/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

თამარ გაბუნია-თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე და ვაგრძელებთ კოვიდის საკითებზე მუშაობას

თამარ გაბუნია-თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე და ვაგრძელებთ კოვიდის საკითებზე მუშაობას
თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე და ვაგრძელებთ მუშაობას კოვიდის საკითხებზე და ასევე იმ საკითხებზე, რაც დღეს აქტუალურია - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, თენგიზ ცერცვაძესთან ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს კომუნიკაცია.

“ბატონ თენგიზთან ჩვენ გვაქვს ყოველდღიური სამუშაო ურთიერთობა. პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. ის რჩება თანამდებობაზე და ვაგრძელებთ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას კოვიდის საკითხებზე და ასევე იმ საკითხებზე, რაც დღეს აქტუალურია”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულს გამოეხმაურა, თავად თენგიზ ცერცვაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ნამდვილად ფიქრობდა სამსახურიდან წასვლაზე ერთადერთი მიზეზით, „ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილია უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო“. როგორც ის განმარტავს, ცდილობენ დააბრალონ, რომ სხვებთან ერთად მონაწილეობას იღებდა COVID-ის მართვისთვის გამოყოფილი 1 მილიარდი ლარის მითვისებაში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დღეში 10 ცალი ფინიკის ჩირი სავსებით უკმაყოფილებს ორგანიზმს მაგნიუმის, სპილენძისა და გოგირდის მოთხოვნილებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დღეში 10 ცალი ფინიკის ჩირი სავსებით უკმაყოფილებს ორგანიზმს მაგნიუმის, სპილენძისა და გოგირდის მოთხოვნილებას

თუ ყუთებში დაფასოებულ ფინიკს ყიდულობთ, ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული კონსერვანტები. თუ ასაწონს ყიდულობთ, შეარჩიეთ რბილი, მაგრამ მშრალი, დაუზიანებელი ნაყოფი. მას მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობა, ბუნებრივი ბზინვარება და სასიამოვნო სუნი უნდა ჰქონდეს. საკვებად უვარგისია დაზიანებული, უფორმოდ გათხაპნული ფინიკის ჩირი. ფინიკზე ადვილად სახლდებიან ბაქტერიები, ამიტომ ჰაერზე მისი დიდხანს გაჩერება არ შეიძლება.

გარდა ამისა, ჭამამდე ის კარგად უნდა გაირეცხოს, რაც გემოსა და სასარგებლო თვისებებს უკარგავს. უფროსები ხშირად ასაჩუქრებენ ბავშვებს ტკბილეულით - კანფეტებით ან ნამცხვრებით, პედიატრებს კი მიაჩნიათ, რომ ეს ტკბილეული "ცარიელი კალორიებია". აი, ფინიკი გემრიელიც არის და სასარგებლოც. ის შეიძლება დავუმატოთ ხილის სალათს, სხვა დესერტს.

რას შეიცავს ფინიკი?

უხვად რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს, მინერალურ მარილებს, B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინსა და შეუცვლელ ამინომჟავებსაც კი. მასში ასევე მოიპოვება ცოტაოდენი ფთორი, რომელიც დაზიანებისგან იცავს კბილებს და სელენი, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დღეში 10 ცალი ფინიკის ჩირი სავსებით უკმაყოფილებს ორგანიზმს მაგნიუმის, სპილენძისა და გოგირდის მოთხოვნილებას, სანახევროდ - რკინისას და 25%-ით - კალციუმისას. ფინიკი აძლიერებს ორგანიზმს, მატებს ენერგიას, ხელს უწყობს ზრდასა და განვითარებას.

ფინიკის ტკბილი ნაყოფისგან იღებენ ფინიკის თაფლსა და შაქარს (იგი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ჭარხლის შაქარი). ყველაფერთან ერთად, ფინიკი მაღალკალორიული პროდუქტია - ერთი ცალის ენერგეტიკული ღირებულება საშუალოდ 25 კილოკალორიას უტოლდება (არც არის გასაკვირი - ჩირის 60-65% ხომ შაქარია, გლუკოზა და ფრუქტოზა), ეს კი ნიშნავს, რომ 10 ცალი ფინიკის პალმის ნაყოფი ერთ ულუფა მსუქანი ხორცის კატლეტს უდრის! გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს სადღესასწაულო სუფრის გასახალისებლად და გასალამაზებლად.

ეგზოტიკური ასორტი

დაგჭირდებათ:

  • 3 ცალი კივი
  • 1 ცალი ფორთოხალი
  • 2 სადილის კოვზი თეთრი ქიშმიში
  • 100 გ ანანასის რბილობი (კუბიკებად დაჭრილი)
  • 2 ჩაის კოვზი თაფლი
  • 10 ცალი ფინიკის ჩირი
  • 1/2 ლიმონის წვენი
  • 5 სადილის კოვზი ნაღები

ფინიკის ჩირი გავრეცხოთ, გამოვაცალოთ კურკა და გავჭრათ შუაზე. კუბიკებად დავჭრათ კივი, ფორთოხალი, ანანასი, ავურიოთ ერთმანეთში, მოვაყაროთ ქიშმიში. მიქსერით ავთქვიფოთ ნაღები, თაფლი და ლიმონის წვენი. თეფშის შუაგულში დავდოთ ხილი. ზემოდან მოვასხათ ათქვეფილი მასა. ეს ჩაროზი გემრიელია და სასარგებლო, განსაკუთრებით - ნაზამთრალი ორგანიზმისთვის, ვიდრე ზაფხულის ხილი შემოვა.