/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

განტვირთვა საახალწლო სუფრების შემდეგ

განტვირთვა საახალწლო სუფრების შემდეგ
ხშირად სხვადასხვა დღესასწაულის აღსანიშნავად საზეიმო სუფრასთან მოხვედრა გვიწევს. ჩვენში შობა-ახალი წლის გახანგრძლივებული სადღესასწაულო სუფრები ზოგჯერ სასჯელად გვექცევა ხოლმე.

უგემრიელეს კერძებსა და ტკბილეულზე უარის თქმა ძალიან ძნელია. მაგრამ იმას, რაც გვეგემრიელება, ყოველთვის ხალისით როდი ხვდება ჩვენი ორგანიზმი და დღესასწაულის შემდგომი დღეები, შესაძლოა, ჩაგვამწაროს ისეთმა პრობლემებმა, როგორებიცაა მუცლის შებერილობა, გულისრევის შეგრძნება, დიარეა, კოლიკა, ერთი სიტყვით, დისბაქტერიოზის სიმპტომებმა.

ასეთ დროს ამ სიმპტომებთან ბრძოლა უაზრო და სახიფათოა. ნაწლავის მიკროფლორის დარღვევამ შეიძლება ნივთიერებათა ცვლის დარღვევა გამოიწვიოს და მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მიკროელემენტების შეწოვა შეაფერხოს. ამიტომ მომქანცველ დიეტას სჯობია, განტვირთვის დღეები მოვაწყოთ. ასეთი დღეების მენიუ რამდენიმე ტიპისაა:

  • ხილის, ბოსტნეულისა და შერეული;
  • ნახშირწყლოვანი, ცილოვანი, ცხიმოვანი და კომბინირებული;
  • ცილოვანი - ხორცის, თევზის, რძის, ხაჭოსი ან შერეული;
  • ცხიმოვანი - მაწვნით ან არაჟნით.

