/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პირველი დახმარება

იცოდე ზუსტად, იმოქმედე სწორად, გადაარჩინე სიცოცხლე!

იცოდე ზუსტად, იმოქმედე სწორად, გადაარჩინე სიცოცხლე!
ჭრილობები და სისხლდენა - არსებობს სამი სახის სისხლდენა: 1) სისხლი ცოტაა. ამ დროს ინფექციის საშიშროება მეტია.

პირველი დახმარება იმით გამოიხატება, რომ მოვბანოთ ჭრილობა დასალევად ვარგისი ნებისმიერი უფერო სითხით და შევახვიოთ სუფთა ქსოვილით. 2) სისხლი ბევრია. ამ დროს არსებობს სისხლის დაკარგვის საშიშროება. დააფარეთ ჭრილობას რამდენიმე ფენად გაკეცილი ქსოვილი და გააკეთეთ დამწოლი ნახვევი. თუ სისხლი ისევ ჟონავს, ჭრილობაზე ქსოვილი კიდევ დაახვიეთ (სისხლით გაჟღენთილი არ მოხსნათ!) და ძლიერად დააწექით სისხლმდინარ არეს. 3) ჭრილობიდან სისხლი შადრევანივით ასხამს. ამ დროს სისხლი ძალიან სწრაფად იკარგება. ამის თავიდან ასაცილებლად არტერიის საპროექციო არეს (ჭრილობის ზემოთ) თითით (ან თითებით) უნდა დააწვეთ, შემდეგ კი ლახტი დაადოთ.

არტერიაზე ზეწოლის ადგილებია: მხრის ქვედა მესამედი და ბარძაყის ზედა მესამედი.

ლახტის დადების წესი:

  • ლახტს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ადებენ, რადგან ის ხშირად შეუქცევად დაზიანებებს იწვევს.
  • ლახტი ედება ჭრილობის ზემოთ.
  • ლახტის დასადები ადგილი ტანსაცმლით უნდა იყოს დაფარული. თუ ჭრილობის ადგილი შიშველია, ლახტს ქვეშ რამე ქსოვილი უნდა დავუფინოთ.
  • პირველი ნახვევი მჭიდრო უნდა იყოს (შეძლებისდაგვარად უნდა დამაგრდეს), შემდეგ ლახტი იჭიმება და ჭრილობის არეს დამატებით ედება 3-4-ჯერ (ლახტის მაგივრად შეიძლება გამოყენებულ იქნეს თოკი, ქამარი და სხვა).
  • ლახტი სწრაფად ედება, მაგრამ იხსნება ნელა, თანდათანობით.
  • დაშავებულს შუბლზე უნდა დაეწეროს (ნებისმიერი საშუალებით) ლახტის დადების თარიღი და დრო (რიცხვი, საათი, წუთი).
  • ლახტი ზამთარში ერთი, ზაფხულში კი ორი საათით ედება. შემდეგ 5-10 წუთით უნდა მოვუშვათ და თავდაპირველი ადგილიდან ოდნავ ზემოთ დავადოთ.
  • ლახტი აუცილებლად უნდა ჩანდეს.
  • შეამოწმეთ, სწორად ადევს თუ არა ლახტი - სწორად დადების შემთხვევაში კიდურზე პულსი არ ისინჯება.

ლახტის დადების შემდეგ დაშავებული დაუყოვნებლივ უნდა წაიყვანოთ ექიმთან. თუ დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეგიძლიათ, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

რა არ უნდა გავაკეთოთ:

  • ჭრილობაში ხელი არ ჩავყოთ.
  • ჭრილობიდან არაფერი ამოვიღოთ. თუ ჭრილობიდან გამოჩრილია უცხო სხეული, ვეცადოთ, ის მაქსიმალურად დავაფიქსიროთ (ნახვევი დავადოთ გამოჩრილი უცხო სხეულის ირგვლივ).
  • სისხლით გაჟღენთილი ნახვევი არ მოვხსნათ.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მაწუხებს მენჯის სახსარი შიგნითა მხრიდან ტიტქოს ნაწლავია, რა შეიძლება იყოს ან რის ექიმს მიმვართო,წვის და ჩხვლეტის შეგრძნება</p>

პირველი დახმარება სხვა სახის სისხლდენების დროს

ცხვირიდან სისხლდენა: დაამშვიდეთ დაზარალებული; თავი ოდნავ წინ დაახრევინეთ და სთხოვეთ, ხელებით დაიჭიროს; ნესტოებთან ქსოვილის ნაჭერი მიადეთ; ცხვირზე დაადეთ ყინული ან ცივ სითხეში დასველებული ნაჭერი; თუ სისხლდენა 10-15 წუთში არ შეწყდა, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება; არ შეიძლება თავის უკან გადაწევა - შესაძლოა, ამან სისხლიანი პირღებინება გამოიწვიოს.

შინაგანი სისხლდენა: გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება; მუცელზე დაადეთ ცივი; ჩაუტარეთ შოკის საწინააღმდეგო დახმარება; ტრანსპორტირება მჯდომარე მდგომარეობაში უნდა მოხდეს.

შინაგანი სისხლდენის ნიშნები: ადამიანი სუსტდება, ფითრდება, ამცივნებს და ცივი ოფლი ასხამს, თავბრუ ეხვევა და თვალწინ მუქი რგოლები ერევა, სუნთქვა სუსტი და ზერელე აქვს. ხელის დაჭერისას მუცელი შებერილი, მაგარი და მტკივნეულია. ტკივილს შესაძლოა არც კი გრძნობდეს. შესაძლოა, მიიღოს ემბრიონის პოზა. მუცელზე შესაძლოა ჩალურჯებული ადგილები შეიმჩნეოდეს.

რა არ უნდა გავაკეთოთ: არავითარ შემთხვევაში არ მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი! არ ვაჭამოთ! არ დავალევინოთ წყალი!

მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა: დაფარეთ ჭრილობა; მოიქეცით ისე, როგორც შინაგანი სისხლდენის დროს; თუ შინაგანი ორგანოები გარეთ არის გამოვარდნილი, ძალიან ფრთხილად მოათავსეთ ისინი ნაჭერში ან პაკეტში, პაკეტი მიამაგრეთ სკოჩით, ლეიკოპლასტირით ან ბინტით, არ მოუჭიროთ; ნაწლავებს შეგიძლიათ თავისუფლად შეეხოთ - ეს მტკივნეული არ არის; ნაწლავების გამოშრობის თავიდან ასაცილებლად ნახვევი განუწყვეტლივ უნდა დაასველოთ.

გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა: ჰერმეტულად დახურეთ ჭრილობა; დაადეთ ცივი; დაჭრილს აუკრძალეთ საუბარი; სთხოვეთ, შეძლებისდაგვარად ღრმად ისუნთქოს; პაკეტი ან რამდენიმე ფენად (რაც შეიძლება სქლად) გაკეცილი ქსოვილი სკოჩით ან ლეიკოპლასტირით მიამაგრეთ ჭრილობის არეს. თუ არსებობს შემავალი ჭრილობა, სავსებით შესაძლებელია, არსებობდეს გამომავალიც. ცეცხლნასროლი ჭრილობის დროს გამომავალი ხვრელი შემავალზე დაახლოებით ათჯერ დიდია. თუ ისიც პატარა ზომისაა, შეიძლება მისი ლეიკოპლასტირით მჭიდროდ დახურვა.

თავის შემავალი ჭრილობა: შეახვიეთ სუფთა ქსოვილით; დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო; არ მობანოთ; ხელით არ შეეხოთ.

ტრავმული ამპუტაცია (კიდურის მოგლეჯა): მოგლეჯილი კიდური ცელოფანის პარკში ჩადეთ, ეს პარკი - მეორე პარკში და გააცივეთ; "კონტეინერი" პაციენტთან ერთად გაგზავნეთ - მოგლეჯილი კიდურის აღდგენა 6 საათის განმავლობაში შესაძლებელია (არსებობს იდაყვამდე მოგლეჯილი ხელის ან მუხლამდე მოგლეჯილი ქვედა კიდურის აღდგენის შანსი); დაუყოვნებლივ დაურეკეთ სასწრაფო დახმარებას, დაკავშირების დროს აუცილებლად უთხარით, რომ საქმე ამპუტაციასთან ექნებათ.

ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი: ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის კიდურს მძიმე საგნის დაწოლის ადგილიდან ოდნავ ზემოთ ედება ლახტი და მხოლოდ ამის შემდეგ თავისუფლდება ზეწოლისგან; გაათავისუფლეთ, კიდურები მჭიდროდ შებანდეთ და ლახტი მოხსენით; მიეცით დიდი ოდენობით თბილი სითხე; ჩაუტარეთ შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებები და სასწრაფოდ გადაიყვანეთ საავადმყოფოში.

ტრავმები

ღია მოტეხილობის შემთხვევაში ჯერ ზემოთ აღწერილი მეთოდებით უნდა მოვუაროთ ჭრილობას, შემდეგ კი ტრავმას. რაკი დაშავებულისთვის ადგილზე რენტგენოგრამის გადაღება შეუძლებელია, ამიტომ მოტეხილობის, ამოვარდნილობის, დაჭიმვის დროს ვიქცევით ისე, როგორც მოტეხილობის შემთხვევაში. ვიყენებთ ძ ასოს წესს: დეფორმირებული კიდური როგორშიც იმყოფება, იმავე მდგომარეობაში უნდა დაფიქსირდეს; არტაშანი ედება ისე, რომ დაფიქსირდეს სახსრები მოტეხილობის ზემოთ და ქვემოთ; არტაშნად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამრეწველო ფენოპლასტის, სქელი მუყაოს, ფირფიცრის ნაჭრები (სასურველია, ცარიელი ადგილები ქსოვილის ნაჭრებით ამოავსოთ); ამოვარდნილობის ჩასწორება არ შეიძლება, ვიქცევით ისე, როგორც მოტეხილობის დროს; ტკივილის შესამცირებლად ტრავმირებულ ადგილზე ვადებთ ცივ საფენს (აქტუალურია ტრავმის მიღებიდან 6 საათის განმავლობაში, შემდეგ - აღარ). ცივი საფენი 15 წუთით დაადეთ, შემდეგ დაშავებული ხუთი წუთით შეასვენეთ და ისევ 15 წუთით დაადეთ ცივი; თუ ტკივილი გაძლიერდა, ყინულს პირდაპირ კანზე ნუ დაადებთ - რამეში გაახვიეთ.

ნიშნები და სიმპტომები: ტკივილი, შესივება, კიდურის არაბუნებრივი მდებარეობა, სისხლდენა, მოძრაობის დარღვევა.

რა არ უნდა გავაკეთოთ: არ ვეცადოთ კიდურის ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნებას.

როგორ მოვიქცეთ შემდგომ: დაზარალებული მივიყვანოთ ექიმთან; თუ დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლებელია, გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება.

თერმული დამწვრობა

პირველი დახმარება: მოაცილეთ დამაზიანებელი ფაქტორი; გააცივეთ დამწვარი ადგილი: I და II ხარისხის დამწვრობისას 10-15 წუთით შეუშვირეთ გამდინარე წყალს, III და IV ხარისხის დამწვრობისას შეახვიეთ სუფთა სველი ქსოვილით და შემდეგ ასე შეხვეული გააცივეთ დამდგარ წყალში; შეახვიეთ სუფთა სველი ქსოვილის ნაჭრით; დაამშვიდეთ დაშავებული და გამოიყენეთ შოკის საწინააღმდეგო მეთოდები.

ნიშნები და სიმპტომები: ტკივილი, კანის გაწითლება - I ხარისხი; ბუშტუკების გაჩენა - II ხარისხი; ჭრილობა, ბუშტუკების დასკდომა - III ხარისხი; გამურვა და მგრძნობელობის უქონლობა - IV ხარისხი.

რა არ უნდა გავაკეთოთ: დაზიანებულ ადგილზე არ უნდა წავუსვათ ზეთი, კრემი, მალამო, ცილა და სხვა. არ შეიძლება ახალდამწვარზე ქაფის (პანტენოლი) დასხმა, მიწებებული ტანსაცმლის აგლეჯა (ქსოვილი ირგვლივ უნდა შემოვჭრათ), ბუშტუკების ძალით გახეთქვა, ჭრილობაზე მოშარდვა.

სასწრაფოს ვიძახებთ მაშინ, როცა: დამწვარი ფართობი დაზარალებულის ხუთი ხელისგულისოდენაა; დამწვრობა ბავშვმა ან მოხუცებულმა მიიღო; დამწვრობა მესამე ხარისხისაა; დამწვარია ბოქვენის მიდამო, პირი, ცხვირი, თავი, სასუნთქი გზები ან ორივე კიდური.

დამატებითი ინფორმაცია: ადამიანის ხელისგული უდრის სხეულის ერთ პროცენტს. სასუნთქი გზების დამწვრობა უდრის სხეულის 30%-ის პირველი ხარისხის დამწვრობას.

