რამდენ ხანს ინახება საყინულეში თევზი, ხორცი და ბოსტნეული
საყინულეში ხორცის, თევზისა და ბოსტნეულის შენახვის ვადებია:
• ვირთევზა, კამბალა, თინუსი - 6 თვე
• ქათამი, ინდაური - 3 თვე
• ორაგული, სკუმბრია - 3 თვე
• ღორის ხორცი - 2 თვე
• ცხვრის ხორცი - 3 თვე
• გატარებული ხორცი - 3 თვე
• საქონლის ხორცი - 9 თვე
• პური - 1 თვე
• ჭარხალი, წიწაკა, ოსპი - 3 თვე
• ხილი - 12 თვე
• ბოსტნეული - 12 თვე
გაყინვამდე უმჯობესია ბოსტნეულის ბლანჩირება. ბოსტნეულის უმეტესობა, როგორიცაა ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, წითელი კომბოსტო, ჭარხალი, ყაბაყი და ბადრიჯანი შეიძლება გაიყინოს. ბოსტნეული, რომელიც შეიცავს ბევრ წყალს (სალათის ფოთოლი, პომიდორი და კიტრი) უმჯობესია არ გავყინოთ.
გალღობა სჯობს დამზოგავ რეჟიმში - გადაიტანეთ პროდუქტები საყინულედან მაცივარში. ამისთვის 24 საათი საკმარისი იქნება.
ასეთი სქემა ხელს შეუწყობს მეტი ვიტამინის შენარჩუნებას და ზოგადად გავლენას მოახდენს პროდუქტების ხარისხზე.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მიკროტალღური ღუმელი საკვების გალღობისთვის. აუცილებელია ჩართოთ შესაბამისი რეჟიმი და პერიოდულად გადააბრუნოთ პროდუქტები თანაბრად გასალღობად.
საჭიროზე მაღალი სიმძლავრით გალღობისას, პროდუქტი კარგავს ვიტამინებსა და მინერალებს.