/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რატომ ვითარდება პირში მომწარო გემო

რატომ ვითარდება პირში მომწარო გემო
პირში მწარე ან არასასიამოვნო გემო შეიძლება ნორმალური რეაქცია იყოს ცხარე ან მჟავე საკვების,

ფინჯანი მაგარი ყავის მიღების ან სიგარეტის მოწევის შემდეგ. მაგრამ თუ ეს ხშირად ვითარდება და არ უკავშირდება რომელიმე პროდუქტს, უკვე დაავადების ნიშანია.

პირში მუდმივად უსიამოვნო გემოს უწოდებენ დისგეზიას. გარდა სიმწარისა, შესაძლებელია აღინიშნებოდეს: ლითონის, მჟავე ან მლაშე გემოც. ის კბილების გამოწმენდის ან პირის ღრუს გამოვლების შემდეგ ყოველთვის არ ქრება.

ორსულობა

მწარე ან ლითონის გემო პირში ორსულობის პირველ ტრიმესტრში ორსულების ხშირი, გავრცელებული ჩივილია. ის აღმოცენდება ჰორმონული ცვლილებების გამო და მეორე ტრიმესტრში თავისთავად გაივლის, შესაძლებელია აღინიშნოს მენოპაუზის დროსაც.

ინფექცია

ზედა სასუნთქი გზების ბაქტერიული ინფექციები (რინიტი, სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი) იწვევს პირში უსიამოვნო გემოს ბაქტერიებისგან გამომუშავებული ტოქსინების გამო. ეს ნივთიერებები ზემოქმედებენ გემოს რეცეპტორებზე, რის შედეგადაც შეიგრძნობა სიმწარე. გამოჯანმრთელების შემდეგ, პრობლემა იხსნება.

რეფლუქსი

ის ვითარდება, როდესაც საყლაპავის სფინქტერი დუნდება. თუ სფინქტერი არ მუშაობს, კუჭის შიგთავსი ხვდება საყლაპავში და პირის ღრუში, რის გამოც აღინიშნება გულძმარვა და პირში მჟავე ან მწარე გემო. ეს არის გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი, რაც ქრონიკული დაავადებაა, ამიტომ სიმპტომები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება აღინიშნოს, განსაკუთრებით მკურნალობის არარსებობისას.

წამლები

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ჟურნალში Canadian Family Physician, გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მწარე გემო შეიძლება დაახლოებით 250-მდე სამკურნალო საშუალებამ გამოიწვიოს:

· ანტიბიოტიკები: ამპიცილინი, მაკროლიდი, ქინოლონები, სულფამეტოქსაზოლი, ტრიმეტოპრიმი, ტეტრაციკლინი და მეტრონიდაზოლი.

· საგულე საშუალებები: ჰიპოტენზიური საშუალებები, დიუერეტიკები, სტატინები და ანტიარითმიული საშუალებები.

· ქიმიოთერაპიული პრეპარატები

· ნევროლოგიური პრეპარატები: პარკინსონის დაავადების, შაკიკის სამკურნალო საშუალებები, მიორელაქსანტები.

· ფსიქოტროპული პრეპარატები: ტრიციკლური ანტიდეპრესანტების უმრავლესობა, დამამშვიდებლები და საძილეები.

· სპილენძის, რკინის ან თუთიის შემცველი ბიოდანამატები.

მშრალი პირის სინდრომი

პირში სიმშრალის შეგრძნება (ქსეროსტომია) აღინიშნება ნერწყვის გამომუშავების შემცირების ან მისი შემადგენლობის ცვლილებისას. შედეგად წარმოიქმნება ლითონის, მწარე ან მჟავე გემო. ქსეროსტომია ასევე ზრდის კარიესის და კბილების სხვა დაავადებების განვითარების რისკს და შესაძლებელია გართულდეს ყლაპვა. ეს სინდრომი ვითარდება ასაკოვნებში, მწეველებში, და ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადების, მაგალითად შაგრენის სინდრომის დროს.

კბილების პრობლემა

ეს ყველაზე გავრცელებული მიზეზია პირში მწარე გემოსი, განსაკუთრებით თუ ის გაღვიძებისას აღინიშნება. ენაზე, კბილებზე და ღრძილებზე ნერწყვის და ბაქტერიების დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს პირიდან უსიამოვნო სუნი და გემოს ცვლილება. პრობლემა როგორც წესი, კბილების გამოწმენდის შემდეგ ქრება.

კანდიდოზი

სოკოვანი ინფექციაა, რომელიც იწვევს ენაზე თეთრი ნადების წარმოქმნას და უსიამოვნო მწარე გემოს. დაავადება შეიძლება გადაიზარდოს ქრონიკულ ფორმაში, ამიტომ აუცილებელია დროული სწორი მკურნალობა.

ნევროლოგიური მოშლილობა

ენა აღიქვამს ქიმიურ ნივთიერებებს, ხოლო გემოს შეგრძნება ფორმირდება ტვინში. თუ ნერვული სისტემის მუშაობა დარღვეულია, შეიძლება აღინიშნოს გემოს ცვლილება. ამის შესაძლო გამომწვევია:

· კორონავირუსული ინფექცია;

· ქალა-ტვინის ტრავმის შედეგები;

· ეპილეფსია;

· გაფანტული სკლეროზი;

· ტვინის სიმსივნე;

· ბელის დემენცია.

ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები.

მწარე გემო შეიძლება აღინიშნოს ნაღვლის ბუშტისა და ნაღველგამომტანი გზების ანთების დროს. მწარე გემო ასევე აღინიშნება ჰეპატიტის ან ციროზის დროს.

როგორ მოვიქცეთ

· დალიეთ ბევრი წყალი, შეგიძლიათ დაამატოთ მცირე რაოდენობით ლიმონის წვენი, რაც შეამცირებს უსიამოვნო გემოს;

· დაღეჭეთ უშაქრო საღეჭი რეზინა;

· კბილები გამოიწმინდეთ დღეში, მინიმუმ 2-ჯერ;

· პირის ღრუში გამოივლეთ მარილიანი ხსნარი. 1 ჩ/ჭიქა წყალს დაუმატეთ ნახევარი ჩ/კოვზი მარილი და ნახევარი ჩ/კოვზი სოდა.

· მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს, რაც ხელს უწყობს რეფლუქსის განვითარებას

· ნუ მოწევთ სიგარეტს, რადგანაც რაც არ უნდა იყოს პირში მწარე გემოს მიზეზი, მოწევა, მხოლოდ გააძლიერებს ეფექტს.

კომენტარები (3)
სდამბულ
გამარ ჯობათ დედაჩემს აქ ესეთი პრობლემა სიმწარეაქ პირის ღრუში და ტუჩები ეწვუს ძან აწუხებს ნიოჰოსპიტალში გაიარა მკურნალობა მარა არანაირი შედეგი არ გამოიღო გთხოვთ დამეხმარეთ ან დამაკვალიანეთ კარგი ექიმი მინდა
თარიღი : 20-07-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ ვითარდება პირში მომწარო გემო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები