პრევენციული გამაფრთხილებელი მედიცინა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრევენციული გამაფრთხილებელი მედიცინა

საიდუმლო არავისთვისაა ის ფაქტი, რომ ადამიანები სპეციალისტებს უკვე დაავადებულები მიმართავენ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რა ტემპებით იზრდება ისეთი ვერაგი დაავადებების გავრცელება, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონია და ონკოლოგიური პათოლოგიები, რომლებიც გარკვეულწილად ცხოვრების წესს, მემკვიდრეობას, არასწორ კვებასა და სტესებს უკავშირდება, გასაკვირი არ უნდა იყოს, რა დიდ მნიშვნელობას იძენს მათი პრევენცია, ანუ თავიდან აცილება.

პრევენციული მედიცინა ჩაისახა და განვითარდა გასული საუკუნის ბოლოს ევროპაში, თუმცა მისი მაუწყებელი ნიშნები გაცილებით ადრეც არსებობდა. თავად ტერმინი ლათინური წარმოშობისაა: პრაევენტიო – რაც ნიშნავს - გაფრთხილებ, გიცავ.

უფრო ადვილია, დაავადება აიცილო, ვიდრე უმკურნალო - ეს ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ექიმებისთვის იყო ცნობილი, სწორედ ამიტომ პრევენციული მედიცინა დღეს მომავლის მიმართულებადაა მიჩნეული და მასზე საკმაოდ დიდ იმედს ამყარებენ.

გამაფრთხილებელ მედიცინასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია კონვენციური, ე. წ. შემკეთებელი მედიცინა, რომლის არსი ერთდროულად მარტივიცაა და რთულიც. როგორც ცნობილია, კონვენციური მედიცინა უკვე ჩამოყალიბებული დაავადებების მკურნალობას ითვალისწინებს.

პაციენტი ექიმს უკვე არსებული დაავადების ფონზე გარკვეული ჩივილებით მიმართავს. ექიმი მას სინჯავს, ათვალიერებს, ადგენს დაავადების სიმპტომებს და ნიშნავს შესაბამის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს.

მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით კი საზღვრავს კონსერვატიული ან ქირურგიული მკურნალობის ტაქტიკას. მარტივად რომ ვთქვათ, ის ჩვენი ორგანიზმის „შეკეთებას“ იწყებს, არადა ასეთი შეკეთება გამართლებულია ყველაზე მეტად მწვავედ მიმდინარე დაავადებებისას, ეს არის ინფექციები და ტრავმები, რომელთა მკურნალობაც სრულად შესაძლებელია, ნეგატიური შედეგების გარეშე, თუმცა ყოველთვისაც არა.

არსებობს ქრონიკულად მიმდინარე არაინფექციური დაავადებები, რომელთა მკურნალობაც გაცილებით რთულია, ვიდრე მათი პრევენცია, ასეთებს შორისაა:

  • გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებები, ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია და სხვა;
  • ონკოლოგიური პათოლოგიები, შინაგანი ორგანოების ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები, სისხლის სიმსივნეები;
  • ნევროლოგიური პრობლემები: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, ინსულტები, ალცჰაიმერის დაავადება;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, ენდოკრინული პათოლოგიები, მეტაბოლური სინდრომი, გაცხიმოვნება, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი.

მათ ცივილიზაციის დაავადებებსაც უწოდებენ, ისინი დასაწყისში მხოლოდ ხანდაზმულთა პრობლემა იყო, თანდათან კი გაახალგაზრდავდა, ამასთან, ავლენენ საკმაო მდგრადობას მკურნალობისადმი და მათი სრულად განკურნება თითქმის შეუძლებელია.

კვლევათა თანახმად, ადამიანს 120 წელი სიცოცხლის რესურსი აქვს, ხანდაზმულები კი მხოლოდ ერთეულები ხდებიან. სწორედ ადამიანის ბიოლოგიური რესურსის სწორ და ოპტიმალურ გამოყენებას ითვალისწინებს პრევენციული მედიცინის მეთოდები.

პრევენცია და პროფილაქტიკა

პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდებოდა ადრეც, ეს იყო აცრები, ადრეული დიაგნოსტიკა და მათ ნამდვილად მოჰქონდა და მოაქვს პოზიტიური შედეგები, მაგრამ დაავადებათა ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტიკა მაინც ორგანიზმის შეკეთებაა და არა მანამდე არსებული პრობლემის მოგვარება. ეს უკანასკნელი პროფილაქტიკური მედიცინით ვერ მიიღწევა.

პრობლემა ისაა, რომ პროფილაქტიკური ღონისძიებები ზოგადია, ყველასთვისაა და მოკლებულია სპეციფიკურობას: ყველა უნდა გამოიკვლიონ, ყველამ უნდა კარგად იკვებოს, ყველამ უნდა აარიდოს თავი ალკოჰოლისა და თამბაქოს ბოროტად გამოყენებას და უნდა ცხოვრობდნენ აქტიური ცხოვრების წესით.

არადა, თითოეული ჩვენგანი ხომ ინდივიდუალური და განუმეორებელია? ინდივიდები ერთმანეთისგან განვსხვავდებით მემკვიდრული ნიშნებით, გარემოთი, კვების ხასიათითა და შრომის პირობებით, ამიტომ ის, რაც ერთისთვის უვნებელია, შესაძლოა მეორისთვის პოტენციურ საფრთხეს შეიცავდეს, სწორედ ინდივიდუალური პოტენციური საფრთხის გამოვლენას ისახავს მიზნად პრევენციული მედიცინა.

