5 მითი პარფიუმერიის შესახებ
თანამედროვე პარფიუმერია ნატურალური და სინთეზური ნივთიერებების ნარევია. სრულად ნატურალური სუნამო 2000-იან წლებში აღადგინა ამერიკელმა პარფიუმერმა ამანდა აფტელმა. მსოფლიოში მსგავსი პროდუქცია ძალზე ცოტა იყიდება: ნატურალურ კომპოზიციებს აქვს სპეციფიკური სუნი, არ აქვს მოცულობითი შლეიფი და სერიოზული მდგრადობა.ხელოვნურად მიღებული მოლეკულები პარფიუმერიაში XIX საუკუნიდან გამოჩნდა. სინთეზური ნივთიერება კუმარინის (მკვეთრი ვანილის სუნით) დამსახურებით, 1884 წელს გაჩნდა ფუჟერული არომატების მთელი ოჯახი, მას შემდეგ, რაც პარფიუმერმა პოლ პარკემ პირველად ჩართო კუმარინი Fougere Royale, Houbigant სუნამოების კომპოზიციაში. არომატის ხარისხი დამოკიდებულია არა კომპონენტების წარმომავლობაზე, არამედ პარფიუმერის ოსტატობაზე, მათი გამოყენების შესაძლებლობაზე
სუნამოები ფერომონებით აცდუნებს ყველა სულიერს
ადამიანში ფერომონების არსებობა მეცნიერულად ჯერ დამტკიცებული არ არის. რომც იყოს, ხელოვნურად შექმნილი სუნით არავის შეცდენა არ შეიძლება. ადამიანებს იზიდავთ გარეგანი და შინაგანი ფაქტორების ერთობლიობა, სუნი კი მხოლოდ ერთ-ერთია. ამას გარდა, სუნის აღქმა დამოკიდებულია კულტურულ კოდზე.
კარგი არომატი - მყარი არომატია
არა. სიმყარე არაფერს ამბობს სუნამოს ხარისხზე, რადგანაც მათი შექმნისას გამოიყენება აორთქლების სხვადასხვა სიჩქარის ნივთიერებები. განსაკუთრებით სწრაფად და დიფუზურად (ქმნის ირგვლივ არომატულ ღრუბელს) ორთქლდება ციტრუსები. არომატის სიმყარე შეიძლება ისეთი ნივთიერებებით მოხერხდეს, როგორებიცაა ამბრი, მუშკი, ფისი, ხე. მაგრამ ასეთ შემთხვევაში დაიკარგება სიმსუბუქე და არომატი სხვა ხასიათს შეიძენს. ამიტომ სიმყარე უპირველესად ის არის, რისი გადმოცემაც სურდა პარფიუმერს. არის არომატები - ნოველები, მოკლე და გენიალურები, არსებობს არომატები - რომანები და არომატები - საგები, რამდენიმე ტომად.
მაღაზიაში გასაყიდი ყველა არომატი ფალსიფ იცირებულია
ნამდვილი იყიდება მხოლოდ საზღვარგარეთ an duty free-ს მაღაზიებში. არა. ყველა ქსელში მკაცრი ხარისხის კონტროლია. ისინი მუშაობენ ოფიციალური კონტრაქტებით ან ავტორიზებული დისტრიბუტორების საშუალებით, ეს უფრო საიმედო და იაფია, რადგანაც ქსელისთვის აუცილებელი პირობაა მოწოდების ვადების დაცვა და საწყობის მარაგის უზრუნველყოფა.
კლასიკური არომატები შეიცვალა: სხვაგვარი სუნი აქვს და საერთოდ, დედების სუნამოები სულ სხვა იყო
სიმართლის მარცვალი ამაში არის. სუნამოს ფორმულა შეიძლება მცირედით შეიცვალოს, მაგალითად, იმის გამო, რომ საერთაშორისო პარფიუმერული ასოციაცია ყოველ წელიწადს ზოგიერთ პარფიუმერულ ნივთიერებას კრძალავს. "აკრძალულ" არომატებს წარმოებიდან ხსნიან ან ფორმულას გადაამუშავებენ. შესაბამისად, სუნიც შეიძლება განსხვავებული გამოვიდეს, რადგან აკრძალული ინგრედიენტი ყოველთვის წარმატებულად ვერ კომპენსირდება.
კიდევ ერთი მიზეზი - სხვადასხვა კონცენტრაციაა. ყიდვისას კარგად შეამოწმეთ შეფუთვა. თუ ის რაღაცით განსხვავდება ადრე ნაყიდი არომატისგან, შეიძლება ეს ტუალეტის წყალი იყოს და არა პარფიუმი.
უკანასკნელ 8-10 წელიწადში იწარმოება არომატების ხაზი, სადაც ნარჩუნდება ფლაკონის ფორმა და დასახელება, შეფუთვის დიზაინი კი მცირედ იცვლება. დასახელებაში შეიძლება გამოჩნდეს შემდეგი სიტყვები: L’Eau (მსუბუქი ვერსია), Eau Fraiche (ახალი ვერსია), Summer (საზაფხულო ვერსია), Sport (უფრო ახალი სპორტული ვერსია) და ა.შ. თვითონ არომატიც კი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი ან ორიგინალი კომპოზიციის თემის ვარიაცია