ქიმიური დამწვრობა

პირველი დახმარება: დამწვრობის მიზეზის მოსაცილებლად კანის ზედაპირიდან გამდინარე წყლით ჩამორეცხეთ ქიმიური ნივთიერება არანაკლებ 20 წუთის განმავლობაში; თუ აგრესიულ ნივთიერებას ფხვნილისმაგვარი სტრუქტურა აქვს, კანიდან წინასწარ ჩამოფერთხეთ მისი ნარჩენი; გახადეთ ტანსაცმელი, მოხსენით სამკაულები, თუ მათზე ქიმიური ნივთიერება მოხვდა; დაზიანებულ ადგილზე დაადეთ ცივი სველი ნაჭერი ან პირსახოცი, რათა ტკივილი შეამციროთ; დამწვარი ადგილი ფაშარად (თავისუფლად) შეახვიეთ მშრალი სტერილური ბინტით ან სუფთა მშრალი ქსოვილით; თუ ჭრილობის პირველი ჩამორეცხვის შემდეგ წვის შეგრძნება იმატებს, დაზიანებული ადგილი განმეორებით ჩამორეცხეთ კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მცირე ქიმიური დამწვრობა მკურნალობის გარეშე ხორცდება.

სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ, თუ: თავი იჩინა შოკის მოვლენებმა (გონების დაკარგვა, სიფითრე, ზერელე სუნთქვა); ქიმიური დამწვრობა გავრცელდა კანის პირველ ფენაზე უფრო ღრმად, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა მეორე ხარისხის დამწვრობა, რომელმაც 7,5 სანტიმეტრზე მეტი ფართობი მოიცვა; დამწვარია თვალი, ხელები, ფეხები, სახე, ბოქვენის მიდამო, დუნდულები ან მსხვილი სახსრები; დაშავებული გრძნობს ძლიერ ტკივილს, რომელსაც არ ხსნის ურეცეპტოდ გასაცემი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (ტილენოლი, ანალგინი, იბუპროფენი და სხვა). თუ დარწმუნებული არ ხართ დამაზიანებელი ნივთიერების ტოქსიკურ მოქმედებაში, სჯობს, მისი ნაწილი ქილაში მოათავსოთ და გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში წაიყოლოთ ან იდენტიფიკაციისთვის აღნიშნულ დაწესებულებაში მიიტანოთ ამ ქიმიური ნივთიერების სრული აღწერილობა.

ელექტროტრავმა

ელექტროდენით დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია ძაბვაზე, იმაზე, როგორ და რა საშუალებით გაივლის სხეულში დენი, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იმაზე, რამდენად დროულად გაეწევა პირველი დახმარება.

დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, თუ: გაჩერდა გული; დაირღვა გულის რიტმი; დაირღვა ან შეწყდა სუნთქვა; თავი იჩინა კუნთების ტკივილმა ან უნებლიე კუმშვამ; დაიწყო კრუნჩხვითი შეტევა; აღმოცენდა ნემსის ჩხვლეტის მაგვარი ტკივილი ან დაიკარგა მგრძნობელობა; დაშავებულმა დაკარგა გონება.

სასწრაფოს მოსვლამდე მიიღეთ შემდეგი ზომები: შეაფასეთ სიტუაცია; დაშავებულს მაშინვე ნუ მიეკარებით - შესაძლოა, მასზე ელექტროდენი ისევ მოქმედებდეს და თუ ხელით შეეხებით, დენი თქვენც დაგარტყამთ; თუ არის საშუალება, გამორთეთ დენის წყარო, თუ ეს შეუძლებელია, დაშავებული დენის წყაროს მოაშორეთ ისეთი მშრალი საგნის მეშვეობით, რომელიც დენს არ ატარებს - მუყაოთი, პლასტმასით, ფიცრით (ოღონდ არა შეღებილით!!!), ხის ტოტით; დააკვირდით. სუნთქავს თუ არა დაშავებული და თუ არ სუნთქავს, დაუყოვნებლივ დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია (ხელოვნური სუნთქვის ჩატარება); შოკი თავიდან რომ აიცილოთ. დაშავებული ისე დააწვინეთ, რომ მისი თავი სხეულზე დაბლა მდებარეობდეს, ფეხები კი მაღლა აუწიეთ.

  • განურჩევლად იმისა, როგორ გრძნობს თავს დაშავებული, მისი საავადმყოფოში გადაყვანა მაინც აუცილებელია, რადგან ელექტროდენის ზემოქმედებიდან 24 საათის შემდეგაც კი არსებობს გულის მოულოდნელი გაჩერების საშიშროება. შიშველი ხელით არ შეეხოთ დაზარალებულს, რომელიც ელდენის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. დენის გათიშვამდე არ მიუახლოვდეთ მაღალი ძაბვის სადენებს. დადექით მათგან დაახლოებით 6 მეტრის მანძილზე (თუ გაწყვეტილი მავთული ხტის და ნაპერწკლებს ისვრის, უფრო შორს). თუ დაშავებულს უშუალო საფრთხე არ ემუქრება, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე ადგილზე დატოვეთ.

მოყინვა

მოაშორეთ სიცივეს (ყინვაში დაზელა ან გათბობა უშედეგო და საშიშია); დაზიანებული ადგილი (გათბობის სიჩქარის შესანელებლად) მშრალი ქსოვილის ნაჭრით შეახვიეთ; თანდათანობით გაათბეთ შენობაში; უხვად მიეცით თბილი და ტკბილი სითხე (შიგნიდან გასათბობად).

მოყინვის ნიშნები და სიმპტომებია: მგრძნობელობის დაკარგვა; წიწკვნისა და ჩხვლეტის შეგრძნება; კანის გათეთრება - მოყინვის I ხარისხი; ბუშტუკების გაჩენა - II ხარისხი (ბუშტუკები მხოლოდ გათბობის შემდეგ ჩნდება. შესაძლოა, 6-12 საათის შემდეგაც კი იჩინოს თავი); გამუქება და კვდომა - III ხარისხი (ამ ნიშანსაც მხოლოდ გათბობის შემდეგ შეამჩნევთ. შესაძლოა, ბუშტუკები 6-12 საათის შემდეგაც კი გაჩნდეს).

რა არ შეიძლება: იგნორირება; დაზელა (ეს კანის სიკვდილს და კანზე თეთრი ლაქების გაჩენას გამოიწვევს); სწრაფად გათბობა; ალკოჰოლის მიცემა.

რა უნდა გავაკეთოთ შემდგომ: ერთი დღე-ღამის განმავლობაში თვალყური უნდა ვადევნოთ მოყინულის საერთო მდგომარეობას და მოყინვის ადგილს.

დაზარალებული ექიმთან მიგვყავს მაშინ, როდესაც: მოყინვა II-III ხარისხისაა; დაშავებული ბავშვი ან მოხუცია; თუ მოყინული ადგილი დაშავებულის ხელისგულზე დიდია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ვაშლი და მისი სასარგებლო კომპონენტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვაშლი და მისი სასარგებლო კომპონენტები

  • ვიტამინებს: B1, B2, B6, C, E, A;
  • ფოლიუმის მჟავა;
  • კალიუმი;
  • კალციუმი;
  • მაგნიუმი;
  • რკინა;
  • ფოსფორი;
  • თუთია;

მის შემადგენლობაში ასევე შედის პექტინი, რომელიც ამცირებს სისხლში ქოლესტეროლის დონეს. ვაშლი მდიდარია პოლიფენოლებით, ფლავონოიდებით და კაროტინებით, რომელთაც ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნიათ. ფლავონოიდები ებრძვიან ოქსიდაციურ სტრესს და ხელს უშლიან უჯრედების დაზიანებას.

giphy-1669278105.gif

რა გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე:

  • ხელს უწყობს წონის კლებას - მასში შემავალი პექტინის წყალობით, აქვეითებს შიმშილის გრძნობას, ასევე შეიცავს ბოჭკო არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს;
  • ხელს უშლის დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარებას - ვაშლი შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებიც ხელს უშლიან პანკრეასის ბეტა უჯრედების დაზიანებას;
  • დადებითად მოქმედებს ნაწლავების ჯანმრთელობაზე - ის აწვდის ნაწლავურ ფლორას საკვებს და უზრუნველყოფს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას;
  • აჯანსაღებს ფილტვებს - კვლევების მიხედვით ვაშლში შემავალი ფლავანოიდები აჯანსაღებს ბრონქებს, აძლიერებს ფილტვების ფუნქციებს;
  • იცავს ტვინს - კვლევების მიხედვით, ვაშლის წვენს შეუძლია შეაფერხოს იმ ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვება, როლებიც ალცჰაიმერის შესაძლო გამომწვევ მიზეზად მიიჩნევა;
  • უნარჩუნებს კანს სიჯანსაღეს;

ასევე, ვაშლში შემავალი ანტიოქსიდანტები ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას, აფერხებს სიმსივნური წარმონაქმნების ზრდას.