აღდგენის პროცესები.

3. სიცივეზე ალერგია

ცივ ჰაერთან ან წყალთან კონტაქტიდან ფაქტიურად რამდენიმე წუთში კანზე ჩნდება ალერგიული გამონაყარი, ხელები და ტუჩები შეშუპებულია. ცივი ურტიკარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ასეთი არასტანდარტული რეაქცია სიცივეზე გვხვდება მოსახლეობის დაახლოებით 0,5 პროცენტში, უფრო ხშირად ახალგაზრდებში.

პაციენტებს ურჩევენ ცივ სეზონზე რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარონ გარეთ და ყოველთვის თან იქონიონ ალერგიის სამკურნალო საშუალება.

თმის პრობლემები

ზამთარში არა მხოლოდ კანი, არამედ თმაც ზიანდება. სიმშრალე, ტემპერატურის ცვლილებები ხელს უწყობს თმის ცვენას. აღინიშნება თავის ქავილს, კანზე ვიტარდება ანტებიტი პროცესი, რაც იწვევს თმის ფოლიკულების დაზიანებას და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ჩამოცვენილი თმა რჩება სავარცხელსა და აბაზანაში. გარდა ამისა, ქერტლიც უფრო აქტიურად ვითარდება.

დამატენიანებელი შამპუნებისა და კონდიციონერების გამოყენება, აძლიერებს თმას ცივ თვეებში.

სეზონური დეპრესია

სეზონური ემოციური აშლილობა, რომელსაც ხშირად ზამთრის დეპრესიას უწოდებენ, დაკავშირებულია დღის განმავლობაში ულტრაიისფერი გამოსხივების ნაკლებობასთან. უფრო ხშირად ქალები, ახალგაზრდები და ის ადამიანები, რომლებიც, პრინციპში, მიდრეკილნი არიან განწყობის აშლილობისკენ, განიცდიან ზამთრის დეპრესიას.

ამიტომ, როდესაც დღის ხანგრძლივობა მცირდება და ღამის კი იზრდება, ნაკლებია მზის სხივებიც, რაც აისახება ფსიქიკაზე.

გარდა ამისა, როგორც ავსტრალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ზამთარში ტვინში გამომუშავებული ჰორმონის სეროტონინის მოცულობა იკლებს. სეროტონინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ემოციების რეგულირებაში და მისი დეფიციტი დაკავშირებულია დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომებთან.

დოქტორი ატკინი გვირჩევს, ვინც ზამთრის დეპრესიისკენ არის მიდრეკილი, მაქსიმალურად ეცადოს მზეზე ყოფნას და ადრე დაიძინოს.

სახსრების პრობლემები

არ არსებობს ზუსტი პასუხი, რატომ მწვავდება სახსრების პრობლემები ზამთარში, თუმცა, შესაძლო მიზეზებს შორის არის ხშირი ჰიპოთერმია, რომელიც აძლიერებს ანთებით პროცესს (და მასთან ერთად ტკივილს) და რესპირატორული ინფექციები, რომელთა პათოგენები შეიძლება ცირკულირებენ მთელ სხეულში. ზამთრის მოკლე დღეები გავლენას ახდენს ანთებაზე და D ვიტამინის დეფიციტზე. ზამთარში ასევე ნელდება სისხლის მიმოქცევა და ცივი ამინდის ფონზე ვითარდება კუნთების სპაზმი.

სუნთქვის პრობლემები

ზამთრში ხშირად მწვავდება ხველა, განსაკუთრებით ასთმით ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით დაავადებულ პაციენტებში. თუმცა, ჯანმრთელ ადამიანებსაც შეიძლება დაეწყოთ ხველა ცივ სეზონზე.

როგორც სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პულმონოლოგმა დოქტორმა რაჯ დასგუპტამ განმარტა, ზამთარში გარეთ ყოფნა, როდესაც სხეული ცდილობს სითბოს და სხეულის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას, ზრდის დატვირთვას გულსა და ფილტვებზე.

ბრონქული ასთმა

ასთმით დაავადებული პაციენტები ცივ სეზონში აღნიშნავენ, რომ შეტევები გაცილებით ხშირად აქვთ. ეს გამოწვეულია იმით, რომ ზამთარში ბევრი ჩვენგანი ხშირად სუნთქავს პირით. ასეთ შემთხვევებში, ჩასუნთქვისას ცივი ჰაერი შედის ბრონქებში.

რესპირატორული დაავადებები კიდევ უფრო ამძიმებს ბრონქული ასთმით დაავადებულთა მდგომარეობას.

ძვლების პრობლემები

თუ გაწუხებთ ოსტეოპოროზი, რომლის დროსაც ძვლის მინერალური სიმკვრივე იკლებს, რაც იწვევს მოტეხილობების გაზრდის რისკს, მაშინ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ ზამთარში. ფაქტია, რომ ზამთრის თვეებში ძვლები უფრო მყიფე ხდება, რადგან მზის სინათლისა და D ვიტამინის დეფიციტის გამო ორგანიზმში კალციუმის ათვისება უარესდება.

სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა, რომლებსაც მოტეხილობების მაღალი რისკი აქვთ, ზამთარში მიიღონ D ვიტამინი და კალციუმის დანამატები.