/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ბიორიტმების კვალდაკვალ

ბიორიტმების კვალდაკვალ
ქრონობიოლოგები - სპეციალისტები, რომლებიც ადამიანის ბიოლოგიურ ციკლებს შეისწავლიან - ამას ასე ხსნიან:

ჩვენი ორგანიზმი, ისევე როგორც საათის მექანიზმი, ემორჩილება განსაზღვრულ რიტმს. თუ მაღვიძარაში, მაგალითად, მწყობრიდან გამოვიდა რომელიმე ზამბარა, საათის სვლა ირღვევა. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც: საკმარისია, რიტმში თავი იჩინოს ერთმა ყალბმა ნოტმა, რომ მაშინვე იჩენს თავს პრობლემები: ვერ გამოიძინეთ, ყველაფერი გაღიზიანებთ... გამორიცხული არ არის, ბიორიტმის დარღვევის მიზეზი იყოს ორიოდე ზედმეტი კილოგრამი, რომლის მოცილებას გულმოდგინედ ცდილობთ.

7.00 - დილა მშვიდობისა, მზეო!

ეს იდეალური დროა გაღვიძებისთვის. თირკმელზედა ჯირკვლები გამოყოფენ ჰორმონების პირველ, დილის ულუფას. სწორედ ის ახდენს გავლენას პულსის გახშირებასა და სისხლის მიმოქცევის აჩქარებაზე. იმისათვის, რომ დილა მართლაც მშვიდობიანი გქონდეთ, დალიეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი. ეს კუჭ-ნაწლავის მუშაობას გაგიუმჯობესებთ.

7.30 - ვარჯიშის დროა!

მცირე გასეირნების, გარბენის ან ვარჯიშის წყალობით დილიდანვე მიიღებთ ენერგიას, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურობისთვის არის საჭირო.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

8.00-9.00 - ვსაუზმობთ

კუჭი აქტიურობის მწვერვალზეა, ამიტომ საკვები სწრაფად გადამუშავდება და ორგანიზმი მაქსიმალური ოდენობის ენერგიას იღებს, რაც ასე საჭიროა ცხოვრების აქტიური წესის შესანარჩუნებლად. უმჯობესია, საუზმეზე მიირთვათ შვრიის ფაფა, ხილი, იოგურტი, ერთი ნაჭერი დაღერღილი მარცვლეულის პური, ყავის ნაცვლად - მწვანე ჩაი.

ასევე დაგაინტერესებთ
რაზეა დამოკიდებული ჩვენი ბიორიტმები

12.00 - შემოქმედებითი აღტყინება

გულის კუნთისთვის ეს ნამდვილი ვარსკვლავიერი საათია. ამ პერიოდში თქვენი "ცეცხლოვანი ძრავა" სრული დატვირთვით მუშაობს, ამიტომ ზედმეტად ნუ გადატვირთავთ. კარგი იქნება, თუ უარს იტყვით ყავასა და შოკოლადზე. ქრონობიოლოგები გვირჩევენ, ეს დრო ინტელექტუალურ სამუშაოს დავუთმოთ. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ადამიანს ამ დროს ყველაზე რთული ამოცანების გადაწყვეტა შეუძლია. ორიგინალური იდეებიც მრავლად ექნება.

13.00 - სადილის დროა

სასურველია, სადილი ცილებითა და რთული ნახშირწყლებით იყოს მდიდარი. დესერტად შეგიძლიათ მწარე შოკოლადიც დააყოლოთ. სადილის შემდეგ მაშინვე საქმეს ნუ შეუდგებით. ამ დროს ბიორიტმები სუსტდება, ორგანიზმს დასვენება სჭირდება. თავს ძალას ნუ დაატანთ, შრომას ეფექტი არ ექნება.

14.00 - ვიზიტები

შუადღისას ტკივილის შეგრძნება შემცირებულია, ანესთეტიკებიც ორჯერ უფრო ეფექტურად მოქმედებს, ვიდრე დილით და საღამოს, ასე რომ, კარგი იქნება, თუ ამ დროისთვის დაგეგმავთ ვიზიტს, მაგალითად, სტომატოლოგთან.

15.00-16.00 - ვეშვებით

ამ დროს გული "თვლემს", ტვინსა და შინაგან ორგანოებში, გარდა კუჭისა, სისხლის მიმოქცევა შენელებულია, ამიტომ მუშაობის სურვილი არ გაქვთ, თვალის მოტყუებაზე კი უარს ნამდვილად არ იტყოდით. თუ ამას ვერ მოახერხებთ, ისეთ საქმეს მაინც მოჰკიდეთ ხელი, რომელიც ინტელექტუალურ ძალისხმევას არ მოითხოვს. მაგალითად, დაალაგეთ სამუშაო მაგიდა.

17.00 - მეორე სუნთქვა იხსნება

ენერგეტიკული დაღმასვლა წყდება. იგრძნობა სასიცოცხლო ძალების მომატება. ტონუსის მოსამატებლად ნებადართულია შავი ყავის ან რამდენიმე ულუფა მწარე შოკოლადის მიღება.

18.00-19.00 - სოლარიუმი და მასაჟი

სამუშაო დღის შემდეგ ორგანიზმს მოდუნება სჭირდება. მასაჟისთვის ეს იდეალური დროა. მასაჟი გააძლიერებს სისხლის ცირკულაციას, მოხსნის კუნთთა დაძაბულობას და საშუალებას მოგცემთ, სრულიად მოდუნდეთ. შესანიშნავი გაგრძელება იქნება სოლარიუმი. კანი ამ დროს უფრო სწრაფად გაირუჯება, ხოლო სითბო დაგამშვიდებთ და განწყობას გამოგიკეთებთ.

20.30 - მასკარადის დროც დადგა

ის დროა, კანს მიხედოთ. თავდაპირველად ზედმიწევნით კარგად გაიწმინდეთ, შემდეგ კი მკვებავი ნიღაბი გაიკეთეთ. ფორები ღრუბელივით იწოვენ ფერმენტებს, რის შედეგადაც კანი ღამის განმავლობაში ისვენებს და აღდგება. ექსტრარეცეპტი: აურიეთ ერთმანეთში ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ზეითუნის ზეთი და თქვენი სახის კრემი და სქლად წაისვით სახეზე. ეს ნიღაბი გაიჩერეთ არანაკლებ 20 წუთისა. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

22.00-23.00 - ტკბილი სიზმრები

ძალების აღდგენისთვის ორგანიზმს სჭირდება არანაკლებ შვიდსაათიანი ღრმა და სრულფასოვანი ძილი. დაწოლამდე გაანიავეთ საძინებელი, ნელ-ნელა დალიეთ ერთი ჭიქა თაფლიანი რძე.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბიორიტმების კვალდაკვალ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები