შეიძლება თუ არა მოშარდვის სურვილის მოთმენა

შარდის ბუშტი ჩვეულებრივ, 400-600 მლ შარდს იტევს და ადამიანი 24 საათში გამოყოფს საშუალოდ, 1500 მლ შარდს. გამოდის, რომ შარდის ბუშტი ივსება ყოველ 9-10 საათში, ჰიდრატაციის ნორმალური დონის შემთხვევაში.
საპირფარეშოში გასვლა საჭიროა ყოველ 3-4 საათში. თუმცა ჯანმრთელ შარდის ბუშტს შეუძლია გაჭიმვა და მეტი მოცულობის შარდის დატევა.
შარდვის მოთხოვნილების სიხშირე დამოკიდებულია მიღებული სითხის რაოდენობაზე. მასზე ასევე შეიძლება მოქმედებდეს შარდის ბუშტის გარკვეული დაავადებები.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
უმრავლეს შემთხვევაში, შარდვის შეკავება მოკლე პერიოდში, ზიანის მომტანი არ არის.
ორგანიზმში სისხლის ფილტრაცია ხდება თირკმელებით, ხოლო ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები გამოიყოფა შარდით. თუ შარდვის პროცესი რეგულაური არ არის და იშვიათია, შეიძლება გამოიწვიოს შარდის შეგუბება და შარდგამომყოფი გზების ინფექციი განვითარება. ადამიანებს, რომლებიც არ ღებულობენ საკმარისი რაოდენობით სითხეს, უვითარდებათ შარგდგამომყოფი გზების ინფექცია.
პრობლემები, რომლებიც შარდვის შეკავებისას შეიძლება განვითარდეს:
1. შარდის ბუშტის კუნთების სისუსტე, რაც იწვევს შარდის შეუკავებლობას.
2. შარდის ბუშტის დაჭიმვა, რამაც შეიძლება გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს შარდის ბუშტის შეკუმშვა.
3. მენჯის კუნთების დაზიანება, რომელთაგან ერთ-ერთი არის ურეთრის სფინქტერი, რამაც შეიძლება გამოწივიოს შარდის შეუკავებლობა.
შარდი შეიცავს მინერალებს: შარდმჟავა, კალციუმის ოქსალატი, ამიტომ შარდვის შეკავებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელ-კენჭოვანი დაავადება.