უძილობა, თმის ცვენა, შაკიკი, სოკო - მცენარეები დაგეხმარებათ

უძილობა ძალზე სერიოზული პრობლემაა, ის ანგრევს ორგანიზმს. ჯანსაღი, სრულფასოვანი ძილი აუცილებელია ადამიანის ნორმალური ცხოვრებისათვის. უძილობას ვალერიანის ფესვების დახმარებით გაუმკლავდებით
* 1 ჩ/ჭ ადუღებულ წყალში მოათავსეთ 1 ს/კ ვალერიანის წვრილად დაჭრილი ფესვები, გააჩერეთ 15 წუთით ნელ ცეცხლზე, გააჩერეთ კიდევ 10 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ბავშვებმა - 1 ჩ/კ.
მოვუაროთ თმას ბუნებრივი საშუალებებით
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
სუსტ თმას, ქერტლსა და თმის ცვენას თანამედროვე შამპუნებზე უკეთ ბუნებრივი საშუალებები უმკურნალებენ:
* 1 წილ 96%-იან სპირტს დაუმატეთ ამდენივე აბუსალათინის ზეთი. შეიზილეთ ეს ნარევი ბამბის ტამპონით თმის ძირებში. 3 საათის შემდეგ თავი დაიბანეთ ბავშვის საპნით. შემდეგ გადაივლეთ ძმრიანი ან ლიმონიანი წყალი.
კრაზანას ნაყენი შაკიკის შეტევისას შვებას მოგგვრით
* 1 ს/კ კრაზანას დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ 10 წუთით ნელ ცეცხლზე. გააჩერეთ 30 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.
თუ ფრჩხილის სოკო გაწუხებთ
* პროპოლისის სპირტის ნაყენით (20%) დაასველეთ ბამბის ტამპონი და დაიდეთ დაზიანებულ ფრჩხილის ფირფიტაზე. მკურნალობა გრძელდება დაავადებული ფრჩხილის მოძრობამდე და მის ადგილას ახალი ფრჩხილის წამოსვლამდე.