რამდენი უჯრედია ადამიანის ორგანიზმში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამდენი უჯრედია ადამიანის ორგანიზმში

მეცნიერებმა რთული გზა განვლეს ადამიანის ორგანიზმში უჯრედთა საშუალო რაოდენობის შესაფასებლად. ბოლო მონაცემებით, უჯრედთა რაოდენობა ადამიანის ორგანიზმში 30 ტრილიონს შეადგენს. ეს რიცხვით ასე გამოისახება 30 000 000 000 000.

ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედი ჰარმონიულად „მუშაობს“ და კოორდინირებულად ასრულებს დაკისრებულ ფუნქციებს. თუმცა ეს არ ეხება მხოლოდ ადამიანის ორგანიზმის ქსოვილთა უჯრედებს, მეცნიერთა შეფასებით, ბაქტერიული უჯრედების რაოდენობა ადამიანის ორგანიზმში ბევრად აღემატება საკუთრივ ადამიანის ორგანიზმის უჯრედებს.

რამდენი სხვადასხვა ტიპის უჯრედია ადამიანის ორგანიზმში?

ადამიანის ორგანიზმში 200-მდე სხვადასხვა ტიპის უჯრედია, მაგალითად: სისხლის წითელი უჯრედები (ერითროციტები), კანის უჯრედები, ნეირონები (ნერვული უჯრედები), ცხიმოვანი უჯრედები და სხვა.

ადამიანის ორგანიზმი მრავალუჯრედოვანი რთული სისტემაა. აღნიშნული უჯრედები „სპეციალიზებულია“. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ტიპის უჯრედები უნიკალურ და განსაკუთრებულ ფუნქციას ასრულებენ. შესაბამისად, თითოეული ტიპის უჯრედებს ორგანიზმში განსხვავებული სტრუქტურა, ფორმა, ზომა აქვთ და შეიცავენ განსხვავებულ ორგანელებს. მაგალითად, ტვინის უჯრედებს შედარებით გრძელი ფორმა აქვთ, ამიტომაც მათ უფრო ეფექტურად შეუძლიათ სიგნალის (იმპულსის) გადაცემა, გულის უჯრედები (კარდიომიოციტები) სხვა უჯრედებთან შედარებით მეტ მიტოქონდრიებს შეიცავენ, რადგანაც მათ მეტი ენერგია ესაჭიროებათ, სასუნთქი სისტემის უჯრედები ჟანგბადის შთანთქმასა და ნახშირორჟანგის გამოყოფაზეა პასუხისმგებელი. ეს ყველა ჩამოთვლილი და სხვა მრავალი უჯრედი ადამიანის ორგანიზმში ერთად, შეთანხმებულად ფუნქციობს, იმისათვის, რომ უზრუნველყოს ადამიანის ორგანიზმის ეფექტურად „მუშაობა“ და არსებობა.

მაინც რამდენი უჯრედია ადამიანის ორგანიზმში?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო მონაცემებით, ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 30 ტრილიონი უჯრედია. ეს, რა თქმა უნდა, უხეში გადაანგარიშების შედეგად მიღებული რიცხვია, რადგან უჯრედების დათვლა ორგანიზმში ძალზე რთული პროცესია. 200 სხვადასხვა ტიპის უჯრედიდან თითოეულს აქვს განსხვავებული ზომა და წონა. ერთი ტიპის უჯრედები მჭიდროდ არიან განთავსებულნი, სხვანი – უფრო ფაშარად და ა. შ. უჯრედები მუდმივად იღუპება და ამავდრულად ახლდება. გარდა ამისა, ცალკეულ ადამიანთა უჯრედების ფაქტობრივი რაოდენობა ვარირებს ადამიანის ასაკზე, წონაზე, სიმაღლეზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გარე სამყაროს ფაქტორებზე დამოკიდებულებით.

30 ტრილიონი უჯრედის არსებობა გადაანგარიშებულია საშუალო მონაცემების მქონე ადამიანის ორგანიზმზე. ეტალონად აღებულია 70კგ (154 ფუნტი) წონისა და 170 სმ სიმაღლის 20-დან 30 წლამდე ასაკის მამაკაცი.

რამდენი ბაქტერიული უჯრედია ადამიანის ორგანიზმში?

ახალი მონაცემებით, ადამიანის ორგანიზმში ბაქტერიული უჯრედები 38 ტრილიონია.

რამდენი სისხლის უჯრედია ადამიანის ორგანიზმში?

არსებობს სამი ტიპის სისხლის უჯრედები, ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები. სისხლის წითელი უჯრედები (ერითროციტები) ადამიანის ორგანიზმში ყველაზე გავრცელებული ტიპის უჯრედებია. მათ წილად ყველა უჯრედის 80% მოდის. ზრდასრულ ადამიანებს საშუალოდ 25 ტრილიონი ერითროციტი აქვთ ორგანიზმში. ქალებს, ჩვეულებრივ, უფრო ნაკლები სისხლის წითელი უჯრედი აქვთ მამაკაცებთან შედარებით.

რამდენი უჯრედია ადამიანის ტვინში?

უახლესი კვლევის თანახმად, მამაკაცის ტვინში საშუალოდ 171 მილიარდი უჯრედია, მათგან 86 მილიარდი ნეირონია (ანუ ნერვული უჯრედი), 85 მილიარდი კი – გლიური უჯრედი.

რამდენი უჯრედი წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში ყოველდღიურად?

ამ რიცხვის განსაზღვრა რთულია, რადგან 200-მდე სხვადასხვა ტიპის უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობა განსხვავებულია, შესაბამისად, მათი რეგენერაცია-განახლება სხვადასხვა სიჩქარით მიმდინარეობს. ერითროციტები ყველაზე გავრცელებული ტიპის უჯრედებია, მათი წარმოქმნა ყოველდღიურად ხდება. ერითროციტები დაახლოებით 120 დღეს ცოცხლობენ, ამის შემდეგ მაკროფაგები მათ ცირკულაციიდან „ჩახსნიან“ ელენთასა და ღვიძლში მონელების გზით. ამავდროულად, სპეციალიზებული ღეროვანი უჯრედები დასაბამს აძლევენ ახალ ერითროციტებს და მკვდარ უჯრედებს ახლით ანაცვლებენ.

საშუალოდ, ადამიანის ორგანიზმი 2-დან 3 მილიონამდე ერითროციტს აწარმოებს ყოველწამიერად, ანუ 173-დან 259 მილიარდამდე ერითროციტს დღეში.

რამდენი უჯრედი იღუპება ადამიანის ორგანიზმში ყოველდღიურად?

უჯრედთა დიდი ნაწილი ადამიანის ორგანიზმში იღუპება და ახლით ჩანაცვლდება. ჯანმრთელ ორგანიზმს უნიკალურად შეუძლია დაღუპულ და პროდუცირებულ უჯრედებს შორის ბალანსის შენარჩუნება. რადგან ორგანიზმში 173-დან 259 მილიარდამდე ერითროციტი წარმოიქმნება, სავარაუდოდ, ამდენივე იღუპება.

ძნელია იმის განსაზღვრა, რამდენი უჯრედი იღუპება ადამიანის ორგანიზმში ყოველდღიურად, რადგან ყოველი ტიპის უჯრედს მისთვის დამახასიათებელი სასიცოცხლო ციკლი აქვს. მაგალითად, ლეიკოციტები ცოცხლობენ 13 დღეს, მაშინ როცა ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა 120 დღეს შეადგენს, ღვიძლის უჯრედებს შეუძლიათ 18 თვის განმავლობაში არსებობა, თავის ტვინის უჯრედები მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას.

საყურადღებოა, რომ მეცნიერები კვლავაც განაგრძობენ ადამიანის ორგანიზმის ცალკეული ტიპის უჯრედთა რიცხობრიობის შეფასება-შესწავლას.