როგორ ვისწავლოთ გამოცდებთან დაკავშირებული ემოციების კონტროლი
იწყება მშფოთვარე პერიოდი მოსწავლეების, აბიტურიენტების, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის.
გამოცდა ერთგვარი სტრესიც არის, ადამიანთა უმეტესობა მას საკმაოდ განიცდის. იწყება გარკვეული ფიზიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური პრობლემები, მწვავდება დაავადებები. წინასაგამოცდო პერიოდში სტრესის სიმპტომები ასეთია: მომატებული შფოთვა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, დათრგუნულობის განცდა, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, მადის დაკარგვა ან ზეაქტიურობა, ხელის კანკალი, ოფლიანობა, გულის აჩქარება, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, პანიკის შეგრძნება. თუ მოზარდს სტრესის სიმპტომები გამოკვეთილი აქვს, შეგიძლიათ კონსულტაციისთვის ნევროლოგს ან ფსიქოთერაპევტს მიმართოთ. ისინი შეაფასებენ მის ფსიქოემოციურ მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამის მკურნალობას დაუნიშნავენ.
გამროგორ ვისწავლოთ ემოციების გაკონტროლება?
ოცდამდე და უშუალოდ გამოცდის წინ დადექით ხოლმე სარკესთან და ეცადეთ დაირწმუნოთ თავი: „მე ძლიერი ვარ, მზად ვარ გამოცდისთვის! ყველაფერი გამომივა!“ შეეცადეთ მიაღწიოთ სხეულის სიმშვიდეს - რამდენჯერმე მოადუნეთ, შემდეგ კი დაძაბეთ ხელის მტევნები, ტერფები და თვალები. გულში მშვიდად დაითვალეთ ათამდე, შემდეგ კვლავ დაითვალეთ, ოღონდ უკუთვლით. ეს ხერხი ქმნის სწრაფი დამშვიდების შესაძლებლობას.
დასამშვიდებლად ეფექტურია სუნთქვითი ვარჯიშიც: ჩაისუნთქეთ (დაითვალეთ ერთიდან რვამდე) - გააკეთეთ პაუზა (ოთხამდე თვლით), ამოისუნთქეთ (რვამდე დათვლით).
შიშის დაძლევის კიდევ ერთი ხერხი არსებობს და ის მეხსიერებიდან არასასიამოვნო ემოციების განდევნა და სასიამოვნო განცდებით მათი ჩანაცვლებაა. იფიქრეთ იმაზე, რომ გამოცდა არ არის ცხოვრების დასასრული, არამედ დასაწყისი და პირველი ნაბიჯია.
თქვენ ხომ გჯერათ - წინ მრავალი სიახლე და საინტერესო ამბავი გელით!