უკიდურესი ვარიანტია ყოველკვირეული „თხევადი“ შიმშილობა. განტვირთვა რეკომენდებულია კვირაში 1-2 დღე (მაგრამ არა ზედიზედ) პროფილაქტიკისთვის, ფორმის შესანარჩუნებლად, ორგანიზმის გასაწმენდად, აგრეთვე - ხანგრძლივი სადღესასწაულო სუფრის შემდეგ, თვეში 1-2-ჯერ. ცხიმოვანი, ხორცისა და რძის დღეები უკუნაჩვენებია კუჭ-ნაწლავისა და გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების დროს. არ შეიძლება განტვირთვის დღეების მოწყობა ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ავადმყოფობის ან სისუსტის, მეტადრე - ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიების, 1-ელი ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს, ასევე - კრიტიკულ დღეებში. გახსოვდეთ ერთი წესი: წყალს ან წვენს ჭამის დროს ან ჭამის დამთავრებისთანავე ნუ დალევთ - ერთი საათი მოითმინეთ. პირველი განტვირთვის დღე მოიწყვეთ მაშინ, როცა მეტისმეტად დატვირთული იქნებით. აირჩიეთ კვირის რომელიმე დღე, მაგალითად, ოთხშაბათი, და ეცადეთ, ყოველკვირა დაიცვათ ეს რეჟიმი. თქვენი ორგანიზმი სწრაფად დაიმახსოვრებს ამ ინფორმაციას. განტვირთვის დღეები კვირის შუაში ის ოქროს შუალედია, რომელსაც მშვიდად მიიღებს სხეულიცა და სამუშაო გრაფიკიც. განტვირთვის დღეების შერჩევისას ორიენტაცია უნდა აიღოთ თქვენს გემოვნებასა და ჩვევებზე. თუ თავს კარგად გრძნობთ, შეგიძლიათ, განტვირთვა კიდევ ორი დღე გააგრძელოთ. ამ შემთხვევაში პირველი დღე, უმჯობესია, ხორცისა იყოს, მეორე - ბოსტნეულისა. ამასთან, სვით ბევრი წყალი - დღეში არანაკლებ 2 ლიტრისა. ნახშირწყლოვანი განტვირთვისთვის შეარჩიეთ პროდუქტები, რომლებიც შეიცავს რთულ ნახშირწყლებსა და მცენარეულ უჯრედისს: შვრია, წიწიბურა, კიტრი, საზამთრო, ქლიავი, ვაშლის ნაკლებად ტკბილი ჯიშები ან ბოსტნეული და თხილი. დღეში 5-ჯერ დროის თანაბარი შუალედებით მიიღეთ ნებისმიერი ეს პროდუქტი - უმი, შემწვარი ან მოხარშული (მაგრამ დღეში არა უმეტეს 1500 გრამისა). სვით უგაზო მინერალური წყალი. ცხიმოვანი განტვირთვა ასტიმულირებს იმ ფერმენტების აქტივობას, რომლებიც შლის ცხიმს და ამუხრუჭებს ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნას. დღეში 5-ჯერ თანაბარი ულუფებით და დროის თანაბარი შუალედებით მიიღეთ 500 გ არაჟანი ან ნაღები (20%), დღეში 2-ჯერ დალიეთ ფინჯანი მწვანე ჩაი ან ასკილის ნაყენი. ცილოვანი განტვირთვა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ააქტიურებს ცხიმის დამშლელ ფერმენტებს. დღეში 4-ჯერ, თანაბარ ულუფებად და დროის თანაბარი შუალედებით, მიირთვით ნახევრად ცხიმიანი ხაჭო (150 გ) არაჟანთან (15 გ) ერთად ან დალიეთ მაწონი (250 მლ დღეში 6-ჯერ). დღეში 2-ჯერ შეიძლება დალიოთ 50 გ უშაქრო შავი ყავა. ხორცით განტვირთვისას მთელი დღის განმავლობაში თანაბარ ულუფებად და დროის თანაბარი შუალედებით მიირთვით 450 გ მოხარშული უცხიმო ხორცი, 3 ფინჯანი რძიანი უშაქრო ყავა და 2 ფინჯანი ასკილის ნაყენი ან მწვანე ჩაი. შუალედებში მიირთვით ვაშლი ან შავი ქლიავი. ბრინჯი ნაკლებად კალორიულია და სწრაფად ანაყრებს. ორგანიზმი იღებს ბევრ კალიუმს და ცოტა ნატრიუმს, რაც ხელს უწყობს ზედმეტი სითხის გამოდევნას. მოხარშულ უმარილო ბრინჯს დაუმატეთ სტაფილო და გარგარის ჩირი. თევზი დაგიცავთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტისგან, გაამაგრებს თვალის ბადურას. დილიდან საღამომდე მიირთვით მხოლოდ ცხიმიანი თევზი (ქაშაყი, ორაგული) - მის ცხიმში შემავალი მჟავა ომეგა 3-ის წყალობით დანაყრებას უფრო მალე იგრძნობთ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გონივრული კომბინაცია

უცხიმო ხაჭოსა და მაწვნის (ან კეფირის) კომბინაციისას აიღეთ 3 ულუფა ხაჭო (150-150 გ) და 3 ულუფა მაწონი ან კეფირი (200-200 გ).

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ერთმანეთს შეუთავსეთ მსგავსი შემადგენლობის პროდუქტები (ხორცი და თევზი; ხილი და ბოსტნეული). მაგალითად, ბრინჯისა და ვაშლის დღეს უნდა მიირთვათ 3 ულუფა (150 გ) ბრინჯი და 800-1000 გ უმი ან მოშუშული ვაშლი.

თუ არ გაქვთ ალერგია ციტრუსებზე, საუზმედ, სადილად და ვახშმად მიირთვით მხოლოდ ფორთოხალი ან დალიეთ ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი. ამ ციტრუსში ცოტაა კალორია (400 კკალ 100 გრამზე). სამაგიეროდ, ბევრია უჯრედისი, რომელიც დიდი ხნით კლავს შიმშილს. კანი შეიცავს პექტინს, რომელიც ნორმის ფარგლებში ინარჩუნებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

განტვირთვა საახალწლო სუფრების შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები