როგორ აფასებთ ქალისა და მამაკაცის ქცევას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ აფასებთ ქალისა და მამაკაცის ქცევას

მისი საშუალებით შეგიძლიათ შეამოწმოთ საკუთარი წარმოდგენა სხვადასხვა სქესის წარმომადგენელთა ხასიათსა და ქცევაზე. შეეცადეთ, მოცემული ჩამონათვალიდან გამოყოთ მამრობითი და მდედრობითი სქესისათვის დამახასიათებელი თვისებები, აგრეთვე ნეიტრალური შტრიხები, ანუ ის თვისებები, რომლებიც ახასიათებთ როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს.

1. აგრესიულობა;

2. აქტიურობა;

3. ამბიციურობა;

4. ანალიზის უნარი;

5. ათლეტურობა;

6. უდარდელობა;

7. დაუდევრობა;

8. მხნეობა;

9. სისწრაფე გადაწყვეტილებათა მიღებისას;

10. სულგრძელობა;

11. საკუთარი თავის რწმენა;

12. ერთგულება;

13. ათვისების უნარი;

14. სიფიცხე;

15. მაღალი ზნეობა;

16. ქმედებისთვის მზადყოფნა;

17. დემოკრატიულობა;

18. დისციპლინირებულობა;

19. სიკეთე;

20. მიმნდობლობა;

21. შეჯიბრების სურვილი;

22. ღვარძლიანობა;

23. სიხარბე;

24. პრანჭიაობა;

25. ქალურობა;

26. სიმკვირცხლე;

27. სიხალისე;

28. ადამიანებზე ზრუნვა;

29. დაფიქრებულობა;

30. მორიდებულობა;

31. მოწიფულობა;

32. იმპულსურობა;

33. ინდივიდუალიზმი;

34. ინფანტილურობა;

35. გულწრფელობა;

36. გაწაფულობა;

37. კონსერვატიულობა;

38. ქცევის კულტურა;

39. სიზარმაცე;

40. ბავშვების სიყვარული;

41. მოდის აყოლა;

42. ვაჟკაცობა;

43. სირბილე;

44. საიმედოობა;

45. საკუთარი პოზიციის უპირატესობის რწმენა;

46. შეუპოვრობა;

47. დაძაბულობა;

48. სინაზე;

49. დამოუკიდებლობა;

50. ბილწსიტყვაობისადმი უარყოფითი დამოკიდებულება;

51. უჩვეულობა;

52. არაორგანიზებულობა;

53. არამუდმივობა;

54. არაპრაქტიკულობა;

55. არაპროგნოზირებადობა;

56. კონტაქტურობა;

57. გაცხოველება;

58. ოპტიმიზმი;

59. გამოცდილება;

60. საფუძვლიანობა;

61. გონებაგახსნილობა;

62. მომხიბვლელობა;

63. მლიქვნელობა;

64. მიმზიდველობა;

65. მიჩვევა-მიჯაჭვა;

66. პირდაპირობა;

67. პუნქტუალურობა;

68. განვითარებული ინტუიცია;

69. განვითარებული წარმოსახვა;

70. მოდუნებულობა;

71. ეჭვიანობა;

72. სიმკაცრე;

73. თვითდაჯერებულობა;

74. დახვეწილობა;

75. სერიოზულობა;

76. ძალა;

77. პიროვნული სიძლიერე;

78. სხვათა აყოლიებისადმი მიდრეკილება;

79. დომინირებისადმი მიდრეკილება;

80. იდეალიზმისადმი მიდრეკილება;

81. ფლობისადმი მიდრეკილება;

82. ცვალებადობისადმი მიდრეკილება;

83. რისკისადმი მიდრეკილება;

84. მორიდებულობა;

85. ნატურის სირთულე;

86. გულშემატკივრობა;

87. ლიდერობის უნარი;

88. საკუთარი შეხედულებების დაცვის უნარი;

89. სხვისი დამშვიდება-დაშოშმინების უნარი;

90. ტაქტიკურობა;

91. სითბო;

92. მოთმინება;

93. შემწყნარებლობა;

94. ხმადაბალი საუბარი;

95. შრომისმოყვარეობა;

96. პატივიცემის უნარი;

97. გონიერება;

98. მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობის უნარი;

99. სხვათა გაგების უნარი;

100. ხუმრობის უნარი;

101. მუშაობის უნარი;

102. გართობის უნარი;

103. თანაგრძნობის უნარი;

104. სხვათა დარწმუნების უნარი;

105. დათმობის უნარი;

106. ზომიერება;

107. უდრეკობა;

108. სიჯიუტე;

109. ეშმაკობა;

110. პატიოსნება;

111. სისუფთავე;

112. პასუხისმგებლობის გრძნობა;

113. იუმორის გრძნობა;

114. შეხედულებათა სიფართოვე;

115. ეგოისტურობა;

116. ექსტრავაგანტურობა;

117. ენერგიულობა;

118. ბრწყინვალება

გასაღები:

მამაკაცურ თვისებებად მიჩნეულია:

1, 3, 4, 5, 9, 11, 21, 33, 42, 45, 46, 49, 76, 77, ნ78, 79, 83, 87, 88, 98.

ქალებისათვის დამახასიათებელია შემდეგი თვისებები:

12, 20, 25, 27, 28, 30, 34, 40, 43, 48, 50, 63, 65, 86, 89, 91, 94, 99, 103, 105.

დანარჩენი თვისებები (ხასიათის შტრიხები) ნეიტრალურია.

  • თუ თქვენი არჩევანი ემთხვევა გასაღებში მოყვანილ ჩამონათვალს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ სწორი წარმოდგენა გაქვთ მამრობითი და მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა ხასიათისა და ქცევის შეფასების კანონზომიერებებზე.
  • თუ ამა თუ იმ ჩამონათვალში (იგულისხმება ქალებისა და მამაკაცებისთვის დამახასიათებელი შტრიხების სია) თქვენ გააერთიანეთ ნეიტრალური შტრიხებიც. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ადამიანთა ქცევაში სქესობრივ გამოვლინებებს.
  • თუ თქვენ სწორად შეარჩიეთ უფრო მეტად ქალებისთვის ან მამაკაცებისთვის დამახასიათებელი თვისებები, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უკეთ გაქვთ გაცნობიერებული ორივე სქესის თავისებურებები, უკეთ იცნობთ მათ ხასიათს.