სასარგებლო და სასიამოვნო სუნები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასარგებლო და სასიამოვნო სუნები

სურნელს ადამიანის მხოლოდ დამშვიდება ან აღფრთოვანება კი არა, განკურნებაც შეუძლია. ჩინელებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე ორი ათასი წლით ადრე იცოდნენ, რომ ზოგიერთი მცენარის ეთერზეთს სამკურნალო ეფექტი აქვს. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფიზიოლოგიურ პროცესებზე ქაფურის ხსნარების ზეგავლენა დღეს საყოველთაოდ არის ცნობილი. პიტნის კვერუკები (პიტნის ეთერზეთით გაჟღენთილი შაქრის ნატეხები) გულისრევის შეგრძნებას რომ ახშობს, ესეც ჩინებულად მოგეხსენებათ.

პიტნის ზეთი, რომლის მთავარი კომპონენტი მენთოლია, ზედა სასუნთქი გზების კატარული პროცესების (ლორწოვანი გარსის ანთების) ერთ-ერთი საუკეთესო წამალია, ნიშადური - ანისურას (ვაშლის ერთ-ერთი ჯიშის) წვეთები კი ბრონქიტის დროს მშრალ ხველას ხსნის. ძველად სამეფო კარის მოცეკვავეებს თმასა და ტანსაცმელზე ეთერზეთებით (აქროლადი სურნელოვანი ნივთიერებებით) სავსე ბურთულები ჰქონდათ მიმაგრებული. ცეკვისას ბურთულები ირხეოდა, ნივთიერებები ქროლდებოდა და თავბრუდამხვევი სურნელით კიდევ უფრო აჯადოებდა მაყურებელს. ძველ ეგვიპტეში სანთლებს, საცხებს, მალამოებს, აბებს მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურნელოვანი ნივთიერებებისაგან ამზადებდნენ. ხახვის, ნივრის, ყურძნის, საზამთროს, ანისურას, კვლიავისა და პიტნის გამოყენების ტრადიცია სწორედ იქიდან მოდის. მცენარეთა სამკურნალო ზემოქმედებასა და სასარგებლო თვისებებს ძველი ბერძნებიც კარგად იცნობდნენ. სწორედ მათ აღმოაჩინეს, რომ მცენარეული ეთერზეთები ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს - აგრილებს, აღაგზნებს, აძინებს, ადუნებს...

სასარგებლო სუნები

  • თურმე ფორთოხლის სურნელი ადამიანს ათბობს და შვების განცდას ანიჭებს.
  • რეჰანი მხნეობას მატებს და შაკიკისაგან ათავისუფლებს.
  • ვერბენა და ნემსიწვერა დაძაბულობას ხსნის, დეპრესიას აქარვებს.
  • კედარის სურნელი შიშს აქარწყლებს.
  • ლიმონი ამაღლებს განწყობას, ხსნის დაღლილობასა და მოუსვენრობას.
  • ბეგქონდარა წმენდს ჰაერს.
  • ევკალიპტი ასუფთავებს ცხვირ-ხახას და ამცირებს ემოციურ დატვირთვას.
  • რეჰანის, სალბის, ჯავზისა და პაჩულის სურნელი საუკეთესოა სურდოს დროს.
  • თუ თქვენ სამსახურში ან პირად ცხოვრებაში რაღაც პრობლემები გაქვთ, კატაბალახას ულუფებს მაინცდამაინც ნუ დაეწაფებით, არც ვალიდოლის გამოყენებას გირჩევთ ხშირად ენის ქვეშ; ამის სანაცვლოდ უმჯობესია ჟასმინის გარემოცვა შეიქმნათ ირგვლივ. ამ ყვავილის სურნელი ხსნის ემოციურ დაძაბულობას და ადამიანს კარგ განწყობაზე აყენებს.
  • საკმევლის სუნი, შესაძლოა, ზოგს ერთგვარად მძიმედ მიაჩნდეს და უსიამოვნო ასოციაციებს იწვევდეს, მაგრამ მედიტაციისათვის სასარგებლო სურნელად არის აღიარებული.
  • პიტნის სურნელი ხსნის გონებრივ დაღლილობას, გვათავისუფლებს დამთრგუნველი ფიქრებისაგან. მისი დაყნოსვა, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სასარგებლოა.
  • ფიჭვის ტყეში ადამიანი მსუბუქად და მშვიდად გრძნობს თავს, იმიტომ, რომ ფიჭვის სურნელი გაწმენდისა და გაძლიერების ეფექტს იწვევს.

იცით თუ არა, რომ

  • სასტუმრო ოთახში სასურველია ბეგქონდარას ან სანდალოზის სურნელი ტრიალებდეს;
  • საწოლ ოთახში - ჟასმინისა;
  • საბავშვო ოთახისათვის რეკომედებულია რეჰანის, კედარის, ფიჭვის ან ფორთოხლის სურნელი;
  • ოფისში კი უმჯობესია ბეგქონდარას, ჟასმინის ან ვერბენას სუნი იდგეს.

თურმე ჩვენს ორგანიზმზე კატაბალახას სურნელი გამაახალგაზრდავებელ ეფექტს ახდენს. სასურველია კატაბალახას სპირტიანი ნაყენის გამოყენება სხვა მცენარეების გარეშე. აღნიშნული სურნელი ძილის წინ უნდა შეისუნთქოთ. დოზირება ინდივიდუალურია. შესუნთქვა თითოეული ნესტოთი მორიგეობით ერთ-ორჯერ უნდა მოხდეს. პირველ დღეებში ღრმა შესუნთქვას ერიდეთ. თუ მეორე დილით თავის ტკივილით გაიღვიძეთ, ე.ი. დოზა გადაჭარბებული აღმოჩნდა. კატაბალახას სურნელის გავლენას პირველივე თვეს იგრძნობთ - ის ორგანიზმის გაძლიერებას იწვევს. დასუსტებული პირები განსაკუთრებულად შეიგრძნობენ ხოლმე ძალთა მოზღვავებას. სამი თვის განმავლობაში ამ პროცედურის ჩატარება კი თვითშეგრძნებას საგრძნობლად აუმჯობესებს. იწყება თმების გამუქება, ძილი ღრმა და მშვიდი ხდება, წნევა ქვეითდება, თვალის ბროლის შემღვრევის პროცესი ნელდება, ტკივილები გულის არეში ქრება. რიტანელმა სოციოლოგებმა ფართომასშტაბიანი გამოკითხვით დაადგინეს, რომელი სურნელი მიაჩნიათ ყველაზე მომხიბვლელად და სასიამოვნოდ ინგლისელებს.

აღმოჩნდა, რომ ბრიტანელთა საყვარელ სურნელს წარმოადგენს ნორჩი, ახალაბიბინებული, ხასხასა ბალახის სურნელი (გამოკითხულთა 20%). 4300 რესპონდენტიდან ყოველი მე-6 აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ყვავილთა სურნელი მოსწონს. მესამე ადგილზეა წვიმის სუნი (11%). მეცნიერთა გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გამოკითხულთა 10% უპირატესობას ნივრის სურნელს ანიჭებს. ახალგამომცხვარი პურის სურნელს 6%-მა დაუჭირა მხარი, გარეცხილი თეთრეულის სუნი კი 4%-ს ხიბლავს. გარდა ჩამოთვლილი სუნებისა, ბრიტანელებს თურმე ზღვის, ბეკონის, შოკოლადის, თევზთან ერთად შემწვარი ტრადიციული ბრიტანული კარტოფილის სურნელი მოსწონთ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თუ თქვენი საძინებელი ყვავილთა სურნელით იქნება გაჟღენთილი, ტკბილად და მშვიდად დაგეძინებათ. გერმანელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანი, რომელიც ძილის დროს ვარდის სურნელს შეისუნთქავს, მხოლოდ დადებით ემოციებს განიცდის. საკვლევ პირთა მეორე ჯგუფს ძილის დროს ლაყე კვერცხის სუნს ასუნთქებდნენ. შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა - ეს ადამიანები კოშმარულ სიზმრებს ხედავდნენ და მეორე დღეს ცუდი განწყობით ეღვიძებოდათ.