რატომ არის ჯანმრთელობისთვის საზიანო გვიან გაღვიძება და როგორ აღვიდგინოთ ძილის რეჟიმი
ბევრს შეიძლება აღენიშნოს ორგანიზმის ბიოლოგიური, ცირკადული რითმების დარღვევა, რასაც ჯეტლაგი ეწოდება. ხშირად ეს გამოიხატება იმაში, რომ ადამიანები გვიან იძინებენ და იღვიძებენ. ამასთან მათ მთელი დღე აღენიშნება ძილიანობა, და შრომის უნარის დაქვეითება.
განსაკუთრებით საშიში ამგვარი მდგომარეობა არის მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებისათვის. მათთან შესაძლებელია ამ მდგომარეობამ გამოიწვიოს ჰიპერტონული კრიზი და ჯანრმთელობის სხვა პრობლემები. არეული ცირკადული რითმები ასევე საშიშია გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებისათვის. ძილის პრობლემებმა შეიძლება დააჩქაროს პროცესები. გამოუძინებლობა ასევე საშიშია მათთვის, ვისი შრომითი საქიმიანობა უკავშირდება ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას.
ბიოლოგიური რითმების აღსადგენად სომნოლოგები გვირჩევენ ყოველ დღე გავიღვიძოთ ერთი საათით ადრე, რათა ორგანიზმი დაუბრუნდეს თავდაპირველ გრაფიკს. სპეციალისტები ასევე გვირჩევენ ძილის წინ დავლიოთ პიტნის, ბარამბოს ან გვირილას ნაყენი.