ზამთრის უსიამოვნებანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზამთრის უსიამოვნებანი

ტკივილის შესამცირებლად დაშავებულს უნდა მისცეთ ტკივილგამაყუჩებელი, მოტეხილი ადგილი უძრავად დაუფიქსიროთ სტანდარტული ან სახელდახელოდ შექმნილი არტაშნით, რომელიც ავადმყოფის უმტკივნეულო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ჰოსპიტალიზაციისთვის ყველაზე მოხერხებულია კიბისებრი ან მავთულის არტაშანი, რადგან ელასტიკურობის გამო მისი მოდელირება ადვილია. არტაშნად შეგვიძლია გამოვიყენოთ ფიცრის, მუყაოს, ფანერის ნაჭერი, რომელიც კიდურზე დოლბანდით უნდა მიამაგროთ. იმობილიზაციის მთავარი პირობა ყველა იმ სახსრის უმოძრაობაა, რომლებთანაც მოტეხილი ძვლის მყესკუნთოვან აპარატს აქვს კავშირი. მაგალითად, ბარძაყის ძვალი ზევით მენჯს უკავშირდება, ქვევით - კოჭ-წვივის სახსარს, ამიტომაც ბარძაყის ძვლის მოტეხილობისას საჭიროა სამი სახსრის - მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და წვივ-კოჭის - იმობილიზაცია. სხვა შემთხვევაში საკმარისია მოტეხილობის ზემოთ და ქვემოთ მდებარე ორი სახსრის იმობილიზაცია.

ძვლის ამოვარდნილობა

ამოვარდნილობა სახსარში შემავალი ძვლების ერთმანეთისგან ნაწილობრივი ან სრული დაცილებაა. ამოვარდნილობისთვის დამახასიათებელია სახსრის ფორმის შეცვლა, კიდურის იძულებითი (ცალკეული ამოვარდნილობისთვის დამახასიათებელი) მდებარეობა, მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა და ძლიერი ტკივილი. ტრავმული ამოვარდნილობისას აუცილებელია ძვლების სახსარში ჩასმა, რაც კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა გააკეთოს სტაციონარის პირობებში, სადაც წინასწარ რენტგენოგრაფიით ზუსტად დაადგენენ ამოვარდნილობის ხასიათს და გამორიცხავენ მოტეხილობას. პაციენტს ძვლის ჩასწორებამდე უტარდება ტკივილგამაყუჩებელი თერაპია ან ეძლევა ხანმოკლე, სუსტი ანესთეზია, რომელიც ადუნებს კუნთებს და ამოვარდნილი ძვლის ჩასმას აადვილებს.

სახსრის დაჭიმულობა, ღრძობა

ღრძობა სახსრის იოგოვანი აპარატის დაჭიმვა ან ნაწილობრივი გაგლეჯაა. ღრძობა უმთავრესად სპორტსმენთა ხვედრია. მისი მიზეზია სირბილის ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული მოძრაობა, მოხრა, გაშლა ან შებრუნება. ღრძობისას მოტეხილობის გამოსარიცხად ტარდება რენტგენოლოგიური გამოკვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება სათანადო მკურნალობა.

დამწვრობა

დამწვრობა ორგანიზმზე თერმული, ქიმიური ან სხივური ენერგიის ზემოქმედებით განვითარებული დაზიანებაა. თერმულ დამწვრობას იწვევს მაღალი ტემპერატურა, ცეცხლის ალი, გავარვარებული მკვრივი საგანი და სხვა. დამწვრობისას თერმული აგენტის ზემოქმედებით ხდება ცილის კოაგულაცია, უჯრედები კვდება, იწყება ანთებითი რეაქცია და შეშუპება. დამწვარ უბანში ქსოვილების რღვევის გამო წარმოიქმნება ტოქსიკური ნაერთები, რომლებიც სისხლში მოხვედრის შემდეგ ძლიერ წამლავს ორგანიზმს. დამწვარი ქსოვილების ძლიერი ტკივილის გამო ხშირად ვითარდება ტრავმული შოკი. დამწვრობის სიმძიმე დამწვარი ზედაპირის ფართობსა და სიღრმეზეა დამოკიდებული: რაც უფრო ფართოა დაზიანებული ზედაპირი და რაც უფრო ღრმად არის დამწვარი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დამწვრობა.


როგორ მოვიქცეთ: უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დამწვრობის გამომწვევი თერმული აგენტის მოცილება, ცეცხლის ჩაქრობა ან დაზიანებულის გამოყვანა დამწვრობის ზონიდან, ტანსაცმელზე მოდებული ალის ჩაქრობა. შემდგომ საჭიროა ნახვევის დადება, ტკივილგამაყუჩებელი და საგულე საშუალებების მიცემა და სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. ტკივილის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, დამწვარი ტანსაცმელი გახდის ნაცვლად შემოაჭრათ ან, თუ ხორცზე არ აქვს მიკრული, შემოახიოთ. დიდი ფართობის დაზიანების შემთხვევაში უმჯობესია სხეულზე ზეწარი შემოახვიოთ. ტრავმული შოკის თავიდან ასაცილებლად უნდა ეცადოთ, დახმარება ნაკლებმტკივნეული იყოს. უნდა ერიდოთ ინფექციის შეტანას. წყლით ან ანტისეპტიკური ხსნარით დამწვარი ზედაპირის მობანა მიზანშეწონილი არ არის, უმჯობესია დაადოთ მშრალი ნახვევი და სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანოთ. თუ დამწვრობა ქიმიური ნივთიერებით არის გამოწვეული, თავდაპირველად მისი ნეიტრალიზაცია უნდა მოხდეს. მიზანშეწონილია დაზიანებული კანის ჩამობანა წლის ნაკადით. ტუტეთი დამწვრობისას ჩამოსაბანად ვარგისია ძმრის სუსტი (2%-იანი) წყალხსნარი, მჟავათი დამწვრობის დროს კი სოდის წყალხსნარი ან ბორჯომი. ამის შემდეგ დაზიანებულ არეზე უნდა დაადოთ მშრალი ნახვევი და მოახდინოთ დროული ჰოპიტალიზაცია.

ელექტროტრავმა

ელექტროტრავმა ორგანიზმზე ელექტროდენის ან მეხის მოქმედების შედეგად ვითარდება. მისი ხარისხი ელექტროდენის სიმძლავრეზე, ძაბვასა და მოქმედების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. ამასთანავე, მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას, კანს, ტანსაცმელს და პაციენტის ასაკს. ელექტროდენის მოქმედებით ორგანიზმში ირღვევა ქსოვილებისა და უჯრედების ბიოქიმიური სტრუქტურა. განსაკუთრებით თვალშისაცემია ცენტრალური ნერვული სისტემისა და კუნთოვანი აპარატის უჯრედებში განვითარებული სპეციფიკური ცვლილებანი. სწორედ მათი ძლიერი დაზიანების შედეგია ელექტროტრავმისას სუნთქვისა და გულის კუნთის მუშაობის გაჩერება, რაც ყველაზე ხშირად იქცევა სიკვდილის მიზეზად. როგორ მოვიქცეთ: დაშავებული დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოთ დენის მოქმედებისგან. ამავე დროს არც საკუთარი უსაფრთხოება დაივიწყოთ - სადენი მშრალი ჯოხით ან ფიცრით მოაცილეთ. უმჯობესია, დახმარებისას რეზინის ხელთათმანები ჩაიცვათ. დაშავებულს ხელით უნდა შეეხოთ ტანსაცმელზე და არა სხეულის შიშველ ადგილებზე. დაუშვებელია მისი სილაში ჩაფვლა! საჭიროების შემთხვევაში ადგილზევე უნდა ჩაუტაროთ ხელოვნური სუნთქვა, გულის არაპირდაპირი მასაჟი და სიცოცხლის ნიშნების გაჩენისთანავე გადაიყვანოთ საავადმყოფოში.

