როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა ტელევიზორის ყურებისას

კვლევებით დასტურდება, რომ ამის გამო, შეიძლება განვითარდეს ახლომხედველობა და მიოპიური ასტიგმატიზმი. მხედველობისთვის უსაფრთხოა დიდი ეკრანის ტელევიზორის ყურება სამი მეტრის მანძილიდან.
მხედველობის შესანარჩუნებლად ტელევიზორის ყურება დამჯდარ მდგომარეობაში სჯობს. არაა რეკომენდებული დაწოლილ მდგომარეობაში ტელევიზორის ყურება. თავის არასწორი მდგომარეობა შეიძლება იყოს როგორც დაწოლილ, ისე დამჯდარ მდგომარეობაში. მაგრამ ამის შანსი უფრო მეტია დაწოლილ მდგომარებოაში, როდესაც თავი მოთავსებულია ბალიშზე, ხოლო ნიკაპი ეხება გულმკერდს. ეს იწვევს კისრის სისხლძარღვების შევიწროვებას და თავის ტვინისა და თვალებისაკენ სისხლის მიდინების დაქვეითებას. სისხლის მიმოქცევის დარღვევა კი იწვევს მხედველობის გაუარესებას, შაკიკსა და თავის ტკივილს.