/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პულმონოლოგია

როგორ ვსუნთქავთ

როგორ ვსუნთქავთ
სუნთქვა სასუნთქი სისტემის ორგანოთა მიერ მუდმივად განხორციელებულ პროცესთა ერთობლიობაა, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელი ჟანგბადის მიწოდებას და ნახშირორჟანგის დროულ გამოტანას ისახავს მიზნად.

თითოეული ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას ადამიანი 500 მლ-მდე ჰაერს იყენებს. ასე რომ, ჩვენი ფილტვები წუთში საშუალოდ 6-8 ლიტრ ჰაერს ატარებენ. ფილტვები ბოლომდე არასდროს იჩუტება. ყველაზე ღრმა ამოსუნთქვის შემდეგაც კი მათში 1000-დან 1500 მლ-მდე ჰაერი რჩება, რომელსაც ნარჩენი ჰაერი ჰქვია. ნარჩენი ჰაერი მუდმივად არის ფილტვებში, ადამიანის გარდაცვალების შემდეგაც კი.

სუნთქვის სიხშირე

სუნთქვის მთავარი მახასიათებელი მისი სიხშირეა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნორმალურ პირობებში მოზრდილი ადამიანი წუთში 18-20-ჯერ ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს. ეს სუნთქვითი კომფორტია - სუნთქვითი რეჟიმი, რომლის დროსაც იგი თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. სუნთქვითი კომფორტის მაჩვენებელი ყველასთვის ერთნაირი არ არის. იგი ასაკის მიხედვით იცვლება. მაგალითად, ახალშობილისთვის კომფორტული სუნთქვის სიხშირე წუთში 44-ია, 6 წლის ბავშვისთვის - 26, 15-25 წლის ახალგაზრდისთვის - 16-20, 50 წლიდან - 16-28. ეს მაჩვენებელი მუდმივი არ არის. იგი განსაზღვრული ფაქტორების გავლენით იცვლება. ეს ფაქტორებია:

. ფიზიკური დატვირთვა;

შეკითხვა ექიმს
<p>-უსიცხო ფილტვების ანთება გამოჩნდება თუარა ჩვეულებრივ რენტგენზე?</p>

. სწრაფად წამოდგომა;

. მოძრაობა;

. ჭამა;

ასევე დაგაინტერესებთ
სუნთქვა ნიშნავს სიცოცხლეს!

. ემოციები - როგორც დადებითი, ისე უარყოფითი;

. გარემოს ტემპერატურის ცვალებადობა.

სუნთქვის სიხშირის ცვლილებას კატასტროფული შედეგები არ მოაქვს, რადგან მუდმივად ცვლად პირობებთან მშვენივრად არის შეგუებული სუნთქვის სარეგულაციო აპარატი, რომლის დახმარებითაც ორგანიზმი სწრაფად ეგუება ყოველგვარ ცვლილებას.

სუნთქვის სტადიები

როგორი სიხშირითაც არ უნდა სუნთქავდეს ადამიანი, ეს პროცესი ყოველთვის 4 თანამიმდევრული ეტაპისგან შედგება. ესენია:

1. ფილტვების ვენტილაცია;

2. სისხლის მიერ აირთა ტრანსპორტი;

3. აირთა ცვლა სისხლსა და ქსოვილებს შორის;

4. უჯრედული სუნთქვა - უჯრედების მიერ ჟანგბადის მოხმარება და ნახშირორჟანგის გამოყოფა.

ფილტვების ვენტილაცია

ფილტვების ვენტილაცია ფილტვებში ჰაერის მოძრაობაა, რაც სუნთქვის პროცესში გულმკერდის რიტმული მოძრაობით ხორციელდება. სუნთქვითი მოძრაობა ორი ფაზისგან - ჩასუნთქვის (ინსპირაცია) და ამოსუნთქვისგან (ექსპირაცია) შედგება. ჩასუნთქვა აქტიური პროცესია, რომელიც მთელი რიგი კუნთებისა და ნერვული დაბოლოებების დახმარებით ხორციელდება, ამოსუნთქვა კი პასიური პროცესია. იგი ჩასუნთქვისას შეკუმშული კუნთების მოდუნებისა და ნერვული დაბოლოებების განმუხტვის შედეგია.

