/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

რომელი პროდუქტები იწვევს მუცლის შებერილობას

რომელი პროდუქტები იწვევს მუცლის შებერილობას
მუცლის შებერილობას ხშირად იწვევს ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ფერმენტირებულ ოლიგოსაქარიდებს,

დისაქარიდებს, მონოსაქარიდებს და პოლიოლებს (FODMAP).

ლაქტოზა საკვების ერთერთი კომპონენტია, რომელიც იწვევს საჭმლის მონელების პრობლემებს. მას შეიცავს რძე, იოგურტი, ყველის ზოგიერთი სახეობა. დისკომფორტის მომტანია ასევე დიდი რაოდენობით ოლიგოსაქარიდების მიღება, რომელიც არის ხორბლის, ჭვავის თესლში, პარკოსნებში, ნიორსა და ხახვში.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

საჭმლის მონელების პროცესზე გავლენას ახდენს მონოსაქარიდები - მოლეკულები, რომლებიც ხილს ტკბილ გემოს ანიჭებენ. მას შეიცავს ლეღვი, მანგო, ფინიკი, თაფლი. პროდუქტებში პოლიოლების - შაქრისშემცვლელები - შემცველობისას, ასევე დიდია შებერილობის განვითარების რისკი. ეს ნაერთები დიდი რაოდენობითაა ხილში, ბოსტნეულსა და ტკბილეულში.

გაღიზინაებული ნაწლავის სინდრომისას ამ კატეგორიის საკვების შეზღუდვამ (და არა სრულად ამოღება) მნიშვნელოვნად შეიძლება გააუმჯობესოს მდგომარეობა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ცხოვრების წესი ქრონიკული დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხოვრების წესი ქრონიკული დაავადებების დროს

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ქრონიკულად მოავადეებმა მშვენივრად იციან, რომ ჯანმრთელობისთვის ფასდაუდებელი დახმარების აღმოჩენა, უპირველეს ყოვლისა, თავად შეუძლიათ, ამისთვის კი რამდენიმე წესის დაცვაა საჭირო. რაციონალური კვების პრინციპები - გულისხმობს კვების რეჟიმს. სასურველია საკვების მიღება დღეში -5-ჯერ ერთსა და იმავე დროს. სუფრის მარილის მიღება დღეში უნდა შეიზღუდოს 5 გრამამდე, 5-6 გრამი უნდა იყოს კალიუმის მარილების შემცველი პროდუქტების წილი მენიუში, უნდა შეიზღუდოს ცხარე საკვები, სანელებლები, მწნილეულობა, ცხოველური ცხიმებით მდიდარი საკვები, დაკონსერვებული პროდუქტები, საკონდიტრო ნაწარმი. შეზღუდვები ვრცელდება დღე-ღამეში მიღებულ სითხეზეც, განსაკუთრებით კი გაზიანი და მინერალური სასმელების მიღებაზე. დღე-ღამეში მიღებული საერთო სითხის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1-1,5 ლიტრს. არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი - ასაკის და ყოველდღიური რეჟიმის მიუხედავად დაავადებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის მქონეებმა ყოველდღიურად უნდა გაიკონტროლონ წნევა დღეში 2-ჯერ - დილით და საღამოს. უარი მავნე ჩვევებს - ეს თამბაქოსა და ალკოჰოლს ეხება. ფიზიკური აქტივობის გაზრდა - დასაშვები ფიზიკური დატვირთვის დონე მკურნალ ექიმთან ერთად ისაზღვრება. სწორად შერჩეული დატვირთვის პირობებში ვარჯიშის შემდეგ პულსი არ უნდა აღემატებოდეს 120-ს წუთში (180 - ასაკი), ვარჯიში არ უნდა იწვევდეს სულისხუთვას, გაძლიერებულ ოფლდენას, ზოგად სისუსტეს, ტკივილს გულმკერდის არეში. ჭარბი წონის მოცილება - ჭარბი წონის მოსაცილებლად აუცილებელია დღე-ღამეში 1800-1200 კკალორიის მოცილება. სრულფასოვანი დასვენება - მოიცავს დღე-ღამეში 8-9 საათი ძილს. რეკომენდებულია ძილის წინ სუფთა ჰაერზე სეირნობა, თბილი აბაზანა დაძინების წინ, საღამოთი უარის თქმა ვახშამზე და ტელევიზორის ყურებაზე. სტრესული სიტუაციებისგან თავის არიდება - თავი არიდეთ კონფლიქტებს, გადაღლას, განსაკუთრებით ქრონიკულს, ერთმანეთს მოუნაცვლეთ გონებრივი და ფიზიკური შრომა. ექიმის რჩევების მკაცრი დაცვა - ნუ გამოიჩენთ ინიციატივას და ნუ შეცვლით თვითნებურად დანიშნულებას. დაუშვებელია ყოველგვარი თვითმკურნალობა.

სასუნთქი სისტემის დაავადებები

სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონეთათვის აუცილებელია: უარი თქვან თამბაქოს წევაზე - სიგარეტზე უარის თქმით საგრძნობლად იზრდება გამოჯანმრთელების შანსი. ერიდონ მწეველთა საზოგადოებას - თუ ოჯახის წევრები ეწევიან, აიძულეთ ეს სახლს გარეთ აკეთონ, რადგან თამბაქოს კვამლი აღიზიანებს სასუნთქი სისტემის ლორწოვან გარსს და შესაძლოა, მიძინებული ქრონიკული პათოლოგიის გამწვავება გამოიწვიოს. სვით ბევრი სითხე - იგი ლორწოს გაათხელებს და მის ამოხველებას გააადვილებს. ასეთ დროს არ შეიძლება კოფეინიანი და ალკოჰოლური სასმელების სმა, რადგან ზოგიერთ მათგანს შარდმდენი ეფექტი აქვს და მიღებულ სითხეს ადვილად გამოდევნის ორგანიზმიდან. თბილი და ნოტიო ჰაერით სუნთქვა სჯობს - ამიტომ ერიდეთ კონდიციონერით ან სხვა გამათბობელი საშუალებებით ძლიერ გამომშრალ ჰაერს.

ყური დაუგდეთ ხველას და დროულად მიმართეთ ექიმს.

ალერგიული დაავადებანი

ალერგიული პირისთვის ცხოვრების წესი ერთ მთავარ პოსტულატს მოიცავს: რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიდეს მისი კონტაქტი ალერგენთან. მათთვის აკრძალულია: პარკებში სეირნობა, ქალაქგარეთ გასვლა მცენარეთა ყვავილობის პერიოდში ან ქარიან ამინდში, ასეთ დროს ბინასა და ოფისში ფანჯრების გაღება. ქუჩაში გასვლა ადრე დილით ან მშრალ ცხელ ამინდში, როცა ჰაერში ალერგენების კონცენტრაცია მაქსიმალურია. რეკომენდებულია: ოთახის განიავება წვიმის შემდეგ ან უქარო ამინდში, გაზაფხულსა და ზაფხულში ღია ფანჯარაზე ზეწრის ან დოლბანდის დამაგრება. მედიკამენტური უსაფრთხოების წესები - სამკურნალო პრეპარატის შერჩევა ყოველთვის ალერგოლოგს უნდა ანდოთ, რომელიც პრეპარატს არა მხოლოდ მისი ეფექტის, არამედ იმ გვერდითი რეაქციების გათვალისწინებით დაგინიშნავთ, რომელიც შესაძლოა წამლის მიღებას თან ახლდეს. ალერგიულ ადამიანს ყოველთვის თან უნდა ჰქონდეს რაიმე ანტიჰისტამინური პრეპარატი, რომლის დალევასაც ექიმის მოსვლამდე შეძლებს. არც ამ წამლით ბოროტად სარგებლობაა უსაფრთხო, ნუ მიიღებთ მას ალერგიული რეაქციების "პროფილაქტიკისთვის". გახსოვდეთ, არ არსებობს ორი ერთნაირი პაციენტი, ასე რომ კატეგორიულად დაუშვებელია ყოველგვარი თვითმკურნალობა.

შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას დიდწილად განსაზღვრავს შემდეგ აუცილებელ ღონისძიებათა გატარება: სწორი კვება - დიაბეტიან პირს უმთავრესად ნახშირწყლებით და ცხიმებით მდიდარი საკვები ეზღუდება, იშვიათად კი - ცილოვანიც. მედიკამენტური უსაფრთხოება - დიაბეტი 1 ტიპის მქონე პაციენტები მკაცრად უნდა იცავდნენ კვებისა და ინსულინის ინექციების გაკეთების რეჟიმს, კატეგორიულად დაუშვებელია ინსულინის დოზების თვითნებური შეცვლა, ექიმის კონსულტაციის გარეშე შაქრის შემცვლელების მიღება, ან სხვა რომელიმე პრეპარატით თვითმკურნალობა. ჰიგიენური წესების დაცვა - დიაბეტით დაავადებულებში საგრძნობლად დაქვეითებულია რეგენერაციის უნარი, ისინი გაცილებით მგრძნობიარენი არიან გარემო გამღიზიანებლებისადმი, ამიტომ პირადი ჰიგიენის დაცვას, განსაკუთრებით კი ტერფებისას, უდიდესი ადგილი ეთმობა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. გეგმიური დისპანსერული მეთვალყურეობა - დიაბეტი მთელ ორგანიზმს ანგრევს, ამიტომ დიაბეტის მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, დიაბეტიანი წელიწადში ორჯერ გადიოდეს გეგმიურ შემოწმებას კარდიოლოგთან, ნევროპათოლოგთან, ოფთალმოლოგთან და სხვა საჭირო პროფილის სპეციალისტთან.


უშაქრო დიაბეტი

უშაქრო დიაბეტი მძიმე ხვედრია, თუმცა პაციენტის მდგომარეობას ძლიერ ამსუბუქებს ყოველდღიური მოთხოვნების განუხრელი დაცვა. სამკურნალო დიეტა - ითვალისწინებს ნახშირწყლებით მდიდარ მენიუს, რაციონს, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია ხილით, ბოსტნეულითა და რძის ნაწარმით. საჭიროა დანაწევრებული კვების რეჟიმი - პაციენტი უნდა იკვებებოდეს ხშირ-ხშირად, არცთუ დიდი ულუფებით. დაავადების ქრონიკული მიმდინარეობა ნეგატიურად მოქმედებს საკვების მონელებაზე, ამიტომ პაციენტი მუდმივად მკურნალი ექიმისა და გასტროენტეროლოგის ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრულ კვებაზე უნდა იმყოფებოდეს. დისპანსერული მკურნალობა - დაავადებული ბავშვები სისტემატურად უნდა ისინჯებოდნენ გეგმიურად, წელიწადში ორჯერ სპეციალური გამოკვლევების ჩატარებით. დიდებისგან განსხვავებით, დაავადებული პატარა წელიწადში ერთხელ უნდა გასინჯოს ოტორინოლარინგოლოგმა, წელიწადში ერთხელვე უნდა ჩაუტარდეს ქალას რენტგენოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია. დისპანსერიზაცია სჭირდებათ მოზრდილებსაც, აუცილებელია მუდმივი კონტროლი მედიკამენტების მიღებაზე და მათი დოზირების კორექცია. მათი სამუშაო გარემო არ უნდა უკავშირდებოდეს მაღალ ტემპერატურას, ისეთ ადგილს, სადაც წყლის რაოდენობა შეზღუდულია (ცხელი საამქროები, სტეპები, უდაბნოები და სხვა).

ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებანი

ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადების მქონეთა ცხოვრების წესში გადამწყვეტი დაავადებული სახსრის მექანიკური განტვირთვაა, რაც დღის სწორი რეჟიმით მიიღწევა. კვების რეჟიმი - უნდა ერიდოთ მწარე, მჟავე და მლაშე კერძებს. მენიუ მცენარეული საკვებითა და ვიტამინებით მდიდარი უნდა იყოს. დასვენება - რაც შეიძლება მეტი დრო ატარეთ სუფთა ჰაერზე - მზის სხივები კანში წარმოქმნის D ვიტამინს, რაც კალციუმის შეწოვას უწყობს ხელს. ჭარბი წონის სწრაფად მოცილება - ზედმეტი წონა დაავადებულისთვის მუდმივად სატარებელი დიდი "ტვირთია", ამიტომ დროულად განთავისუფლდით მისგან. მედიკამენტური უსაფრთხოება - ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებათა სამკურნალო პრეპარატთა დიდი ნაწილი შერჩევითად მოქმედებენ ნეგატიურად კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ამიტომ ისეთი პრეპარატების შერჩევაა საჭირო, რომლებიც უმნიშვნელოდ აღიზიანებენ კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსს. დაავადებულთათვის გამორიცხულია: მოძრაობანი, რომლებიც ტკივილს ანიჭებთ, ერთ რომელიმე ფიქსირებულ პოზაში ხანგრძლივი ყოფნა. დიდი ხნის მანძილზე ფეხზე დგომა. ხანგრძლივად ფეხით სიარული. ერთი სახის მოძრაობათა ხშირი განმეორება. სიმძიმეების აწევა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რბილი ფუმფულა ლეიბი და დიდი ბალიში. საჭიროა: სპეციალური ფეხსაცმელი, ორთოპედიული ლეიბი და საწოლის ატრიბუტები, სამუხლეები, თავისუფალი და მსუბუქი ტანსაცმელი. ინტერვალები შრომისას - ყოველი 2 საათი მოძრაობის შემდეგ უნდა დაისვენოთ 5-7 წუთი. ფიზიკური ვარჯიში - კარგია ცურვა და ველოსიპედი.

აკლიმატიზაცია

აგარაკსა და კურორტზე ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი კლიმატური პირობების შეცვლას უკავშირდება, რის მიმართაც ადამიანი ძალზე მგრძნობიარეა. განსხვავებული ჰაერი, წყალი, ტემპერატურა, საცხოვრებელი გარემო და საკვები ორგანიზმში ფიზიოლოგიურ ძვრებს იწვევს, რომელთა მიზანიც ახალი კლიმატური პირობებისადმი შეგუებაა, რაც 3 დღე გრძელდება და აკლიმატიზაციად იწოდება. პირველი, რაც აკლიმატიზაციისას იჩენს თავს, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის მუშაობის ცვლილებებია: არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება, გულისცემის გახშირება, უჰაერობა, დიარეა, მუცლის შებერვა, ღებინება, მოგვიანებით მათ უძილობა, ფორიაქი, მოუსვენრობა და სისუსტე დაერთვის, სწორედ ამიტომ ქრონიკულად მოავადეთათვის ზაფხულში, დასასვენებლად აგარაკზე ან კურორტზე წასვლისას განსაკუთრებით მკაცრდება ცხოვრების წესთან დაკავშირებული აკრძალვები.