რომელი მავნე ჩვევები ანადგურებს ფარულად ჯანმრთელობას

რადგანაც შაქრის ჭარბი მოხმარება იწვევს არა მარტო სიმსუქნესა და დიაბეტს, არამედ ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. შაქრის ჭარბი მოხმარება პირდაპირ კავშირშია ინსულტისა და გულის შეტევის რისკთან.
ჯანმრთელობისთვის მავნე კიდევ ერთი ჩვევა მჯდომარე ცხოვრების წესია. დღის განმავლობაში მოძრაობის ნაკლებობა იწვევს დიაბეტისა და გულის დაავადებების განვითარების რისკის მატებას რეგულარული სპოეტული ვარჯიშის პირობებშიდაც კი. რაც უფრო დიდ ხანს ვზივართ, მით ნაკლებად იყენებს ჩვენი კუნთები ენერგიის ძირითად წყაროს - გლუკოზას. მუდმივად, უწყვეტად ჯდომა იწვევს ინსულინის მკვეთრ გამოტყორცნას, რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას.
ჯანმრთელობისთვის ასევე მავნეა ვისცერალური ცხიმი მუცელზე. უკანასკნელი კვლევების თანახმად, აბდომინურ სიმსუქნეს უკავშირდება დიაბეტის, ჰიპერტონიის, ასთმის, დემენციისა და ზოგიერთი სახეობის კიბოს განვითარება, რადანაც მუცლის, ღვიძლის და სხვა შინაგანი ორგანოების ირგვლივ ცხიმი ხელს უწყობს ანთებითი პროცესების განვითარებას და არღვევს ნივთიერებათა ცვლას.