როგორ ვიკვებოთ ანემიის დროს

ამ უკანასკნელის შერჩევა კი ეფუძნება მათ კალორიულობას, აგრეთვე მათში რკინისა და ჩ ვიტამინის შემცველობას. რეკომენდებულია საკმაო რაოდენობით კარაქის, ნაღების, რძის მიღება. ძალზე სასარგებლოა ხორბლისა და წიწიბურას ფაფები, გოგრა, ღვიძლი (განსაკუთრებით ბოცვრისა). რაციონში უნდა შედიოდეს კარტოფილი, პარკოსნები, ხახვი, ბადრიჯანი, ნესვი, კამა, შტოში, ლიმონი, ფორთოხალი, გარგარი, ალუბალი, სიმინდი, მსხალი.
გთავაზობთ იმ კერძების რეცეპტებს, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლოა ანემიის დროს.
ბოსტნეულის სალათა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
საჭიროა: სტაფილო; ჭარხალი; ბოლოკი; მწვანე ხახვი; კამა. გახეხეთ სტაფილო, ჭარხალი, ბოლოკი, დაუმატეთ მწვანე ხახვი, კამა, შეგიძლიათ შეაზავოთ ცოტაოდენი მზესუმზირას ზეთით ან არაჟნით. შეკაზმეთ მარილით და მიირთვით.
ღვიძლი ბროწეულის წვენით
საჭიროა: ღვიძლი – 1 კილოგრამი; ცხიმი – 3-4 სუფრის კოვზი; ბროწეულის წვენი – 1 ჩაის ჭიქა; ქინძი – 4-5 ძირი; მარილი – გემოვნებით. გასუფთავებული, გარეცხილი ღვიძლი ერთი სანტიმეტრი სისქის ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ ცხიმში, ტაფაზე (შეიძლება მოხარშვაც). ბროწეულის წვენში ავურიოთ მარილი, დანაყილი წიწაკა და ძალიან წვრილად დაჭრილი ქინძი. ღვიძლი გადმოვიღოთ ლანგარზე, მოვასხათ წვენი.
ტკბილეული ანემიის დროს
საჭიროა: ნიგოზი – 1ჩ/ჭ; ქიშმიში – 1ჩ/ჭ (თეთრი ქიშმიში); გარგარის ჩირი – 1ჩ/ჭ; ლიმონი – 1 ცალი; თაფლი – 1ჩ/ჭ. ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ ნიგოზი, ქიშმიში, გარგარის ჩირი, ლიმონი. დავამატოთ თაფლი, კარგად ავურიოთ და მივიღოთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.