მოყინვა

მოყინვა დაბალი ტემპერტურის ზემოქმედების შედეგად განვითარებული დაზიანებაა, რომლისთვისაც სრულიადაც არ არის საჭირო ძლიერი ყინვა - მოყინვა შესაძლებელია 6-7 გრადუსზეც, როცა დაბალ ტემპერატურას ერთვის და აძლიერებს ქარის ხანგრძლივი მოქმედება, ნესტიანი გარემო, სხეულის პერიფერიული ნაწილების სისველე, ვიწრო ფეხსაცმელი, შიმშილი, სისხლნაკლებობა და ორგანიზმის გამოფიტვა. ათიდან რვა შემთხვევა ფეხის თითებისა და ტერფების, ორი კი ხელის თითების, ყურის ნიჟარის, ცხვირის, ნიკაპისა და სხვა ორგანოთა მოყინვის წილად მოდის. განასხვავებენ მოყინვის 4 ხარისხს:

I ხარისხის მოყინვისას კანი მეწამულ-მოლურჯო ფერისაა და შეშუპებულია, დაზიანებულ არეში აღინიშნება მჩხვლეტი ტკივილი, ქავილი და წვა, კანის აქერცვლა. მოვლენები 2-3 დღეში უკუვითარდება.

II ხარისხის დაზიანებისას კანზე ბუშტუკები ჩნდება, რომლებიც, დამწვრობისგან განსხვავებით, სისხლიანი სითხით არის სავსე. მკურნალობის შედეგად დაზიანებული უბნის კანის ფუნქცია სავსებით აღდგება.

III ხარისხის მოყინვისას კანის ყველა შრე ზიანდება, ქრება მგრძნობელობა, წარმოიქმნება სისხლიანი სითხით სავსე ფართო ბუშტუკები, დანეკროზებულ ადგილზე ჩნდება იარები, რომლებიც მოგვიანებით ხორცდება და ნაწიბურებს ტოვებს.

IV ხარისხის მოყინვა კიდურის ყველა რბილი ქსოვილისა და ძვლის დაზიანებას იწვევს. დაზიანებული ქსოვილები თანდათან სცილდება კიდურს, ჭრილობა კი ინფიცირდება და ჩირქდება.

ცალკე გამოყოფენ დაზრობასა და გაყინვას. დაზრობაც დაბალი ტემპერატურის პირობებში ვითარდება. ვლინდება კანის დერმატიტის სახით, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ქავილი, ნახეთქებისა და წყლულების წარმოქმნა. გაყინვა ანუ გათოშვა მთელ ორგანიზმზე დაბალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგია. როგორ მოვიქცეთ: პირველი დახმარება ითვალისწინებს დაბალი ტემპერატურის ზემოქმედების შეწყვეტას და სისხლის მიმოქცევის მოშლის აღდგენას. პაციენტი უნდა გადავიყვანოთ თბილ ოთახში, მოყინული ადგილები დავუზილოთ სპირტით, კარგია უბრალოდ ხელის წასმა და მსუბუქი მასაჟიც. საჭიროა თბილი აბაზანები. წყლის ტემპერატურა თანდათან 20-დან 40 გრადუსამდე უნდა გავზარდოთ. ამის შემდეგ მოყინულ ადგილზე უნდა დავადოთ სუფთა ნახვევი და სამკურნალო დაწესებულებაში გადავიყვანოთ. დაზრობის შემთხვევაში საჭიროა ყოველდღიური თბილი აბაზანა. გათოშვისას პაციენტი თბილ ოთახში უნდა მოვათავსოთ. საჭიროების შემთხვევაში კეთდება საგულე საშუალებები. გათოშილი უნდა ჩავაწვინოთ თბილ საწოლში და დავალევინოთ მაგარი ცხელი ჩაი ან სხვა ცხელი სითხე.