რა როლი აქვს ფოსფორს ჩვენს ორგანიზმში, რაში გვჭირდება და სად ვიპოვოთ ის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა როლი აქვს ფოსფორს ჩვენს ორგანიზმში, რაში გვჭირდება და სად ვიპოვოთ ის

ფოსფორი კალციუმთან ერთად მონაწილეობს ძვლების ფორმირებაში, ამაგრებს კბილებს,არეგულირებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს. ფოფორის ნაერთები უჯრედის მემბრანის საშენი მასალაა. ფოსფატები შედის ნუკლეოტიდენის და ნუკლეინის მჟავების შემადგენლობაში, რომლებიც გენეტიკური ინფორმაციის მატარებლები არიან. ფოსფორი საჭიროა B ჯგუფის ვიტამინების ფუნქციონირებისათვის.

ფოსფორის შეწოვას ხელს უწყობს D ვიტამინის მაღალი დონე, ხოლო აფერხებს რკინა, ალუმინი.

ორგანიზმში ფოსფორის დონის მთავარი რეგულატორი თირკმელებია. ფოსფატების ცვლას კი ფარისებრახლო ჯირკვლების ჰორმონები და D ვიტამინი არეგულირებს. მაგალითად, პარათირეოიდული ჰორმონის საშუალებით ფოსფორის დონე იმატებს ან იკლებს. როდესაც პლამზაში ფოსფორის დონე იმატებს, პარათირეოიდული ჯირკვალი წარმოქმნის ჭარბ ჰორმონს, რაც ზრდის თირკმელებით ფოსფორის გამოყოფას.

ფოსფორი გვხვდება, თითქმის ყველანაირ საკვებში:

  • თევზში;
  • ხორცში;
  • ბოსტნეულში;
  • თხილეულში;
  • შვრიაში;
  • პარკოსნებში;
  • ბოსტნეულში;
  • ხილში;
  • რძის ნაწარმში(რძე, ყველი, იოგურტი)

ფოსფატები ცხოველური საკვებიდან უფრო ადვილად შეიწოვება, ვიდრე მცენარეულიდან.

ფოსფორის დეფიციტი, ჰიპოფოსფატემია ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი დიდი ხნის განმავლობაში გაძლიერებულად კარგავ ფოსფორს, თუმცა ეს იშვიათია, რადგან ფოსფორი თითქმის ყველა სახის საკვებში მოიპოვება და მისი მარაგის შევსება სწორი და დაბალანსებული კვებით შესაძლებელია.

დეფიციტის სხვა მიზეზები შეიძლება იყოს:

  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
  • D ვიტამინის ნაკლებობა;
  • შარდმდენი პრეპარატების(დიურეტიკების) ხანგრძლივი მირება;
  • ჰიპერპარათირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის მიერ პარათირეოიდული ჰორმონის ჭარბი გამომუშავება);
  • ქრონიკული დიარეა;
  • შეწოვის პროცესის დარღვევა

ფოსფორის ნაკლებობა მსუბუქ შემთხვევებში ვლინდება ძვლის მინერალიზაციის დარღვევით, მაგალითად, ოსტეომალაციით, ხოლო ბავშვებში - რაქიტით.

როდესაც სისხლში ფოსფორის დონე მოულოდნელად სახიფათო დონემდე ეცემა, შესაძლოა გამოვლინდეს:

  • გულის რიტმის დარღვევა;
  • ნერვიულობა;
  • კრუნჩხვა;
  • პარესთეზია

სისხლში ფოსფატების სიჭარბე საფრთხე უქმნის თირკმლის დაავადებების მქონე ადამიანებს, მაგალითად, თირკმლის უკმარისობის დროს, თირკმელებს არ აქვთ უნარი გამოყონ ფოსფორის საკმარისი რაოდენობა, შესაბამისად ვითარდება ჰიპერფოსფატემია. ფოსფორის სიჭარბემ, ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევისა და სისხლძარღვების დაზიანება. რისკ-ჯგუფში შედიან ის ადამიანები, რომელთაც ჰიპოპარათირეოზი(პარათირეოიდული ჰორმონის დონის დაქვეითება) აქვთ, რა დროსაც, იზრდება ფოსფორის შეწოვის სიჩქარე.

აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ფოსფორის დანამატების თვითნებური მიღება. ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობას. დანამატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.