მეცნიერებმა სწრაფი ჩაძინების საშუალება დაასახელეს

დაკვირვებები აჩვენებდა, რომ ამგვარი ეფექტი არსებობდა, თუმცა აქამდე ეს მეცნიერულად დასაბუთებული არ ყოფილა.
შვედმა მეცნიერებმა ამ მოსაზრების დადასტურება ორგანიზმის ქიმიური რეაქციებით შეძლეს. ამისათვის მათ 26 ახალგაზრდა ქალისა და მამაკაცის მონაწილეობით ჩაატარეს ექსპერიმენტი. მოხალისეები სხვადასხვა საბნით (მსუბუქი და დამძიმეული - შეადგენდა ადამიანის სხეულის მასის 12%) იძინებდნენ.
მკლვევარები ძილის წინ იღებდნენ მათი ნერწყვის ანალიზს მელატონინის, ოქსიტოცინის, კორტიზოლის მაჩვენებლების განსაზღვრისათვის.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მძიმე საბანი დაახლოებით 30%-ით ზრდიდა ნერწყვში მელატონინის (ძილის ჰორმონი) კონცენტრაციას, თუმცა ოქსიტოცინის და კორტიზოლის დონეებს შორის სხვაობა არ აღინიშნებოდა.
ავტორების აზრით, მძიმე საბანი უზრუნველყოფს ერთგვარ თერაპიულ უპირატესობას, რომელიც ზრდის მელატონინის დონეს, რის შედეგადაც უმჯობესდება ჩაძინების პროცესი.