ხელ-ფეხის დაბუჟება, ცივი კანი, ტერფების შეშუპება - როგორია „სუსტი სისხლძარღვების“ სიმპტომები

ხელების ან ფეხების დაბუჟება, ცივი კანი, ტერფების, კოჭ-წვივის და წვივის მიდამოს შეშუპება.
ამ დროს ადამიანს შეიძლება აღენიშნოს: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები, ქვედა კიდურების მიდამოში კრუნჩხვები, ვარიკოზულად გაფართოებული ვენები, ფეხის მიდამოს კანზე წყლულები.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
არსებობს სისხლის მიმოქცევის დარღვევის მრავალი მიზეზი. მათგან ყველაზე ხშირია: ათეროსკლეროზი, თრომბოზი, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, თამბაქოს მოხმარება. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები აზიანებს სისხლძარღვების კედლებს, ზრდის ინფარქტისა და ინსულტის რისკს.
ვარიკოზული დაავადებისას, ვენური თრომბების წარმოქმნისას, ხშირად აღინიშნება ფეხის მიდამოში კანის სილურჯე და შეშუპება.