აირთა ტრანსპორტი

აირთა ცვლა სისხლსა და ქსოვილებს შორის - ჩასუნთქულ ჰაერში შემავალი ჟანგბადი თითოეულ უჯრედამდე მიდის, უჯრედებიდან სისხლში კი ცხოველქმედების შედეგად დაგროვილი ნახშირორჟანგი გადადის, რომელიც ამოსუნთქვისას ორგანიზმიდან გამოიდევნება.

ჟანგბადის მოხმარება და ნახშირორჟანგის გამოყოფა

ამ ფაზაში ორგანიზმი სისხლის მეშვეობით მიტანილი ჟანგბადის ათვისებას იწყებს, რაც ნივთიერებათა ცვლის გრძელი ჯაჭვის შემადგენელი ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების წარმართვას ითვალისწინებს.

სუნთქვის ცენტრი

სასუნთქი კუნთების რიტმულ კოორდინირებულ მოქმედებას, სუნთქვის შეგუებას ორგანიზმის შინაგან გარემოსა და გარესამყაროს ცვალებად პირობებთან უზრუნველყოფს ცენტრალური ნერვული სისტემა. მისი მთავარი რგოლია მოგრძო ტვინში მდებარე სუნთქვის ცენტრი, უჯრედთა გროვა, რომლის ფუნქციის მოშლაც სასუნთქი მუსკულატურის დამბლას და სუნთქვის შეჩერებას იწვევს. სუნთქვის ცენტრი ორი მთავარი - ჩასუნთქვისა (ინსპირატორული) და ამოსუნთქვის (ექსპირატორული) - ნაწილისგან შედგება. სუნთქვის ცენტრი მხოლოდ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის რიტმულ მონაცვლეობას როდი უზრუნველყოფს - მას სასუნთქ მოძრაობათა სიღრმისა და სიხშირის შეცვლის, სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცესისა და მოვლენის მიმდინარეობა-განვითარების რეგულაციის უნარიც აქვს. ზოგჯერ ორგანიზმში მომხდარი პათოლოგიური ცვლილებები იმდენად არღვევს სუნთქვის ნორმალურ პროცესს, რომ მისი რეგულირება სუნთქვის ცენტრსაც აღარ ძალუძს და ადამიანს სუნთქვის უკმარისობა ეწყება, რომელიც ობიექტურად ქოშინის სახით იჩენს თავს.

ქოშინი

ქოშინი, დისპნოე, სუნთქვის გაძნელებაა, ჰაერის უკმარისობა ან ჩვეულებრივზე მეტი ჟანგბადის მოთხოვნის შეგრძნება. ქოშინის დროს ირღვევა სუნთქვითი მოძრაობების ძალა და რიტმი, იცვლება სუნთქვის სიხშირე და სიღრმე. ქოშინი მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური სიმპტომია და დაცვით ფიზიოლოგიურ საშუალებას წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ივსებს ჟანგბადის ნაკლებობას (ქოშინისას ორგანიზმში მიწოდებული ჟანგბადის რაოდენობა 2-3-ჯერ იზრდება) და ააქტიურებს დაგროვილი ნახშირორჟანგის გამოდევნას.

ქოშინის ფორმები და სახეები

სუნთქვის სიხშირის ცვლილების მიხედვით განასხვავებენ დისპნოეს ორ სახეს: ტაქიპნოესა და ბრადიპნოეს. ტაქიპნოე ზედაპირული და გახშირებული სუნთქვაა - 20-ზე მეტი სუნთქვითი მოძრაობა წუთში. დამახასიათებელია ანემიის, ცხელების, სისხლის დაავადებებისთვის. რაც შეეხება ისტერიულ მდგომარეობას, ამ დროს სუნთქვის სიხშირე წუთში 60-80 სუნთქვით მოძრაობას აღწევს. ბრადიპნოე სუნთქვის პათოლოგიური გაიშვიათებაა - 16-ზე ნაკლები სუნთქვითი მოძრაობა წუთში. ვლინდება ტვინისა და მისი გარსების დაზიანებისას, მძიმე და ხანგრძლივი ჰიპოქსიისას (ჟანგბადის ნაკლებობა), შაქრიანი დიაბეტის აციდოზის და დიაბეტური კომისას. იმის მიხედვით, სუნთქვის რომელი ფაზაა გაძნელებული ქოშინის დროს, განასხვავებენ ექსპირატორულ და ინსპირატორულ ქოშინს. ინსპირატორულ ქოშინს ახასიათებს გახანგრძლივებული ჩასუნთქვა, ვითარდება ხორხის რეფლექსური სპაზმისა და კარდიული ასთმისას. ექსპირატორულია (გაძნელებული ამოსუნთქვა) ქოშინი, რომელიც ვითარდება სასუნთქი მუსკულატურის სპაზმის შედეგად წვრილი ბრონქებისა და ბრონქიოლების სანათურის შევიწროების გამო, დამახასიათებელია ბრონქული ასთმისთვის. ქოშინი ფიზიოლოგიურიც შეიძლება იყოს და პათოლოგიურიც. ფიზიოლოგიურია ქოშინი, რომელიც თავს იჩენს განსაკუთრებით ძლიერი და უჩვეულო ფიზიკური დატვირთვისას, რაც ამ პირობებში ორგანიზმის ჟანგბადზე მომატებულ მოთხოვნას უკავშირდება და დატვირთვის შეწყვეტის შემდეგ მოკლე ხანში თავისთავად, ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე გაივლის. პათოლოგიურია ქოშინი, რომელიც ისეთი დატვირთვის დროსაც იჩენს თავს, რომელსაც ადამიანი ადრე ქოშინის გარეშე ასრულებდა.

პათოლოგიური ქოშინი

არსებობს პათოლოგიური ქოშინის შემდეგი სახეობები: გულისმიერი, ფილტვისმიერი, შერეული, ცერებრული და ჰემატოგენური. გულისმიერი ვითარდება გულის უკმარისობისას, თავდაპირველად ფიზიკური დატვირთვისა და ჭამის დროს იჩენს თავს, მოგვიანებით კი მოსვენების დროსაც ვითარდება. ახასიათებს უმთავრესად გულის მანკითა და კარდიოსკლეროზით დაავადებულებს. ფილტვისმიერი ვლინდება სასუნთქი აპარატის სხვადასხვა დარღვევისას, მათ შორის - სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დაზიანებისას. ყველაზე ხშირია პნევმონიის, ფილტვის ემფიზემის, პლევრიტების და ფილტვის არტერიის ემბოლიის დროს. შერეული (გულ-ფილტვისმიერი) აღმოცენდება ბრონქული ასთმისა და ფილტვების ემფიზემის მძიმე ფორმების დროს, რაც ფილტვის არტერიაში სკლეროზულ გადაგვარებას, გულის მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიასა და ჰემოდინამიკის (სისხლის მიმოქცევის) მოშლას უკავშირდება. ცერებრულია ქოშინი, რომელიც ვითარდება თავის ტვინის ორგანული დაზიანების (ქალას ტრავმები, სიმსივნე, სისხლჩაქცევა) შედეგად სუნთქვის ცენტრის გაღიზიანების გამო. ჰემატოგენური ქოშინი განპირობებულია ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობისას სისხლში ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების დაგროვებით და ტოქსიკური ნივთიერებებით სუნთქვის ცენტრის გაღიზიანებით. ასეთი რამ ხდება დიაბეტური კომისა და ურემიის (სისხლში აზოტოვანი ნარჩენების არსებობა) დროს. ჰემატოგენური ქოშინი ახასიათებს ანემიებსაც (სისხლნაკლოვანება). უყურადღებოდ, სათანადო სამედიცინო ჩარევის გარეშე დარჩენილი ქოშინი ხშირად გადადის მოხრჩობისა და მოგუდვის შეტევაში, რომელიც განსაკუთრებით ამძიმებს ადამიანის მდგომარეობას და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ალკოჰოლი და დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალკოჰოლი და დაავადებები

XX საუკუნის ბოლოს ამ შეხედულებათა მიმდევარმა მეცნიერებმა სამკურნალო თვისებებით საყოველთაოდ ცნობილი ფრანგული წითელი ღვინოების "გაშავებაც" კი მოახერხეს. ამჟამად ალკოჰოლურ სასმელებზე სპეციალისტთა შეხედულებანი რამდენადმე შეიცვალა, თუმცა ალკოჰოლის მიღება გარკვეულწილად დღესაც "რეგლამენტირებულია". ამ თემაზე ექიმი თერაპევტი ვაჟა გვიშიანი გვესაუბრება:

  • ბატონო ვაჟა, როგორია ალკოჰოლის მიღების ოქროს წესი და რა უნდა გაითვალისწინონ სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიით დაავადებულებმა?

- საუბრის დაწყებისთანავე შევთანხმდეთ, რომ მაგარი სპირტიანი სასმელი აბსოლუტურად იკრძალება ნებისმიერი მწვავე დაავადებისას და ქრონიკული დაავადების გამწვავებისას. რაც შეეხება ქრონიკული დაავადების რემისიის პერიოდს, ამ დროს, პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით, გარკვეული ოდენობის სპირტიანი სასმლის მიღება ნებადართულია.

  • მაინც რამდენია ეს "შეზღუდული ოდენობა"?

- ცნობილია, რომ ალკოჰოლის ატანის უნარით ადამიანები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან, რაც მათი მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებებით არის განპირობებული. ზოგიერთის ორგანიზმში, მემკვიდრეობით მიღებულ ბიოქიმიურ თავისებურებათა წყალობით, ალკოჰოლის ნეგატიური შედეგების ლიკვიდაცია გაცილებით სწრაფად ხდება, ზოგიერთს კი ალკოჰოლური ინტოქსიკაციისთვის სულ რამდენიმე გრამი ალკოჰოლიც ჰყოფნის. პირველი ჯგუფი უფრო ადვილად იტანს სპირტიან სასმელს და გაცილებით მეტსაც სვამს, ამიტომ ძნელი სათქმელია, რამდენი სასმელია ნებადართული ერთ ჯერზე ამა თუ იმ ქრონიკულად მოავადე ადამიანისათვის. მამაკაცისთვის, როგორი წარმოდგენაც არ უნდა ჰქონდეს მას საკუთარ შესაძლებლობებზე, ეს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 გრამ სუფთა ალკოჰოლს, რაც დაახლოებით 1 ლიტრი ლუდი, ნახევარი ლიტრი ღვინო ან 4-5 სირჩა არაყია. ქალბატონები ალკოჰოლს გაცილებით უარესად იტანენ, ამიტომ მათთვის ეს მაჩვენებლები ორჯერ ნაკლებია.

  • როდესაც ადამიანის ორგანიზმზე ალკოჰოლის ზემოქმედების შესახებ ვმსჯელობთ, უწინარეს ყოვლისა, გულის იშემიური დაავადების ხელშემწყობ თვისებას ვახსენებთ ხოლმე. ნებადართულია თუ არა ალკოჰოლი დაავადებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის მქონეთათვის?

- ალკოჰოლის, როგორც იშემიური დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორის, როლი დღეს ექსპერიმენტებით არის დადასტურებული და ამაზე აღარავინ დავობს, თუმცა ეს როდი ნიშნავს, რომ გულის იშემიური დაავადების მქონე პირებს საერთოდ ეკრძალებათ სპირტიანი სასმელები. მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმში ორი სახის ქოლესტერინი არსებობს:

  • "კარგი" ანუ ქოლესტერინი, რომელიც არეგულირებს გულის კუნთის მუშაობას და აბრკოლებს სტენოკარდიული შეტევის განვითარებას;
  • "ცუდი" - ქოლესტერინი, რომელიც ხელს უწყობს ათეროსკლეროზული ფოლაქებით სისხლძარღვების შევიწროებასა და თრომბების წარმოქმნას.

ალკოჰოლის მცირე და ზომიერი დოზები ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის ოდენობის მატებას, რაც აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას და სტენოკარდიული შეტევების განვითარების ალბათობას 20%-ით ამცირებს. ზომიერი ოდენობა გულისხმობს კვირაში ერთ კათხა ლუდს, 1-2 ჭიქა წითელ ღვინოს ან სირჩა არაყს. ამასვე მოწმობს მედიცინაში საყოველთაოდ ცნობილი "ფრანგული პარადოქსიც": ფრანგები, საკმაოდ ნოყიერი სამზარეულოს მიუხედავად, კორონარული ათეროსკლეროზით გაცილებით იშვიათად ავადმყოფობენ და იღუპებიან, ვიდრე ის ხალხი, რომელთა მენიუც შედარებით ნაკლებცხიმიანია. ეს გულის იშემიური დაავადების პროფილაქტიკით აიხსნება, რომელშიც გადამწყვეტ როლს ფრანგებისთვის ესოდენ საყვარელი წითელი ღვინო ასრულებს. საქმე მხოლოდ ალკოჰოლში არ არის - წითელი ღვინო შეიცავს ფენოლურ ნაერთებს, რომლებსაც ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები ახასიათებს. ამიტომ არის, რომ 20-30 გრამი წითელი ღვინის ყოველდღიური მიღება იშემიური დაავადების განვითარების რისკს 40%-ით ამცირებს. უფრო მეტსაც გეტყვით: ფრანგული ფენომენის ფრანგებს იმდენად სჯერათ, რომ სულ მალე წითელი ღვინის აბების სახით გამოშვებასაც კი გეგმავენ.

  • ჩვენში მრავალი ჰიპერტონიკი, აქაოდა, ალკოჰოლი არტერიულ წნევას აქვეითებსო, მას წნევის დამწევ საშუალებად იყენებს...

- ალკოჰოლი რამდენადმე ამცირებს სისხლძარღვთა ტონუსს და ამ გზით არტერიულ წნევას მცირე ხნით მართლაც აქვეითებს. სამაგიეროდ, იზრდება გულისცემის სიხშირე, არტერიულ წნევას კი პირდაპირ განსაზღვრავს სისხლის ის მოცულობა, რომელიც სისხლძარღვთა კალაპოტში დროის განსაზღვრულ მონაკვეთში გაედინება. ასე რომ, ალკოჰოლი წნევის დამწევი საშუალება ნამდვილად არ არის.

  • ალკოჰოლის მიღებისა თუ მიუღებლობის საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით დგას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა წინაშე. ამაზე რას გვეტყვით?

- შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა იმ ნაწილს, რომელთაც სტაბილურად აქვთ მოწესრიგებული სისხლში გლუკოზის დონე, ადვილად არეგულირებენ მას და არც ამ დაავადებისათვის დამახასიათებელი მეორეული გართულებები აღენიშნებათ, განსაკუთრებულ დღეებში, იშვიათი გამონაკლისის სახით, შეუძლიათ, რამდენიმე ჭიქა სასმელი დალიონ, თუმცა არამც და არამც - მსუბუქ ან საშუალო ხარისხის თრობამდე. ამ დროს ირღვევა ნერვული სისტემის მუშაობა, ადამიანი კარგავს თვითკონტროლს და საღად აზროვნების უნარს, ადვილად ეძინება, ყოველივე ამის გამო კი შესაძლოა დაავიწყდეს დროზე ჭამა ან ინსულინის ინექციის გაკეთება. თრობის გამო ყურადღების მოდუნება ჰიპოგლიკემიური კომის ყველაზე ხშირი მიზეზია და, სამწუხაროდ, ზოგჯერ სავალალო შედეგამდე მივყავართ.

რა უნდა გაითვალისწინონ კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადების მქონეებმა?

- საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადების მწვავე და გამწვავების სტადიაში სასმელზე ფიქრიც კი არ შეიძლება, რემისიულ მდგომარეობაში კი ალკოჰოლის ზომიერი მიღება არამცთუ მავნე არ არის, გარკვეულწილად სასარგებლოც კია, ვინაიდან ზომიერი ოდენობის ალკოჰოლი ორგანიზმს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამომწვევი მთავარი ფაქტორისგან - ჰელიკობაქტერიისგან იცავს. კვირაში 3-4 ჭიქა ღვინო ან ლუდი ხელს უშლის ჰელიკობაქტერიით კუჭ-ნაწლავის ინფიცირებას, ინფიცირების შემთხვევაში კი აფერხებს ბაქტერიათა ინტენსიურ გამრავლებას და შესაბამისად, რამდენადმე ამცირებს დაავადების სიმძიმის ხარისხს.

მინდა, ყურადღება შევაჩერო მათზე, ვინც სასმელს დილით უზმოზე ან მშიერ, ცარიელ კუჭზე სვამს. ეს დაუშვებელია. ასე არსებული დაავადება მცირე ხანში გამწვავდება. შესაძლოა, ახალი პათოლოგიური პროცესის განვითარებაც დაიწყოს. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ დაავადებული კუჭქვეშა ჯირკვლისა (პანკრეასი) და ღვიძლის მქონე პირებს. ხშირად პანკრეასის როგორც ქრონიკული, ისე მწვავე ანთება სწორედ ალკოჰოლის ჭარბი გამოყენების შედეგია. ასეთ შემთხვევაში სასურველია, ავადმყოფმა სპირტიანი სასმელი ზომიერადაც კი არ მიიღოს - უკვე დაზიანებულ ჯირკვლის ქსოვილს ალკოჰოლის მცირე დოზაც კი შეუქცევად ზიანს აყენებს, რაც მის ავთვისებიან გადაგვარებას და პანკრეასის კიბოს განვითარებას იწვევს.

  • რას გვეტყვით ღვიძლზე?

- ღვიძლი ის ორგანოა, რომელსაც ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისას პირველს ადგება ზიანი, ყველაზე დიდი დარტყმაც სწორედ მასზე მოდის, ამიტომ ღვიძლის უჯრედებისთვის მცირე და ზომიერი ოდენობის ალკოჰოლსაც კი მომაკვდინებელი ზიანი მოაქვს. ჰეპატიტის დროს ერთი ჭიქა სასმლის მიღებასაც კი შესაძლოა უმძიმესი შედეგი მოჰყვეს. რაც შეეხება B და C ვირუსით გამოწვეულ ღვიძლის ქრონიკულ ანთებას, ამ დროს ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია. ნუ გამოცდით ღვიძლის გამძლეობასა და ამტანობას. ეს შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ. ჭარბწონიანების ღვიძლს ალკოჰოლი გაცილებით მეტ ზიანს აყენებს. ასეთ პაციენტებში ალკოჰოლით გამოწვეულ დაზიანებათა ციროზად გადაგვარების ალბათობა თითქმის 3-ჯერ მეტია.

  • რაკიღა ჭარბი წონა ახსენეთ, იქნებ აქვე განგვემარტა მკითხველისთვის, თუ როგორი მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს ჭარბ წონასა და სპირტიან სასმელებს შორის.

- ბევრი, განსაკუთრებით - სუსტი სქესის წარმომადგენლები, ტანადობის შესანარჩუნებლად საგულდაგულოდ ითვლის და აკონტროლებს საკვების კალორიებს, მაგრამ აბსოლუტურად არ აქცევს ყურადღებას, რომ ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელი საკვებზე არანაკლებ კალორიულია. რაც უფრო მაგარია სასმელი, მით უფრო მეტია მისი ენერგეტიკული ღირებულება.

  • იმის თქმა გსურთ, რომ სირჩა არაყი უფრო მეტად ასუქებს, ვიდრე რამდენიმე ჭიქა ღვინო?

- სწორედ ასეა. არყის ენერგეტიკული ღირებულება ღვინისაზე გაცილებით მაღალია. არყის კალორიებს პირდაპირ განსაზღვრავს სპირტის მოლეკულები, რომელთაგან თავის დაღწევა გაცილებით ძნელია, ღვინის ენერგეტიკული ღირებულების განმსაზღვრელი კი მასში არსებული ადვილად მოსანელებელი ნახშირწყლებია, რომლებიც ადვილად იშლება, ამიტომ ღვინის სმა გარეგნობაზე ნაკლებად აისახება, ვიდრე არყის ან სხვა მაგარი სპირტიანი სასმლისა. ამასთანავე, ალკოჰოლიანი სასმელი აღძრავს მადას, სპირტი აღიზიანებს სიმაძღრის ცენტრს და დაახლოებით 15-20 წუთში ააქტიურებს მას, 20-25 გრამი არაყი ჭარბწონიან ადამიანს უმალვე მოიყვანს მადაზე. ძლიერი მადა და დიდი ოდენობით შესმული სპირტიანი სასმელი კი გარეგნობაზეც და ჯანმრთელობაზეც ნეგატიურად აისახება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი შვებას ალკოჰოლში ეძებს. ერთ ჭიქა კარგ ღვინოს მართლაც მოაქვს დადებითი შედეგი: ადამიანი დუნდება, მშვიდდება, მაგრამ ნურასოდეს გიღალატებთ ზომიერება. მისი წყალობით გუნება-განწყობასაც გაიუმჯობესებთ და არც ჯანმრთელობას მიაყენებთ ზიანს.