პრევენციული მედიცინის კონკრეტული მიზნები

იმ პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენაა, რომლებსაც დაავადება ჯერ არ გამოუწვევიათ, მაგრამ კონკრეტულ პირში ამის გამოწვევა შეუძლიათ. ეს ცვლილებები ვლინდება მოლეკულურ დონეზე, მაგრამ არ ცვლის ორგანოს სტრუქტურას, შესაბამისად, აპარატული და ინსტრუმენტული კვლევები შესაძლოა ამ ეტაპზე არაინფორმაციულიც კი იყოს.

პრევენციული მედიცინის საბაზისო კვლევები ლაბორატორიული დიაგნოტიკაა და ეს ტრადიციული ანალიზების: სისხლის და შარდის საერთო ანალიზის, ბიოქიმიის, კოაგულოგრამის, იმუნოდიაგნოსტიკის გარდა, შედარებით თანამედროვე მეთოდებსაც ითვალისწინებს. უპირველესად, გენურ-მოლეკულურ დიაგნოსტიკას, რომელიც საშუალებას იძლევა ცვლილებები გენის დონეზე დადგინდეს.

საკმაოდ ბევრი დაავადება, უფრო სწორად კი, მათდამი დადებითი წინასწარგანწყობა ადამიანს ხომ სწორედ გენეტიკურად გადაეცემა. მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში სისხლში სპეციფიკური ნივთიერებების, დაავადებათა მარკერების აღმოჩენას და ამის შემდგომ გარკვეული აპარატული კვლევებიც არ იქნება ზედმეტი.

ძირითადი მიმართულებები

პრევენციული მედიცინა 3 ძირითად ეტაპად ხორციელდება.

I ეტაპი - არსებული რისკების შეფასება

დაავადების განვითარების რისკების შესაფასებლად ტარდება გეგმური კვლევები, როგორც ლაბორატორიული, საჭიროების გამოკვეთისას კი აპარატული და ინსტრუმენტული.

თავდაპირველად ადამიანი გადის ზოგად დიაგნოსტიკას, ცვლილებების აღმოჩენის შემდეგ კი სადიაგნოსტიკო არეალი ფართოვდება და რთულდება.

არსებობენ გარკვეული კატეგორიის პირები, რომელთაც სხვადასხვა ტიპის დაავადებისადმი რისკი გაცილებით მაღალი აქვთ, ასეთები არიან:

  • რომელიმე კონკრეტული დაავადებისადმი გენეტიკურად მიდრეკილი პირები;
  • არახელსაყრელ ეკოლოგიურ რეგიონებში მცხოვრებნი;
  • მავნე საწარმოებში მომუშავენი;
  • არარაციონალურად მკვებავი ადამიანები.

ამ ჯგუფებში შემავალ პირებს განსაკუთრებით იკვლევენ, რაც ნიშნავს მათ ეტაპობრივ გამოკვლევას დროთა განმავლობაში, გარკვეული პერიოდულობით, სწორედ ეს პრინციპი უდევს საფუძვლად სამედიცინო სკრინინგს: გარკვეული კატეგორიის პრევენციას გარკვეული პერიოდულობით.

II ეტაპი - არსებული შედეგებით პრევენციული პაკეტის შედგენა

საკმაოდ მნიშვნელოვანია, რაიმე სარისკოს აღმოჩენისთანავე მოხდეს მისი მოცილება, ვიდრე ის დაავადების განვითარების მიზეზად იქცევა.

ამ ეტაპზე სულაც არ არის საჭირო მედიკამენტების მიღება, პირიქით, აქცენტი კეთდება არამედიკამენტურ გამაჯანსაღებელ პრაქტიკაზე: სანატორიულ-საკურორტო მკურნალობა, ოსტეოპათია, ჰომეოპათია, კვების რეჟიმის კორექცია და სხვა.

III ეტაპი - რეგულარული მონიტორინგი

მომდევნო ეტაპზე გრძელდება პერიოდული შემოწმება და ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, ახალ შედეგებს ადარებენ წინას, ამის შემდეგ კი აკეთებენ დასკვნას: რა შეიცვალა? მოსალოდნელი საფრთხე შემცირდა, გაიზარდა თუ იგივე დარჩა და რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა გამაჯანსაღებელი ღონისძიებანი.

როდის ვისარგებლოთ პრევენციული მედიცინით

პრევენციული მედიცინის ცენტრებს უნდა მივმართოთ მაშინ, როცა:

  • ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ლამაზი და მიმზიდველნი ვართ, ამასთან, დიდხანს სიცოცხლის სურვილი გვაქვს;
  • როდესაც სასიცოცხლოდ საჭირო ენერგიის ნაკლებლობას უჩივით, თუმცა თქვენი ოჯახის ექიმი ანალიზების შედეგებზე დაყრდნობით გეუბნებათ, რომ ყველა მაჩვენებელი ნორმალურია;
  • თუ ოჯახში არსებობს სიმსივნის, შაქრიანი დიაბეტის, ინსულტებისა და ინფარქტის შემთხვევები, განსაკუთრებით - ახალგაზრდა ასაკში;
  • გსურთ წონის დაკლება, ამასთან, დიეტა, სპორტული დატვირთვა, გარკვეული პრეპარატების მიღება უშედეგოა;
  • როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად გადაჭარბებულად იტვირთებით;
  • ცდილობთ რეგულარულად მიიღოთ ვიტამინები და კვებითი დანამატები, ამასთან, ბოლომდე დარწმუნებულნი არ ხართ, გჭირდებათ თუ არა ეს და თანაც როგორი დოზით;
  • ჩნდება გამოკვეთილი პრობლემები ორსულობის პერიოდში;
  • გსურთ, გაიაროთ ყოველწლიური კვლევა და მიიღოთ რეკომენდაციები ორგანიზმის ოპტიმალურ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად.