/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფტიზიატრია

რამდენად საშიშია ტუბერკულოზით დაავადებულთან ურთიერთობა

რამდენად საშიშია ტუბერკულოზით დაავადებულთან ურთიერთობა
მკითხველი გვთხოვს ავუხსნათ, რამდენად საშიშია მისი 13 წლის შვილისთვის ტუბერკულოზით დაავადებულ თანაკლასელთან მეგობრობა, მასთან ერთად მეცადინეობა და ა. შ.

ამ კითხვით საქართველოში DOTS-სამსახურის სოციალურ მუშაკთა ხელმძღვანელს, ექიმ პედიატრს ლალი ჯანაშიას მივმართეთ.

- რამდენად აქტუალურია დღეს ტუბერკულოზი?

- გასული საუკუნის 80-იან წლებში ტუბერკულოზის პრობლემა მსოფლიოსთვის უკვე აღარ იყო პრიორიტეტული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საფრთხეს არ გაუვლია, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ამ უძველესმა სენმა კვლავ შეგვახსენა თავი. განსაკუთრებით მწვავედ დგას ფილტვების ტუბერკულოზის პრობლემა. დღეს მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი ტუბერკულოზით არის ინფიცირებული. ინფიცირებულთა რიცხვი ყოველწლიურად 30 მილიონით იმატებს, მათგან დაახლოებით 8 მილიონი კი ავადდება.

- რას ნიშნავს DOTS-ი?

- ჯანმო - ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ტუბერკულოზთან ბრძოლის ყველაზე ქმედით იარაღად დღეს DDOTS-ს მიიჩნევს. ეს არის სტრატეგია, რომლის სათანადოდ დანერგვის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ტუბერკულოზის ეპიდემიის დამარცხება და ახალი, რეზისტენტული ფორმების ჩამოყალიბების თავიდან აცილება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სტრატეგია ითვალისწინებს საიმედო დიაგნოსტიკას (ნახველის მიკროსკოპიულ გამოკვლევას), სტანდარტიზებულ მკურნალობას უშუალო მეთვალყურეობით, ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებით რეგულარულ და უწყვეტ უზრუნველყოფას.

- რა უნდა ვიცოდეთ ტუბერკულოზის შესახებ?

- ტუბერკულოზი ჰაეწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებაა. ინფიცირება დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტისას ხდება. ტუბერკულოზის გამომწვევ ჩხირებს ავადმყოფი უმთავრესად ხველის, ცემინების, ხმამაღალი სიცილისა და ლაპარაკის დროს ავრცელებს გარემოში. ამ დროს მიკრობი ბრონქებიდან ჰაერთან ერთად ამოდის. ადამიანი რომ დაინფიცირდეს, გამომწვევი მის პირის ღრუში უნდა მოხვდეს. საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სხვა საგნების მეშვეობით ინფექცია არ გადაედება.

შეკითხვა ექიმს
<p>-Ახალგაზრდა ბიჭს მარცხენა იღლიასთან ესინჯება შესიებული ჯირკვალი რომელიც მტკივნეულია და რომელ სპეციალისტს უნდა მიმართოს ან რა სახის გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს გთხოვთ მიპასუხოთ მადლობა</p>

ტუბერკულოზის გამომწვევი მჟავაგამძლეა, მაგრამ მზის ულტრაიისფერი სხივების პირდაპირი ზემოქმედებისას იღუპება, ამიტომ ავადმყოფის ოთახი ნათელი და მზიანი უნდა იყოს, ხშირად ნიავდებოდეს. ინფიცირებულს არაფერი აწუხებს, მხოლოდ დაავადების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ესა თუ ის სიმპტომი.

- ავადმყოფთან კონტაქტიდან რამდენი ხნის შემდეგ შეიძლება იჩინოს თავი დაავადების ნიშნებმა?

- დაავადებულთან კონტაქტის შემდეგ ადამიანი კი არ ავადდება, არამედ ინფიცირდება. ჩამოყალიბდება თუ არა დაავადება, ეს დამოკიდებულია ინფიცირებულის ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე, იმუნიტეტზე, ასევე - სხვა პათოლოგიის თანაარსებობაზე (ასეთია დიაბეტი, ნებისმიერი ვირუსული დაავადება).

ასე რომ, ინფიცირებიდან დაავადების ჩამოყალიბებამდე პერიოდის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. ტუბერკულოზმა შესაძლოა 6 თვეშიც იჩინოს თავი და რამდენიმე წლის შემდეგაც.

- რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა, რომ დაავადება იეჭვოს?

- დაავადებულთან კონტაქტში მყოფი ბავშვის მშობლებს არ უნდა გამოეპაროთ დაავადების პირველი ნიშნები:

. ხანგრძლივი (3 კვირის განმავლობაში და მეტხანს) მშრალი ან სველი (ნახველიანი) ხველა;

. სუბფებრილური (37-38 გრადუსი) ტემპერატურა;

. საერთო სისუსტე, უმადობა;

. ტკივილი გულმკერდის არეში;

. ადვილად დაღლა, ქოშინი (ეს ნიშანი შედარებით გვიან იჩენს თავს).

- ამ ნიშნების შემჩნევისას ვის უნდა მივმართოთ?

- უწინარეს ყოვლისა, პირველადი ჯანდაცვის ობიექტს - უბნის პოლიკლინიკას, ამბულატორიას. თუ ზოგადი პროფილის ექიმმა ტუბერკულოზი იეჭვა, პაციენტს ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულებაში გაგზავნის. ტუბერკულოზზე ეჭვი მაშინ ჩნდება, როდესაც, მიუხედავად ანტიბიოტიკების მიღებისა, სიმპტომები არ ქრება. რენტგენოლოგიური გამოკვლევა ავლენს ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს.

ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულებაში გამოკვლევა და მკურნალობა უფასოა. მკურნალობა მიმდინარეობს სოციალური მუშაკის მეთვალყურეობით. დამატებითი და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად პაციენტს შეუძლია მიმართოს ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზს: 91-19-26.

- როგორ გავარკვიოთ, ინფიცირებულია თუ არა ადამიანი კონტაქტის შემდეგ?

- ინფიცირების დადგენა მანტუს სინჯის მეშვეობით შეიძლება. გარდა ამისა, არსებობს დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდი - კვანტიფერონ-ოქროს ტესტი. თუ ადამიანი დაავადებული არ არის, ფილტვების რენტგენოლოგიურ გამოკვლევას აზრი არ აქვს. ინფიცირებისას ფილტვის ქსოვილში ჯერ კიდევ არ ხდება დამახასიათებელი ცვლილებები, რომლებიც რენტგენის მეშვეობით შეიძლება გამოვავლინოთ.

- როგორ მკურნალობენ ინფიცირებულს?

- ინფიცირებულს მკურნალობა არ სჭირდება. თუ მას დაავადებულთან მუდმივი კონტაქტი აქვს (ეს შეიძლება იყოს ოჯახის ნებისმიერი წევრი), იზონიაზიდს უნიშნავენ.

- რას ურჩევთ ინფიცირებულებს?

- უწინარეს ყოვლისა, უნდა გააცნობიერონ, რომ ინფიცირება დაავადებას არ ნიშნავს. 10000 ინფიცირებულიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ 10-15 შეიძლება დაავადდეს.

ინფიცირებულმა უნდა მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს, ზომიერად დაიტვირთოს სპორტით, იკვებოს სრულფასოვნად, რაც მთავარია, ყურადღებით იყოს და დაავადების პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე მიმართოს ზოგადი პროფილის ექიმს. ის გადაწყვეტს, სჭირდება თუ არა პაციენტს ფთიზიატრის კონსულტაცია.

დაიხსომეთ: თუ ავადმყოფს არ აქვს მგბ+ (მჟავაგამძლე ბაქტერია+) ფორმა ანუ გარემოში არ გამოყოფს მიკრობებს, ირგვლივ მყოფებისთვის ის საშიში არ არის, შესაბამისად, არც ინფიცირებაა მოსალოდნელი. და კიდევ: ტუბერკულოზის დროული, სათანადო და სრულყოფილი მკურნალობა სრული განკურნების საწინდარია.

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. "ოჯახის მკურნალის" რედაქცია დაგვიანებით ულოცავს ამ დღეს ტუბერკულოზთან ბრძოლის სფეროში მომუშავე მედიცინის ყველა მუშაკს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ხილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ხილი

შესაბამისად, არსებობს გარკვეული მიზეზები, თუ რატომ უნდა მივირთვათ ხილი:

34873e9e941cc83ce2425baf28a3019f-1670068666.gif

  • ხილი მდიდარია საკვები ნივთიერებებით და უზრუნველყოფს ორგანიზმს სხვადასხვა საჭირო ვიტამინითა და მინერალით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ხილი შეიცავს ვიტამინს, თუმცა სხვადასხვა შემცველობით;
  • ხილის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადებების განვითარების რისკს, მათ შორის, გულის დაავადებების, სიმსივნის, დიაბეტის;
  • ხილი შეიცავს ანტიოქიდანტებს. ისინი ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ორგანიზმის ჯანსაღ უჯრედებს აზიანებენ და ზრდიან სიმსივნის განვითარების რისკს;
  • ხილში არსებული წყლის შემცველობა დეჰიდრატაციის თავიდან აცილებაში გვეხმარება. დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს: გრეიპფრუტი, ვაშლი, საზამთრო, მარწყვი;
  • ხილი სასარგებლოა კანის ჯანმრთელობითვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ხილის მიღება, რომელიც მდიდარია A და C ვიტამინებით. ეს ვიტამინები ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას;
  • აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.(მაგალითად, ანანასი, ბანანი, მარწყვი);
  • აძლიერებს ძვლებსა და კუნთებს. სასარგებლოა ქლიავი, მოცვი, ავოკადო;
  • აძლიერებს გონებასა და ტვინს. ეხმარება დაზიანების არიდებაში. ამ თვისებით გამოირჩევა: მოცვი, კენკრა, მაყვალი, ფორთოხალი, მარწყვი;
  • ხილი შეიცავს ბოჭკოს, რაც ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას, ეხმარება წონის კლებაში;
  • ხილი ამარაგებს ორგანიზმს ენერგიით. ამისათვის კი საჭიროა შედარებით ნაკლები შაქრის შემცველი ხილის მიღება