/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

პირველი დახმარება გადაცივების დროს

პირველი დახმარება გადაცივების დროს
ორგანიზმის გადაცივება მაშინ ხდება, როცა ადამიანი არასასურველ პირობებში იმყოფება, მაგალითად,

ქუჩაში ჰაერის დაბალი ტემპერატურისას ან კიდევ ყინულიან წყალში (თუნდაც რამდენიმე წუთით). ჰიპოთერმიამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ორგანიზმს.

როგორ აღმოვუჩინოთ პირველი დახმარება ასეთ დროს დაზარალებულს და რა ღონისძიებებს მიმართავენ ექიმები?

ჰიპოთერმია (გადაცივება) შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს სიცოცხლისათვის. ასეთ მდგომარეობაში პირველი ამოცანა სხეულის ნორმალური ტემპერატურის სასწრაფოდ აღდგენაა. ჰიპოთერმიის დროს სხეულის ტემპერატურა შესაძლოა 35O ცელსიუსზე დაბლა დაეცეს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანის ორგანიზმს აღდგენისათვის საკმარისი სითბოს გამომუშავების უნარი აღარ შესწევს.

ძირითადი სიმპტომები და პირველი დახმარება

გადაცივების არსი

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ადამიანის ორგანიზმში სიცივისაგან დასაცავად განსაკუთრებული მექანიზმები ფუნქციობს. გარემოს დაბალი ტემპერატურისას ორგანიზმი ცდილობს სითბოს გამომუშავებას და ფუნქციათა სტაბილიზებას. მაგრამ ხანგრძლივი ექსტრემალური პირობებისას ორგანიზმს აღარ შეუძლია გაცემული სითბოს აღდგენა. სხეულის ტემპერატურა 35Oჩ-ზე ქვემოთ ეცემა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ორგანიზმი ვეღარ უმკლავდება სითბოს შენარჩუნებას. შედეგად, დაზიანების გამო ზარალდება ორგანოები და სისხლძარღვები. დროულად აღმოჩენილი დახმარების გარეშე დაზარალებული, შესაძლოა, გართულებებისგან დაიღუპოს კიდეც.

ჰიპოთერმიის ტიპები

გამოყოფენ გადაცივების სამ ტიპს:

  • მსუბუქს (33-35°C), სიმპტომები: ციება, ტრემორი (იგივე კანკალი), ცნობიერების დაბინდვა, დეზორიენტაცია, მოძრაობითი კოორდინაციის პრობლემები, კანის ფერის შეცვლა, შეხებისას ცივი კანი;
  • ზომიერს (30-33°C), სიმპტომები: ცნობიერების დაბინდვა, სრულად დაკარგვა, ბოდვა, ჰალუცინაცია, ძლიერი ძილიანობა, მოდუნებულობა;
  • ძლიერს (30°C-ზე დაბალი), სიმპტომები: გონების დაკარგვა, პულსისა და სუნთქვის რიტმის შენელება, არტერიული წნევის დაქვეითება.

მსუბუქი გადაცივებისას მდგომარეობის ნორმალიზება შესაძლებელია თბილი ტანსაცმლითა და თბილი სითხეებით.

პირველი დახმარება

გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და შეაფასეთ დაზარალებულის მდგომარეობა, შეუმოწმეთ პულსი და სუნთქვა, თუ საჭიროა გამოიყენეთ ფილტვ-გულის რეანიმაცია.

დაზარალებული გადაიყვანეთ ოპტიმალური ტემპერატურის შენობაში, სველი ტანსაცმელი შეუცვალეთ თბილით, დაახურეთ თბილი პლედები ან საბანი, რომ ნორმალიზდეს სითბოს ცვლა.

თუ დაზარალებულის გადაყვანა ვერ ხერხდება, საჭიროა სითბოს ნებისმიერი წყაროს გამოყენება, თუნდაც კოცონის, ადამიანის გასათბობად და ტანსაცმლის გასაშრობად. სითბოს უშუალო ზემოქმედება კანზე არასასურველია, გართულებებს შეიძლება მისცეს დასაბამი. თუ დაზარალებულს შენარჩუნებული აქვს ცნობიერება, დაალევინეთ ცხელი სასმელები და დააპურეთ ცხელი საკვებით. გასათბობად დაუშვებელია სპირტიანი სასმელების გამოყენება.

ჰიპოთერმიით დაზარალებულის თერაპია

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმები მიიღებენ მდგომარეობის დამასტაბილურებელ ზომებს. მსუბუქ შემთხვევებში მკურნალობა გულისხმობს ადამიანის გათბობას (თბილი სასმელი, ჩათბუნება, სითბოს ბალანსისა და სისხლის მიმოქცევის აღდგენისათვის).

უფრო მძიმე შემთხვევებში რეკომენდებულია შემდეგი მეთოდები:

  • მარილთა ხსნარების შეყვანა ვენაში;
  • ჟანგბადის ნიღბის გამოყენება (სასუნთქი გზების გასათბობად);
  • ჰემოდიალიზის აპარატის გამოყენება (ვენიდან იღებენ სისხლს, ათბობენ და უკან შეჰყავთ დაზარალებულისთვის).
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პირველი დახმარება გადაცივების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები