გაჯანსაღების 4 კანონი აკადემიკოს ბოლოტოვის სისტემის მიხედვით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაჯანსაღების 4 კანონი აკადემიკოს ბოლოტოვის სისტემის მიხედვით

მისი განმარტებით, ძველი უჯრედების ახლით განახლების პროცესის მიღწევა ადვილად შეიძლება, თუ ორგანიზმს ვაიძულებთ, გაძლიერებულად გამოიმუშაოს გარკვეული ნივთიერებები. ბოლოტოვის სისტემას შეუძლია ბიოლოგიური ახალგაზრდობის მოპოვება და შენარჩუნება, ორგანოთა აღდგენა ავადმყოფი უჯრედების ჯანმრთელი უჯრედებით ჩანაცვლებით.

როგორც უნდა გაგიკვირდეთ, აკადემიკოსი ბოლოტოვი კვების საკითხზე ასეთ პოზიციას აფიქსირებდა: „არ არის საჭირო იკვებო მაინცდამაინც სასარგებლო, ვიტამინებით მდიდარი და კალორიული საკვებით! მიირთვით ის, რაც გემრიელია, რადგანაც სწორედ ასეთი საკვები არის თქვენთვის სასარგებლოც და კალორიულიც, სწორედ ასეთი საკვები მისცემს თქვენს ორგანიზმს ვიტამინებს!“

ასეთი მიდგომა ბევრს უცნაურად მოეჩვენება. ტყუილად ხომ არ არსებობს მეცნიერება „დიეტოლოგია“, რომელიც გვასწავლის სწორად კვებას და ასაბუთებს საკვების სარგებელს. მიუხედავად ყველაფრისა, ბოლოტოვის აზრით, საუკეთესო მრჩევლები სწორი კვების კუთხით დიეტოლოგიაში მხოლოდ ადამიანის გემოვნების რეცეპტორებია.

კვების 4 მთავარი კანონი ბოლოტოვის მიხედვით

კანონი 1.

მთავარი მიზანი – ახალგაზრდა უჯრედების რიცხვის გაზრდა ქსოვილთა ხანდაზმული უჯრედების რაოდენობასთან შედარებით. ამისათვის აუცილებელია კუჭის ფერმენტების – პეპსინების გამოყოფის სტიმულაცია. სისხლში მოხვედრისას ისინი მთელ ორგანიზმში ვრცელდება, ინელებს დაზიანებულ ხანდაზმულ უჯრედებს, სიმსივნურ უჯრედებსაც კი, ისე რომ არავითარი ზიანი არ ადგება ახალგაზრდა, ჯანმრთელ უჯრედებს. ამგვარად, მთავარი ამოცანაა – კუჭის წვენის გამოყოფის სტიმულაცია, უფრო სწორად კი, კუჭის ფუნქციის აქტივაცია, პეპსინების გამოყოფაზე მიმართული.

რა არის ამისათვის საჭირო? ამისათვის საჭიროა, ჩვენს რაციონში ყოვედღიურად იყოს გემრიელი პროდუქტები, სწორედ ისინი ასტიმულირებს კუჭის წვენის გამომუშავებას, აუმჯობესებს კუჭის ფუნქციას. მნიშვნელოვანია, რომ საკვებად გამოყენებული პროდუქტები უჯრედისის საკმარის რაოდენობას შეიცავდნენ. სწორედ უჯრედისი უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკურ და მოძრაობით ფუნქციას. საკვები რაციონი უნდა გაამდიდროთ ფაფებით, მსხვილად დაფქული მარცვლეულისგან გამომცხვარი პურით, ახალი ხილითა და ბოსტნეულით, ქლიავისა და ლეღვის ჩირით.

განსაკუთრებულად სასარგებლოა: გოგრა, სტაფილო, სატაცური, ბოლოკი, კომბოსტო, ისპანახი, სალათის ფურცელი. კარგია სხვადასხვა სახის თხილეულის გამოყენება, თუმცა უპირატესობა ენიჭება ნუშს. ნიგოზი კვირაში, სულ მცირე, 2-3-ჯერ უნდა მიირთვათ. მისი ჩანაცვლება შეიძლება ხორბლის ღივებითა და ქატოთი. დიდი ყურადღება დაუთმეთ ისეთ პროდუქტებსაც, როგორებიცაა: ლობიო, ბარდა, სოია, სიმინდი, ოსპი, პარკოსნები.

კანონი 2.

მთავარი მიზანი – ორგანიზმის წიდებისა და ტოქსინებისაგან გათავისუფლება ასეთ შემთხვევაში მონელების პროცესიც სწორად წარიმართება. წიდებისაგან ორგანიზმის გაწმენდა შეიძლება მჟავების დახმარებით. დამტკიცებულია, რომ თუ ორგანიზმში შევიყვანთ უსაფრთხო (სწორ) მჟავებს, მათი დიდი ნაწილი მარილებად გარდაიქმნება. ეს მჟავა-დუღილის პროცესთა წყალობით ხდება. ერთი მხრივ, ჟანგბადი განაპირობებს ორგანიზმში წიდების დაგროვებას, მეორე მხრივ კი დუღილის პროცესს უწყობს ხელს, რაც განაპირობებს სწორედ წიდების მარილებად გარდაქმნას. გამოდის, რომ მთავარი ამოცანაა ორგანიზმში ჟანგბადის სათანადო რაოდენობით მოხვედრა და მოძრაობა (გადაადგილება).

ბოლოტოვის განმარტებით, გაახალგაზრდავების მეორე კანონი უშუალოდ მოიცავს ფიზიკურ აქტივობას, ვარჯიშსა და მასაჟს. ყოველივე ეს ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, შედეგად კი წიდები მარილებად გარდაიქმნება. აკადემიკოსი თავის ნაშრომში – „გზა დღეგრძელობისკენ“ – აღნიშნავს: „ძალიან მნიშვნელოვანია, ორგანიზმში სპეციალურად შევიყვანოთ უსაფრთხო მჟავების გარკვეული სახეობები, რომლებსაც შეიცავს ხილისა და ბოსტნეულის მწნილები“. წინაპრებისგან მართლაც შემორჩენილი გვაქვს ამა თუ იმ სახის პროდუქტის (ხილისა და ბოსტნეულის) დამარილება-დამწნილების ტექნოლოგია. ამ ტექნოლოგიის მივიწყება ყოვლად დაუშვებელია, პირიქით, აღნიშნული გამოცდილება ახალი მეთოდიკით უნდა გავამდიდროთ. თავად ბოლოტოვს მოწოდებული აქვს კომბოსტოს, კიტრის, პომიდვრისა და სხვა მცენარეთა დამწნილების არაერთი საინტერესო რეცეპტი. მისმა ცნობილმა ძმრებმა (ძმრის სახეობებმა) ფართოდ გაითქვა სახელი, რადგან არაერთ ადამიანს დაეხმარა ჯანმრთელობის პრობლემათა დაძლევაში.

კანონი 3.

მთავარი მიზანი – ორგანიზმიდან მარილების გამოდევნა. ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ წვენები და მარილგამხსნელი მცენარეები: პირშუშხა, თალგამი, ვირისტერფას ფოთლები, ოხრახუშის ფესვები, წყლის მარწყვაბალახი. ბოლოტოვი გვირჩევს, მოვამზადოთ სხვადასხვა მცენარეული ნაყენი, რომლებიც ეხმარება შინაგან ორგანოებს გაწმენდაში და ორგანიზმს ამდიდრებს მიკროელემენტებით. სტაფილო, კომბოსტო, ჭარხალი, თალგამურა აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის. მათი საკვები ბოჭკოები აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას, ეხმარება ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებათა გამოდევნას.

საყურადღებოა აკადემიკოს ბოლოტოვის წინადადება ხილისა და ბოსტნეულის წვენგაწურული მასების ნამცხვართა ბურთულების შესახებ. ეს ბურთულები ცალკეულ მცენარეთა წვენგაწურული მასის ნაწილებია. ისინი სპეციალური რეცეპტით მზადდება, გააჩნიათ უარყოფითი მუხტი (პოტენციალი), რომელიც რამდენიმე დღეს ნარჩუნდება, მანამ, სანამ ბოჭკოვანი მასა (მცენარეთა წვენგაწურული ნაწილი) არ შეიწოვს ჰაერის იონიზებულ ელემენტებს. თავისი ელექტროუარყოფითი მუხტის წყალობით ამ მასას შეუძლია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის კედლებიდან მძიმე მეტალების, რადიონუკლიდების, თავისუფალი რადიკალებისა და კანცეროგენების შეწოვა. წვენგამოცლილი, ბოჭკოვანი მასები შთანთქავენ მარილთა ნარჩენებს, ხელს უწყობენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ეპითელიუმის აღდგენას, ამავდროულად, ნაწლავთა შევსების საუკეთესო საშუალებაცაა.

კანონი 4.

მთავარი მიზანი – დაავადების გამომწვევ სხვადასხვა ბაქტერიასთან ბრძოლა, მათი სრული მიუღებლობის მიღწევა. ამის საუკეთესო საშუალებაა რძემჟავა პროდუქტების რეგულარულად ჩართვა საკვებ რაციონში და ასევე ბუნებრივი ანტიბიოტიკების გამოყენება, მაგალითად, ვაშლის, ჟოლოს, მოცვის, მარწყვის, ქაცვის, შტოშის, ცირცელის, ანწლის, მოცხარის, ნივრის, ხახვის და ა. შ.

ამ მცენარეთა რეგულარულად გამოყენება იცავს ადამიანის ორგანიზმს დაავადებებისაგან.