/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ტემპერატურის კრიტიკული დაქვეითება

ტემპერატურის კრიტიკული დაქვეითება
მაღალი ტემპერატურით მიმდინარე ცხელების მესამე, ტემპერატურის დაქვეითების სტადიაზე წყდება თერმორეგულაციის ცენტრზე პიროგენული ნივთიერებების მოქმედება,

იგი უბრუნდება ჩვეულ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას და სხეულის ტემპერატურაც ნორმალურ დონეს აღწევს. ტემპერატურის დაქვეითების სტადიაზე ფართოვდება კანის სისხლძარღვები, რათა ორგანიზმში დაგროვილი სითბო გარემოში გამოიყოს. ამ ყოველივეს თან სდევს გაძლიერებული ოფლდენა და სუნთქვის გახშირება. მაღალი ტემპერატურა ყოველთვის ერთნაირად არ იკლებს. ტემპერატურის კლება, ისევე როგორც მატება, შესაძლოა იყოს სწრაფიც და ნელიც - დაიწიოს რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეც კი გაგრძელდეს. როდესაც ტემპერატურა ნორმალურ მაჩვენებელს 2-3 დღის განმავლობაში უბრუნდება, ცხელების ასეთ დასასრულს ლითიური ან ლიზისური ეწოდება, ხოლო როდესაც მაღალი ტემპერატურა ნორმულ და ზოგჯერ სუბნორმულ მაჩვენებლებამდეც კი 12-24 საათში ეცემა - კრიტიკული, ანუ კრიზისული. ტემპერატურის კრიტიკული დაცემა დამახასიათებელია ისეთი პათოლოგიებისთვის, როგორიც არის კრუპოზული პნევმონია, მალარია. ლითიური ტიპით ტემპერატურა ბრონქოპნევმონიისა და მუცლის ტიფის დროს იკლებს.

კრიტიკული დაცემის მიზეზი

ტემპერატურის კრიტიკული დაცემა ტოქსიკოინფექციური მექანიზმით ვითარდება. ის უმთავრესად ახასიათებს ინფექციურ დაავადებებს, რომელთა გამომწვევებსაც ორგანიზმში ენდოტოქსინების გამოყოფა შეუძლიათ. ბაქტერიული უჯრედების კვდომისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ენდოტოქსინებს ათავისუფლებენ კრუპოზული პნევმონიის გამომწვევი პნევმოკოკი, კვებით-ტოქსიკური ინფექციების გამომწვევი სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები. ამ მიკრობთა ენდოტოქსინები ნეგატიურად მოქმედებენ სისხლძარღვთა კუნთოვან აპარატზე და მის პარალიზებას იწვევენ. ცხელებისას მიღებული ანტიბიოტიკების გავლენით იწყება მიკრობთა მასობრივი კვდომა, რაც ერთი მხრივ აუცილებელი პირობაა გამოჯანმრთელებისთვის, მეორე მხრივ კი სწორედ ამ დროს თავისუფლდება ენდოტოქსინების რეკორდული რაოდენობა და ხდება სისხლძარღვთა კედლის პარალიზება, რის შედეგადაც ისინი კარგავენ საჭიროებისამებრ სანათურის რეგულაციის უნარს და გაცილებით მეტად ფართოვდებიან. სწორედ სისხლძარღვთა მკვეთრი გაფართოება განაპირობებს ტემპერატურის კრიტიკულ დაცემას და გაძლიერებულ ოფლდენას, რაც ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაციის პირობებში პაციენტისთვის მეტად საშიშია. სისხლძარღვთა ძლიერი გაფართოება მკვეთრად აქვეითებს არტერიულ წნევას, უეცრად ასუსტებს გულის მუშაობას, ამცირებს სისხლძარღვების ტონუსს და არღვევს სისხლძარღვთა ტონუსის ცენტრალურ რეგულაციას, რის გამოც მოცირკულირე სისხლი გადადის დეპო ორგანოებში და არტერიული წნევა კიდევ უფრო მკვეთრად ეცემა. ტემპერატურის კრიტიკული დაცემისას სიცოცხლისთვის ყველაზე დიდ საშიშროებას ძლიერი ჰიპოტონია წარმოადგენს. კრიტიკული დაცემის წინ ტემპერატურა, ჩვეულებრივ, მოკლე ხნით კიდევ უფრო იწევს. იგი დღის განმავლობაში 1-2 გრადუსით რამდენჯერმე იცვლება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პირველი დახმარება

ტემპერატურის კრიტიკული დაცემის შემდეგ ავადმყოფი:

  • ფერმკრთალია;
  • სხეული ცივი ოფლით აქვს დაფარული;
  • გულისცემა შენელებული და სუსტი აქვს;
  • აწუხებს გულისრევა და ღებინება;
  • გახშირებულად და ზერელედ სუნ¬თქავს;
  • ზოგს გონება ებინდება, ზოგი კი საერთოდ კარგავს გონს;
  • თუ დახმარება დროულად არ გაეწია, შესაძლოა, კრუნჩხვა დაეწყოს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ასეთ დროს აუცილებელია:

  • ავადმყოფი მოვათავსოთ მშვიდ და წყნარ გარემოში;
  • მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ჟანგბადი;
  • გამოვუცვალოთ ქვეშაგები და თეთრეული;
  • შეგვიძლია მივცეთ საგულე საშუალებები წვეთების სახით, სურვილისამებრ - ცხელი ჩაი ან კომპოტი;
  • გამოვაცალოთ ბალიში;
  • ქვედა კიდურები ზევით ავუწიოთ, რათა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა გაძლიერდეს;
  • კიდურებზე დავადოთ მომჭერი ნახვევი.

ასეთ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის დამოუკიდებლად ტრანსპორტირება არ შეიძლება, პირველი დახმარების გაწევის შემდეგ აუცილებელია გამოვიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, რათა ავადმყოფი დროულად გადაიყვანონ კლინიკაში, სადაც მას კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ტემპერატურის კრიტიკული დაქვეითება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები