სისხლის მეოთხე ჯგუფი მეხსიერების პრობლემებსა და ინსულტის მომატებულ რისკთან ასოცირდება
გულის დაავადებები
მათ, ვისაც სისხლის პირველი ჯგუფი აქვთ, გულის პრობლემები ნაკლებად აწუხებთ. აღნიშნული სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებს კორონარული დაავადებების განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.
ექსპერტებმა ზუსტი მიზეზი არ იციან, თუმცა თვლიან, რომ ეს შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ მათ სისხლის სხვა ჯგუფის მქონეებთან შედარებით, სისხლში ქოლესტერინის დაბალი და პროტეინების მაღალი დონე აქვთ. ეს კი კარგ კოაგულაციასთან არის დაკავშირებული.
ვენური თრომბოემბოლია, ღრმა ვენების თრომბოზი და სისხლის შედედების პრობლემების მომატებული რისკის ქვეშ არიან მეორე, მესამე და მეოთხე სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები.
კუჭის კიბო
სისხლის პირველი ჯგუფი ნაკლებად არის მიდრეკილი კუჭის კიბოსკენ. ონკოლოგიური დაავადება უმეტესად მეორე, მესამე და მეოთხე ჯგუფის მქონე პაციენტებს ემართებათ.
მაგალითად, ჰელიკობაქტერ პილორის ინფექცია ყველაზე ხშირად მეორე სისხლის ჯგუფის წარმომადგენლებს ემართებათ. ეს არის ბაქტერია, რომელიც კუჭის არეში ხვდება და აზიანებს მას, იწვევს ანთებასა და წყლულს. აღნიშნული ბაქტერიები მეორე, მეოთხე და მესამე ჯგუფის სისხლი მქონე პაციენტების ნაწლავებში აქტიურად მრავლდებიან, რაც პანკრეასის კიბოს რიკსაც ზრდის.
რაც შეეხება კუჭის პეპტიურ წყლულს, რომელიც კუჭის ან ნაწლავის ზედა ნაწილში ჩნდება და ძალიან მტკივნეულია, ყველაზე ხშირად სისხლის პირველი ჯგუფის ადამიანებში გვხვდება.
მეხსიერება
ვის აქვს უბადლო მეხსიერება? მცირე კვლევამ აჩვენა, რომ მეხსიერების პრობლემების მქონე პაციენტთა უმრავლესობას სისხლის მეოთხე ჯგუფი აქვთ, ვიდრე დანარჩენებს.
სტრესი
სისხლის მეორე ჯგუფი კორტიზოლის მაღალი დონით გამოირჩევა. როდესაც სისხლში აღნიშნული ჰორმონი მატულობს, ეს სტრესის გამომწვევ ფაქტორად იქცევა.
მალარია
კოღოს ნაკბენმა შესაძლებელია მალარია გამოიწვიოს, თუმცა თქვენ გაგიმართლათ, თუ სისხლის პირველი ჯგუფი გაქვთ, რადგან ინფექციის გამომწვევ პათოგენს სისხლის პირველი ჯგუფის უჯრედებთან მიმაგრება უჭირს.
ვინ ცხოვრობს ყველაზე დიდხანს?
სისხლის პირველი ჯგუფი დღეგრძელობასთან ასოცირდება. ექსპერტები თვლიან, რომ ამის მიზეზი შესაძლებელია მათ შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემცირებული რისკი იყოს.
ნაყოფიერება
ჯანმრთელი კვერცხუჯრედების დაბალი დონე ყველაზე ხშირად სისხლის პირველი ჯგუფის მქონე ქალბატონებს აღენიშნებათ.
დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ყველაზე ხშირად მეორე და მესამე სისხლის ჯგუფს ემართება.
ინსულტი
ინსულტის რისკი მატულობს, თუ სისხლის მეოთხე ჯგუფი გაქვთ.